"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდივიდეოსლაიდერი
მეცნიერთა გუნდის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
28.01.2020 წ
მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე მეცნირთა გუნდის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ,მის უწმინდესობასთან ილია მეორესთან.ამ შეხვედრის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ გელათის აკადემიის აკადემიკოსი ,პოლიტიკოსი ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილი.
ბ.ნმა თემურმა ისაუბრა მეცნიერთა დიდი გუნდის მიერ შემუშავებულ პროგრამების მნიშვნელობაზე მომავლის საქართველოსთვის,ქართული დოქტრინის აუცილებლობაზე, რომლის შემუშავებასაც ცნობილი არქიტექტორი,მეცნიერებათა დოქტორი გიგა ბათიაშვილი და პროფესორი ბ.ნი რეზო ბალანჩივაძე უდგანან სათავეში. მანვე ისაუბრა 8 თებერვალს ,დავითობას,გელათის აკადემიის კედლებში “ყოველთა ქართველთა ,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა “კონგრესის ჩატარების თაობაზე ,სადაც ამ დღესვე მოხდება ხატმწერ შალვა გერაძის მიერ დაწერილი დავით აღმაშენებლის ხატის გადაბრძანება, სამების ტაძრიდან- გელათის ტაძარში,რომლის კურთხევაც შედგება პატრიარქის მიერ უახლოეს დღეებში სამების ტაძარში.
უწმინდესსა და უნეტარესს ასევე საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა და კურთხევა სთხოვა ქართული ტვ.ს ხელმძღვანელმა ეთერი მდინარაძემ.
ამაღელვებელი იყო “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდის გენერალური დირექტორის ლუარა ნიჟარაძის მიმართვა უწმინდესისადმი,რომელმაც პატრიარქს მეცნიერთა გუნდის სახელით წერილი გადასცა.
შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო პატრიარქის სიტყვა-“რასაც თქვენ აკეთებთ საჭირო და საჩქაროა”.
შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა ლოცვა აღავლინა ,ამ ლოცვის შეგრძნება უფალთან მიახლოებით მხოლოდ იმ კედლებში შეგიძლია განიცადო ადამიანმა .
ცნობილი კომპოზიტორების თემურ გუგუშვილისა და მანანა იმედაძის მიერ შესრულებულმა საგალობლებმა ტაძრის კედლებიც კი აახმოვანა.
პატრიარქის აურის ქვეშ გატარებული საათნახევარი უდიდესი ბედნიერების შეგრძნება იყო თითოეული იქ მყოფთათვის.
საზოგადოებისათვის საყოველთაოდ არის ცნობილი ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილის განსაკუთრებული სიყვარული საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისადმი,თვით პატრიარქსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ბ.ნ თეიმურაზთან და ეს შეხვედრაც ამის ნათელი დასტურია.
ძლიერება და დიდხანს სიცოცხლე პატრიარქს სამშობლოს სადიდებლად
მეცნიერთა გუნდის სახელით ბ.ნ თემურს დიდი მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის
გამარჯვება და წარმატება მეცნიერთა გუნდს
“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის დირექტორი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე





















































