"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
საინტერესო შეხვედრა მწერალთა სახლში მაჩაბელზე (24.01.2020)
24.01.2020 წ. მწერალთა სახლში, მაჩაბელზე კიდევ ერთი ლამაზი საღამო გაიმართა. გელათის აკადემიის წევრი, პოლიტიკოსი თემურ შაშიაშვილი “მწერალთა ,ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანი”ს აკადემიის წევრად იქნა მიღებული.
ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილი ერთადერთი პოლიტიკოსია რომელიც დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს მეცნიერების,შემოქმედებითი კავშირების თუ საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებში.სწორედ ამიტომაც აღიარებენ მის ღვაწლსა და ავტორიტეტს მეცნიერთა აკადემიაში თუ უნივერსიტეტსა და სხვა შემოქმედებით კავშირებში.
მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, ქალბატონი მაყვალა გონაშვილის განცხადებით, :”ის კი არ არის ბედნიერება როცა “სკამზე “ზიხარ და გაქებენ,არამედ როცა აღარ ხარ და იქ უნდა რომ იყო ქვეყანას”. და ამ შეფასებაში ძნელია მას არ დაეთანხმო.
მწერალთა,ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის”პრეზიდენტმა,პოეტმა, მწერალმა ნაირა მარშანიამ კი ასე დაახასიათა თეიმურაზ შაშიაშვილი:
“იგი არის გამორჩეული პოლიტიკოსი, ბ.ნი თემური იყო,არის და იქნება ქართული ეროვნულობის ღირსეული სახე,რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ხალხს”- ბედნიერებაა ასეთი შეფასებები
ვულოცავთ ბ.ნ თემურს კიდევ ერთი აკადემიის აკადემიკოსობას და ვუსურვებთ ძლიერებას,გამარჯვებას ქართველი ერისა და მომავლის საქართველოს საკეთილდღეოდ

















































