"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის 27 იანვრის სამუშაო შეხვედრა

27 იანვარს,, 18 საათზე  შედგება მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის  სამუშაო შეხვედრა. რომელიც გადაიცემა აქ, ფეისბუქის ლაივში.

შეხვედრის დღის წესრიგი

1. მეცნიერთა კონგრესის 17 იანვრის პროგრამული შეხვედრის შეფასება – შეჯამება მომხსენებლები:

გუბაზ მეგრელიძე,
დავით შემოქმედელი,
ვახში ჟვანია.

2. 8 თებერვლის, გელათის ღონისძიებათა თაობაზე:

მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მიერ, 8 თებერვლის დავითობის გელათში აღნიშვნის ორი მთავარი მოვლენა: პირველი – დავით აღმაშენებლის უნიკალური ხატის დაბრძანება გელათის მონასტერში და მისი გადაცემა ტაძრისთვის. მეორე – მეცნიერთადა საზოგადო მოღვაწეთა კონგრესი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში.

გიგა ბათიაშვილი
შალვა გერაძე
ლუარა ნიჟარაძე,
რეზო ბალანჩივაძე,
თეიმურაზ შაშიაშვილი

3. საორგანიზაციო საკითხები

გელათის კონგრესის სავარაუდო დღის წესრიგი:

1. „ქართული დოქტრინის“ შემუშავების პრინციპებისა და ამ პროცესის დაწყების თაობაზე.

2. დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის თაობაზე

3. ეროვნული სულისა და პლანეტარული განწყობის ტელევიზიის შექმნის აუცილებლობისა და მისი პრინციპების თაობაზე.

4. კვლავ „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის“ მოწვევის აუცილებლობის თაობაზე

5. ინფორმაცია მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამული დოკუმენტების „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“, შესრულების მიმდინარეობისა და ამ მიმართებით, მოქმედების გაძლიერების თაობაზე.

6. კონგრესის მიმართვა ხელისუფლებისა და საქართველოს მოსახლეობას გასულ წელს გელათში მიღებული „ხალხის წერილიდან“ გამომდინარე, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს იმის ხაზგასმა, რომ მომავლის საქართველო მხოლოდ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციით არის შესაძლებელი, რომ საჭიროა დაიწყოს დიდი დიალოგი ხელისუფლებასა და ხალხს შორის და ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით. რომ ამ მიზნით, უნდა შედგეს მეცნიერთა დიდი კონგრესი გულახდილი და მართალი საუბრით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მომავლის განსაზღვრის მიზნით. კონგრესმა უნდა მოისმინოს ერთი და იგივე საკითხზე სამი შეფასება: ხელისუფლების, მეცნიერებათა აკადემიის და იმ გუნდის, რომელმაც შექმნა პროგრამული დოკუმენტები „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“.
7. პატივდების სიგელების გადაცემა

ამ დღის ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:
1. შეკრება და გამგზავრება ხდება დავით აღმაშენებლის მოედნიდან (სასტუმრო „ივერიის“ წინ, ანუ სადაც დაიდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი) – დილის 8.00 საათზე,
2. 12. 00 საათზე – გელათში მოხდება დავით აღმაშენებლის ხატის დაბრძანება
3. 14 .00 საათზე – გაიხსნება კონგრესი, რომელიც გაგრძელდება მაქსიმუმ, 2 საათი
4. 17 .00 საათზე – შედგება ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშამი
5. 19 .00 საათზე – გამომგზავრება ქუთაისიდან , დაბრუნება თბილისში – დავით აღმაშენებლის მოედანზე.
შენიშვნა: ვისაც არ აქვს სურვილი, დაესწროს საზეიმო ვახშამს, მათი გამომგზავრება თბილისში ხდება გელათიდანვე.

მეცნიერთა გუნდში დამკვიდრებული ტრადიციების შესაბამისად, საერთო ღირებულებაში შედის მხოლოდ ის თანხა, რაც აუცილებელია ამ ისტორიული დღის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

მათთვის, ვისაც აქვს სურვილი დაესწროს საზეიმო ვახშამს, ღირებულება შეადგენს 45 ლარს, ხოლო მხოლოდ მგზავრობის ღირებულება (ვახშმის გარეშე) შეადგენს 25 ლარს. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ფეისბუქგვერდებიდან: პროფილები : „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, პარტია „თეთრები“ , ლუარა ნიჟარაძის ფეისბუქ გვერდი;

ჯგუფები: „მორალური გუნდი“ , , თემურ შაშიაშვილი – მომავლის საქართველოსთვის“, „თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერები – 2018“
საორგანიზაციო ჯგუფი:

1. ლუარა ნიჟარაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდის გენერალური დირექტორი ტ.555 93 75 48
2. ვახში ჟვანია – მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ტ. 577 40 71 82
3. გუბაზ მეგრელიძე – ჟურნალისტთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი – ტ. 593401066
4. სერგო კრავეიშვილი – ხელოვანი, საზოგადო მოღვაწე ტ. 551 30 44 14
5. ირინა ჯიბლაძე – პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი ტ. 595 41 2772
6. გოგიტა გოგელაშვილი -ბაგრატოვანთა სამეფო კარის წარმომადგენელი ქუთაისში ტ.574 591 591
2020 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის აკადემიაში კონგრესის ჩატარების შესახებ ინფორმაცია დაეგზავნება საქართველოს საპატრიარქოს, ხელისუფლებას, საინფორმაციო საშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ზოგადი ინფორმაცია გამოქვეყნდება პრესაში.

ტელევიზია „ქართული TV“ – ს შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, გაკეთდეს ამ ღონისძიების სრული ქრონომეტრაჟი და შემდგომში გადაიცეს ამ ტელევიზიის ეთერში.

უახლოეს დღეებში დაგეგმილია საინფორმაციო ჯგუფის წევრთა შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან,ილია მეორესთან.

2020 წლის 3 თებერვალს, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ფეისბუქის პირდაპირი ლაივით გადაიცემა დაგეგმილ ღონისძიებათა შემაჯამებელი შეკრება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *