"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ვიყოთ ერთად, ვიყოთ სიყვარულით.ვიცხოვროთ ბიბლიური პრინციპით: მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება, მაგრამ, ყველაფერში – სიყვარული.

 

ასეთი ადამიანები ქვეყნის სიმდიდრეა,  რომლებიც ღვთის წყალობით,  ბევრი ჰყავს ჩვენს სამშობლოს, სამწუხაროდ, სახელისუფლებო ეშელონებში არ არის მათი დანახვის და მათთან თანამშრომლობის პოლიტიკური  ნება.. მეცნიერთა გუნდი ამ მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანაზე ფიქრობს..ამ მიზნით შევქმენით პროგრამული დოკუმენტები:”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და “ახალი განზომილება-რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ!”…ამას ემსახურება მეცნიერთა დიდი ჯგუფის ყოველი პარასკევის(18.00 საათი) საქმიანი შეხვედრები და ყოველ ოთხშაბათის “:მომავლის საუბრები” (16 საათი) , რომლებიც ფეისბუქის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

17 იანვრის შეხვედრა განწყობითაც, შინაარსითაც მომავლის საქართველოზე იყო ორიენტირებული. ხაზგასმით და გამოკვეთილად ითქვა, რომ არ შეიძლება ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რსეურსების, გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე ვცხოვრობდეთ. ითქვა იმის თაობაზე, რომ დაპირისპირება დამანგრეველია და ეს დაადასტურა დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილმა 30-მა წელმა. რომ თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია ქვეყნის მომავალი. რომ ინიციატივა ხელისუფლებიდან უნდა მოდიოდეს და ამ პროცესის წარმართვა კი მეცნიერებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს უნდა მიენდოთ. ისე როგორც ჩვენს ქვეყანას აქვს ამის ისტორიული გამოცდილება და როგორც ეს დღეს მსოფლიოს წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნებშია. ითქვა, რომ თვითკმაყოფილი ხელისუფლება გაბოროტებული ოპოზიცია და გარე ძალთა მსახური საინფორმაციო საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციებია ჩვენი დღევანდელი ყოფის მთავარი მიზეზი.  ყველა უნდა გამოვიდეს კარჩაკეტილობიდან. ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც. ყველა, ვისაც კი ოდნავ მისი ქვეყანა უყვარს, თავი უნდა დაანებოს სხვის წინააღმდეგ ბრძოლას და შეძლოს გამარჯვება საკუთარ თავზე. უნდა დამთავრდეს როგორც ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით ცხოვრება, ასევე დასრულდეს განდიდების მანია, რომლითაც მეტნაკლებად 30 წელზე მეტია, შეპყრობილია ყველა, ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ ყოფნის დროს.

კულტურის მოღვაწეებმა, მეცნიერებმა, აქაც მაღალი კულტურა და ურთიერთობის მაღალი კლასი აჩვენეს. საქართველო მართლაც, სავსეა ასეთი ადამიანებით. ყოველ სოფელში, ქალაქში, რაიონში, ქვეყანაში საერთოდ. და ამ პოტენციალის გამოყენების გარეშე, ქვეყანას მართლაც, არ აქვს მომავალი.

ეს არის ჩვენი,  იმ საორგანიზაციო ჯგუფის შეფასება, რომელიც მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილებით ამზადებდა ამ შეხვედრას და აგრძელებს მუშაობას შემდგომ პროექტებზე.

მომავლის საქართველოზე ორიენტირებული  განწყობით მზადდება გელათის კონგრესი, რომელიც 8 თებერვალს, დავითობას გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში შედგება და დაიწყებს მუშაობას “ქართული დოქტრინის” შექმნაზე და გამოაცხადებს ქვეყნისა და ხალხის ქართული ცნობიერების ინტერესების დამცველი ტელევიზიის კონცეფციას.

კონგრესი კიდევ ერთხელ იმსჯელებს იმ აუცილებლობაზე, რომ ქვეყნის მომავალი ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია, რომ წარსულს უნდა ჩაბარდეს ქვეყნის დაყოფა პარტიულ სამთავროებად, თაობათა დაპირისპირება , რომლისთვისაც უდიდესი ფული იხარჯება ქვეყნისადმი მძიმედ განწყობილი გარე ძალების მიერ. გამოკვეთილად ითქმება იმის აუცილებლობაზე, რომ ქვეყნის მოქალაქეებისა და ქვეყნის გარეთ წასულ თანამემამულეთა ერთობის ნათელი პროგრამის გარეშე, ძნელი იქნება ფიქრი მომავლის საქართველოზე და ამ მიზნით, გამოკვეთილად იქნება ხაზგასმული “ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა” მსოფლიო კონგრესის ახალი სისტემით ჩატარების თაობაზე. ხაზგასმული იქნება, რომ მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 85 ქალაქში თითქმის ნახევარი საქართველო ცხოვრობს, გარკვეულწილად ეს ქვეყნის ოქროს ფონდია. მათ ყველაზე მძიმე დროს უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს და ამ ადამიანებისადმი პატივისცემითი დამოკიდებულება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ქვეყნიდან არა ჩვენი თანამემამულეების წასვლაზე და უცხოტომელების ჩამოყვანაზე, არამედ ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებაზე და უმკაცრესი უნდა ვიყოთ უცხოელებისათის ქვეყანაში ბინადრობის უფლების გაცემაზე.

გელათის კონგრესის  ერთი უმნიშვნმელოვანესი მოვლენა იქნება მეცნიერთა კონგრესის სახელით,  პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,   შალვა გერაძის მიერ დაწერილი დავით აღმაშენებლის ხატის გადაცემა გელათის ტაძრისთვის.

ეს დიდი კონგრესი იქნება.რომლის მონაწილე შეიძლება გახდეს ყოველი ადამიანი, ვისაც ამის სურვილი აქვს. ამ მიზნით, შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი. ჩვენ ინფორმაციებს პერიოდულად გამოვაცხადებთ.

ვიყოთ ერთად, ვიყოთ სიყვარულით.ვიცხოვროთ ბიბლიური პრინციპით: მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება, მაგრამ, ყველაფერში – სიყვარული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *