"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
ბატონი ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ქართული ეროვნულობის ღირსეული განსახიერება

ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი ბ.ნ ფერდინანდ ლორთქიფანიძე,რამდენადაც ბ.ნი ფერდინანდი შეუძლოდ გახლდათ და ვეღარ ესწრებოდა” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდში გამართულ მეცნიერთა გუნდის სამუშაო შეხვედრებს ,მე და კინოხელოვანი ქ.ნი ნონა ღამბაშიძე შინ ვესტუმრეთ ,რათქმაუნდა ეს შემთხვევა ხელიდან ვერ გავუშვი და ბ.ნ ფერდინანდთან შინაურული “ინტერვიუ”ჩავიწერე.ბ.ნი ფერდინანდი გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,საქართველოსა და რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი,მშვიდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი.
მისი სახლის ინტერიერს ძვირფასი ხელოვნების ნიმუშები ამშვენებს და პატარა მუზეუმია,რომელმაც აღმაფრთოვანა.თვით ბ.ნი ფერდინანდი ქართული ეროვნულობის ღირსეული განსახიერებაა და ქართული გენეალოგიური ფენომენის უბადლო ნიმუში,”ძველი ყარაჩოხელი”-როგორც იტყვიან .მინდა ვუსურვო ბ.ნ ფერდინანდს ჯანმრთელობა და დღეგრძელი სიცოცხლე.ასეთი ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვეფეროთ.ეს ჩემი მონოლოგიც მისდამი დიდი პატივისცემის და ადამიანური თბილი დამოკიდებულების გამოხატულებაა.


