"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
ლუარა ნიჟარაძე: დროა ქართველმა ხალხმა ეს მარაზმი დაამთავროს❗

ის რაც დღეს ხდება რუსთაველზე არ არის სახელმწიფოს განვითარების სწორი გზა.ბოლო ოცდაათი წელი ქუჩით მოდის და მიდის ხელისუფლებები,ძალადობის მეთოდებით ვამხობთ და ვცვლით პარლამენტის შენობაში თბილ სავარძლებში მსხდომთ,არადა ოცდაათი წელი ერთიდაიგივე პოლიტიკური ძალაა რომელიც ქუჩიდან იწყებს და ქუჩითვე ამთავრებს,სწორედ ასეთმა პოლიტიკურმა ძალებმა დაანგრიეს ქართული სახელმწიფო❗სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალებმა გახადეს ხელისუფლების მანდატები ვაჭრობის საგანი და მოითბეს ხელი ერთმანეთთან შეთანხმება გადათანხმებით.პოლიტიკურმა ვაჭრობამ “პოლიტიკურ ბაზარად აქცია პარლამენტი,სადაც ხალხის ყოფაცხოვრებაზე უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ ერთმანეთის ბრალდება გადაბრალებით გაიყვანეს ოცდაათი წელი.ოცდაათი წელი ქართველი ხალხი ამ მარაზმს ვუყურებთ,ვითმენთ,ვეძებთ გამოსავალს გაქცევაში,გავრბივართ ამ ყველაფრის შემყურენი ქვეყნიდან,თავს უშველა ორმილიონმა ქართველმა და გაიქცა,იძულებით გაიქცა ქვეყნიდან,რომ გადაერჩინა თავი და ოჯახი.ვინც დარჩა ის მოსახლეობა სიღარიბის უკიდურეს ზღვარზეა და ზოგიერთი იმ რუსთაველზე მდგომი, თანახმაა იმ გროშებს მოკიდოს ხელი, რასაც გადაუგდებენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც მართავს დღეს რუსთაველის ქუჩას.ეს ერთობა თავზე ჩამოემხობათ მალე,ჩვენ ამისი მოწმენიც გავხდებით!
არცერთი არ აჟღერებს ხალხისთვის საჭირო არცერთ ლოზუნგს,არავის ახსოვს რა უჭირს და ულხინს ხალხს,იბრძვიან საკუთარი სკამებისთვის ,რადგან პარლამენტში შესვლა პრივილეგიაა და თავს დაცულად თბილად გრძნობენ.ესენი არ იყვნენ ამ ოცდაათ წელიწადში ხელისუფლებისა და პარლამენტის ხან შიგნით და ხან გარეთ , დაეტყო რამე უკეთესობა ამ გასაცოდავებულ ქვეყანას?!
პოლიტიკურ ლიდერთა ლუსტრაცია უნდა მოხდეს და გამოქვეყნდეს საჯაროდ ვინ რა წარსულის პატრონია,ვის აქვს უფლება ელაპარაკოს ქართველ ხალხს და ვის არ აქვს უფლება ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით.ქუჩური ლოზუნგებით რომ გამოდიან ტრიბუნებზე: “ვიგინდარები,მატყუარები, გამოდით ვისაც ერთი ადგილი გაქვთ,ჩაგაჩმორებთ,ჩვენ ევროპელები ვართ,ჩვენ მრავალეთნიკურები ვართ,ჩვენ თანასწორსექსუალური ორიენტაციის მომხრენი ვართ,ჩვენ მრავალრელიგიურები ვართ “და ა.შ.!
კმარა!
არა ბატონო,მე ქართველი ვარ და საქართველო ქართველი ერისაა!
არა ბატონო,მე ქრისტიანი ვარ და ჩემი ოჯახი ქალისა და კაცის მყარ ქორწინებას ემყარება!
რატომ გეშინიათ მაჟიორიტარულ-პროპორციული არჩევნების,რას ერჩით რეგიონებს,რატომ ართმევთ ხმის უფლებას ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი ვისაც მიმართავენ და პასუხს მოსთხოვენ საკუთარ რეგიონზე!
დროა დამთავრდეს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან,ბიუჯეტი ქართველი ხალხისაა!
კმარა?!
ვინც დგას ქუჩაში იმ პოლიტიკოსთაგან არცერთი არ მინდა ვიხილო პარლამენტში!
დროა ქართველმა ხალხმა ეს მარაზმი დაამთავროს!კმარა?!
დროა ინტელიგენციამ და ჭეშმარიტმა ეროვნულმა ძალებმა აიღონ ესტაფეტა და დავანახოთ მსოფლიოს რომ ქართველი ხალხი უფრო მეტნი ვართ ,ვიდრე რუსთაველის ქუჩაში მდგომნი.
27 ნოემბერს ინტელიგენციის დიდი შეკრება იმართება ,იქ აუცილებლად გაიჟღერებს ვინ და რა გადაარჩენს ამ ქვეყანას!
კმარა?!
17.11.2019 წ.


