"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს გვინდა თუ არ გვინდა სასიკეთოდ ქვეყნის შეცვლა.

პროექტ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის გენერალური დირექტორი ლუარა ნიჟარაძე დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქგვერდზე სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს:

“მივმართავ მხარდამჭერებს,ერთგულ მეგობრებს ,საზოგადო მოღვაწეებს ,მეცნიერებს,ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს ვისთვისაც “სამშობლო უპირველეს ყოვლისა”…!!!

საქართველოს დღეს კრიტიკული დრო უდგას ,დღეს აღარ არის ის ვითარება, რომ განზე გავდგეთ და ხელებდაკაპიწებულებმა ვუყუროთ რა მოხდება ,ვინ გაიმარჯვებს მომავალ 2020 ის საპარლამენტო არჩევნებში,ისევ “ოცნება – მუდმივ ოცნებაში რომ გვამყოფებს ,ან ისევ ნაციონალები ,რომელთა ჩრდილიდანაც ვერ გამოდის ქვეყანა.პატრიოტთა ალიანსი -ვითომ ოპოზიცია, თუ ევროპული საქართველო ,სახელიც ამბობს ევროპულიო და არა ქართული. ხაზარაძე ვაი პოეტებს რომ აფინანსებს და ილიას სიტყვებს ტრაფარეტად რომ იყენებს..??? ესენი ერთიდაიგივე სახეებია ოცდაათი წელი რომ ტრიალებს ტელეეკრანებზე და ურთიერთ ბრალდებებით კვებას ქვეყანას .ხალხი ამ პარტიების ინტერესში მაშინ შედის, როცა საარჩევნოდ სჭირდებათ,განა ამის დასტური არაა ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბე,მოშიმშილე ბავშვები ,მოხუცები, ხელფასების არასტანდარტული , არაპროპორციული განსხვავება საჯარო თუ კერძო სექტორში, ვის როგორ მოესურვება ისეთ ხელფასებს უნიშნავენ ყოველგვარი კანონის მოქმედების გარეშე,საბითუმო თუ საბაზრო ფასების აბსოლუტური უკონტროლიბა,სრული ქაოსი შეიძლება ითქვას.მოშლილი განათლების სისტემა ქაოსური რეფორმებით, ჯანდაცვაში დაუცველი სიცოცხლე -კოლოსალური ფასები მკურნალობისათვის საჭირო,მოშიმშილე პენსიონერები, ბანკის ვალებითა და პროცენტებით უიმედობაში ჩავარდნილი მოსახლეობა ,ორმილიონამდე იძულებითი დევნილი ქვეყნიდან,ამ ქვეყნიდან გასაქცევად რომ უჭირავს ყველას თვალი.
სად გავრბივართ ქართველებო,აქ მივხედოთ ჩვენს საოცნებო სამშობლოს რამეთუ ქართველებს სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია ქართული მიწის გარდა.

წინასაარჩევნო ციებ -ცხელება იწყება და სამმილიონიან ქვეყანაში ორასამდე პარტია და მოძრაობა იქმნება.

ასეთი საქართველო ალბათ “ოცნებაშიც”ვერ წარმოგვედგინა,არადა რეალობაა დღითიდღე როგორ უარესდება მდგომარეობა და როგორ ცდილობენ წინასაარჩევნოდ ისევ ხალხის “მოთაფლვას” ,საჯარო სამსახურებში 41 ათასი დასაქმდა მაღალი ხელფასებით წინასაარჩევნოდ.ეს ის გუნდია პირობით მმართველ პარტიაზე რომ უნდა იმუშაოს ,წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან,სამსახურებიდან ისე ხსნიან და ათავისუფლებენ ვინც ოცნებას მხარს არ უჭერს მიზეზსაც არ ეუბნებიან,მოკლედ უხსნიან:”უნდა წახვიდე და მორჩა”.?
ამასწინათ ერთი ახალგაზრდა მოვიდა ოფისში და მითხრა “ოცნება”რომ მოვიდაო ოთხასამდე თანამშრომელი სახანძრო სექტორიდან ისე დაგვითხოვეს მიზეზიც არ უთქვამთო.და ასეთი რამ სხვა რომელ ქვეყანაში ხდება,ასე ხელაღებით გაუშვა სამსახურებიდან ადამიანები , ერთპიროვნული სურვილის მიხედვით და ამას ვითმენთ,
ასეთ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისია ადამიანებისთვის ,ვისთვისაც პატიოსანი შრომა და ქვეყნის მომავალი პიროვნულ ინტერესებზე უფრო მაღლა დგას.
ემიგრაციიდან დაბრუნებულს თუ ასეთი უსამართლო და კორუფციის ჭაობში ჩაფლული,სიღარიბის ზღვარს მისული ქვეყანა დამხვდებოდა ნამდვილად ვერ წარმომედგინა.ეს მდგომარეობა მძიმეა ჩემთვის როგორც რიგითი ქართველისათვის ,ისე როგორც უამრავი იმ ადამიანისთვის ვინც ჩემნაირადაა დადარდიანებული ქვეყნის მომავლზე ფიქრით.
უამრავ მესიჯს ვიღებ პირადში და თუ ყველას ვერ გპასუხობთ ბოდიშს გიხდით,ვიცი ყველას ერთი საფიქრალი და სატკივარი გვაწუხებს: რა გვეშველება,რით ვუშველოთ ამ ჩვენს გაღატაკებულ ქვეყანას.
გაღატაკებულს ხალხისთვის, თორემ სახელისუფლო რგოლებში მოკალათებულნი თავს მშვენივრად გრძნობენ და უფროდაუფრო მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე,რამეთუ ერთმუჭა “მაფიოზებმა “(მე სხვას ვერაფერს ვუწოდებ ხელისუფლებას რომელიც ხალხზე არ ზრუნავს)მოირგეს სახელმწიფო თავისთავზე.მოირგეს კანონებიც,კონსტიტუციაც და როგორც უნდათ ისე ატრიალებენ ყველაფერს სათავისოდ,სახელმწიფო ინტერესების უგულველყოფით,უფრო მეტიც სრულიად აცდენილია ხელისუფლების კურსი სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
სწორედ ამ მძიმე მდგომარეობამ მიკარნახა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩამოვსულიყავი ემიგრაციიდან და მხარი დამეჭირა ისეთი ძლიერი და გამოცდილი პოლიტიკოსისათვის როგორიც ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილია.თუმცა საზოგადოების ნაწილში მაშინ ისე ღრმად იყო გამჯდარი აზრი რომ აუცილებლად “ოცნების”მხარდაჭერილი კანდიდატი გავიდოდა,რომ არჩევნებს ფაქტიურად აზრიც არ ჰქონდა.ხალხმა იცოდა რომ მთავრობა მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს “გაიყვანდა”და ასეც მოხდა სამწუხაროდ,რადგან დღეს სახეზე გვყავს სრულიად უუნარო ქვეყნის პრეზიდენტი,რომელიც ვერ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნისა და ერის წინაშე და მუდმივად ახალ- ახალ სკანდალში ეხვევა.ასეთი პრეზიდენტი სუსტ ქვეყანას წარმოაჩენს მსოფლიოს თვალში და მსოფლიოც არასერიოზულად ეკიდება ჩვენს ქვეყანას.მაშინ რომ ქართველი ხალხი ერთ ფეხზე დამდგარიყო და არ დაგვეთმო საპრეზიდენტო არჩევნები ,დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.
ქვეყანაში სისტემური მმართველობაა შესაცვლელი ,და ეს პროცესი 2020 ის არჩევნებით არის შესაძლებელი.ქართველმა ერმა ხმა უნდა აიმაღლოს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ და ერთხელ და სამუდამოდ სამართალი უნდა დამყარდეს ამ ქვეყანაში.
სწორედ ამიტომ ჩემი არჩევანი ისევ ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილია! ! !
და რატომ მაინცადამაიც შაშიაშვილი,რატომ ჯიუტად ვადგივარ ამ გზას :გავეცანი რა მეცნიერთა გუნდის მიერ შემუშავებულ კონცეფციას “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”,მივხვდი რომ ჩემს ქვეყანას სწორედ ასეთი პრინციპებით შემუშავებული ეროვნული დოქტრინა გადაარჩენდა.
ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილი ჯიუტად მიჰყვება ქვეყნის განვითარებისათვის მეცნიერების მიერ შემუშავებული პროგრამებისა და დოქტრინების პრინციპებით სახელმწიფოებრივი მართვის სისტემის შეცვლას და შემუშავებული აქვს სწორი მართვის სისტემა სამართლიანობის პრინციპებზე აგებული.
მე სწორედ ასეთი სისტემური მმართველობის მომხრე ვარ ,რამეთუ მწამს და მჯერა ჩემი ქვეყნის გადარჩენა სწორედ ასეთი მართვით არის შესაძლებელი.
ეს ჩემი ბოლო წერილია რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამჯერად მაინც არ დავუშვათ შეცდომა ,და არჩევანი ქვეყნის გადარჩენისათვის გავაკეთოთ,პირად ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ საქართველოს მომავალი განვითარება .
ვინც არ იცნობთ ბ.ნ თემურის პროგრამებს და მოღვაწეობას ნახეთ ლინკზე: www.tetrebi.org
ქვეყანას დღეს თემურ შაშიაშვილის  ცოდნა ,პრინციპულობა ,პატიოსნება და პოლუტიკური გამოცდილება სჭირდება .რათა დავადგეთ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის სწორ გზას.
ასაკობრივი გამოცდილებისათვის შეგახსენებთ რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 73 წლისაა,იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა 78 წლის,გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი 63 წლის და თვით საქართველოს “ფაქტიური თუ ფიქტიური “მმართველი ბიძინა ივანიშვილი 63 წლისაა.
ასაკობრივ გამოცდილებას ქვეყნის მმართვისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,სწორედ ახალგაზრდობა გვერდში უნდა დაუდგეს გამოცდილ პოლიტიკოსს რათა ქვეყნის მმართველობამ სწორი მიმართულება აიღოს.
დღეს დაშვებული შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდება ჩვენი ქვეყნისათვის.
ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ! ! !
ვიხსნათ ქვეყანა ყველამ ერთად და დავუჭიროთ მხარი ბ.ნ თეიმურაზ შაშიაშვილს 2020 ის არჩევნებში!!!
და თუ ეს ასე მოხდება მწამს ჯიუტად რომ საქართველო გადარჩება და დაადგება სწორი განვითარების გზას.ამოისუნთქებს ქართველი ერი და დაბრუნდება იძულებითი დევნილი ორმილიონამდე ემიგრანტი სამშობლოში! ! !
საქართველო იქცევა განვითარებულ ქვეყნად და დაამთავრებს განვითარებადი ქვეყნის სტატუსს,რომელშიდაც გვაცხოვრებენ ოცდაათი წელი.
ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს გვინდა თუ არ გვინდა სასიკეთოდ ქვეყნის შეცვლა.

საქართველოს ძლიერებისთვის !!!
გამარჯვება ჩემო საქართველო ! ! !

ლუარა ნიჟარაძე

24.09.2019.წ.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *