ქართული ერთობის დარბაზი

რომან რურუა: მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში

 

წარსულის ანალიზის გარეშე წარსულში ჩავრჩებით. იქნებ დღეს ჩვენ სწორედ ეს გვჭირს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა, ვინც ნოვატორობს და რეფორმატორობს წარსულის ლანძღვით, ყველაფერს სათავისოდ ირგებს, ანალიზის თავი არ აქვს, მომავალს ვერ ხედავს და წარსულშია ჩარჩენილი. აი ასეთთა უმრავლესობა გარბის პარლამენტისკენ.

ჩემი დაკვირვება და გამოცდილება მარწმუნებს: დიდი სიფრთხილით შევხედოთ ყველას, ვინც პარლამენტში შესვლისთვის თავს იკლავს, ფულს ხარჯავს. არადა, უნდა შევეხვეწოთ, სწორედ რომ უნდა შევეხვეწოთ, პარლამენტზე იფიქროს ყველა იმ ადამიანმა, რომლებიც მართლა ჰაერივით სჭირდება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენს სამშობლოს.

“შეფუთული”, “გალამაზებული” თვითმარქვია პოლიტიკოსები კი არა, პროფესიონალები, ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანები გვჭირდება, ადამიანები, რომლებსაც ქართული სული აქვთ, მაგრამ ესმით მსოფლიოს სუნთქვაც _ ასეთი ხალხი სჭირდება დღეს საქართველოს.

როგორ მოვძებნოთ?

ჩემი რჩევა მარტივია: გადით ხალხშიგაიგეთ ხალხის აზრიხალხში დიდისიმართლეცაადიდი იმედგაცრუებაც დარაც ყველაზე ცუდიაუიმედობაცვერცბელადებმა გვიშველეს და ვერც ფულმაგადარჩენა განათლებაშიაპატიოსანადამიანებში.

გულს მიკლავს, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვის მიმართაც კეთილი განწყობის მეტი არაფერი მაქვს, დღესაც მაღალ სახელისუფლო ეშელონებში არიან, ფიქრობენ პარტიის და არა ქვეყნის გადარჩენაზე. ფიქრობენ მეგობრების, საკუთარი სტატუსის, სკამისა და არა ქვეყნის გადარჩენაზე. წყალს წაუღია ყველა სკამი და რა ჯანდაბად გვინდა პარტიები, ასეთი მეგობრობა, თუ ხალხი და ქვეყანა ამ მდგომარეობაში იქნება?!

ქვეყანა უახლოვდება ძალიან მნიშვნელოვან მიჯნას, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მომავალს უახლოესი ოთხი წლის (და არა მხოლოდ) განმავლობაში. მერწმუნეთ: როგორც არასდროს, ისეთია ამ არჩევნებში ჩვენი, ხალხის, პასუხისმგებლობა, თითოეული ამომრჩევლის პასუხისმგებლობა. მომავლის პარლამენტში ჩვენხალხმაუნდა ავირჩიოთ ისვინც კარგად იცის ორი რამ მაინც:ბუნების კანონები და… დაგროვილი ნაგვის (მე მას პოლიტიკურ ნაგავს ვუწოდებ,რომლითაც გაივსო საზოგადოებრივი ცხოვრებაგადამუშავება.

პირველი საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფო მართვის პოლიტიკა მთლიანად ეყრდნობოდეს ქართველი ხალხის ბუნებას და თავისუფალი იყოს თავსმოხვეული უცხო იდეოლოგიებისგან, ანუ ის, რაც დაგვიტოვა ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ, “საერთო ნიადაგის თეორიის” სახით.

ხოლო მეორე საჭიროა, რათა ყველა დონეზე დაგროვილი ნაგავი გადამუშავდეს დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით, რადგან ყველა ნაგავშია ბაჯაღლო ოქროც და ყველა ნაგვის გამოყენება შეიძლება სათანადო ოპერაციების შემდეგ. შემაძრწუნებელია, რომ პარტიათა უმრავლესობა, საკუთარი თავის გარდა, ყველას “ნაგვად” მიიჩნევს.

მე კი ასე ვფიქრობ: ყველაზე დიდი ნაგავი თვითკმაყოფილებააყოველიხელისუფლებაპარტია თუ პოლიტიკოსი იმ ზომითაა ჩაფლული ნაგავშირაზომითაც თვითკმაყოფილიახალხი მართლაც შეძრწუნებულია ყველა დონეზეგამეფებული თვითკმაყოფილებით.

ქვეყნისთვის უკადრებელი მდგომარეობიდან გამოსვლა ბუნების კანონებისადმი მორჩილებაშია. სწორედ ბუნების კანონები გამოარჩევს კარგს ცუდისგან. ჩვენ კი, 25 წელიწადია, “ოთახის კანონებით” ვცხოვრობთ. სწორედ “ოთახის კანონებით” ვცხოვრობთ და სახელმწიფოც “ოთახის კანონებით” იმართება, როცა ძლიერნი ამა ქვეყნისანი კანონებს ირგებენ საკუთარ თავზე. კანონი, როგორც ასეთი, უნდა მოარგო ერის ხასიათსა და ქვეყნის საჭიროებას. ბუნების სამართალი და კანონი მანამდე არსებობდა, სანამ სახელმწიფოები შეიქმნებოდა. ის უტყუარი და უპირატესია, ვიდრე ოთახში დაწერილი და მავანთა ინტერესებს მორგებული კანონი. საქართველოში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ბუნებრივი კანონზომიერების გათვითცნობიერება არ ხელეწიფება. შესაბამისად, ისინი საკუთარ ქვეყანაში უცხო სისტემაში (აშშ, ევროპა) მოქმედი კანონების პლაგიატს ნერგავენ. ლოგიკა კი მარტივია: სახელმწიფორომელიც ცხოვრობს ბუნების კანონებითაღწევს ყველაზემაღალი გვარის დემოკრატიას.

კუჭის პრობლემა ვერ გადაწყდა გონიერებით, როგორც ხშირად ვამბობთ, ტვინით გატენილი ადამიანებისა და ღვთივბოძებული წალკოტის ქვეყანაში. მსოფლიომ იცის, როგორ აქციეს წალკოტად ყინულოვანი, უმიწო და უწყლო ქვეყნები ხელისუფლებებმა მეცნიერებაზე, ნიჭიერ ხალხზე დაყრდნობით, საქმიანი ადამიანების მხარდაჭერით და ქვეყნის სიყვარულით. ჩვენი პოლიტიკით წალკოტი უდაბნო ხდება. უმეცრებით დაჩაჩანაკებულია ადგილობრივი თვითმმართველობა.არ შეიძლებადანაშაულია ამ ქვეყანაში ამდენ გონიერ და საქმის გამკეთებელადამიანს ხელისუფალთაგან მისჯილი ჰქონდეს უსაქმურობა და ტანჯვაშიცხოვრობდეს!

ეს მძიმე რეალობაა.

გული მწყდება, რომ ჩვენი სულიერი მამის _ ილია მეორის, ცნობილი მეცნიერების, მოღვაწეების მიერ პრესაში გამოქვეყნებული უამრავი კეთილი რჩევა დარჩა უყურადღებოდ.

უკადრებელი გვაკადრეს, გვეუბნებიან: რაც გინდათ, წერეთ და იკითხეთ, არავის აზრი არ გვაინტერესებს, ჩვენ ყველაფრისმცოდნენი ვართ და, რაც საჭიროა ქვეყნისთვის, ვაკეთებთო.

რა არის ეს, თუ არა მართვის პრობლემები, პირდაპირ ვთქვათ _ უმართაობა და უპასუხისმგებლობა?! ხელისუფლება იცვლება, ხალხი კი უარესად ღატაკდება. პასუხი დღემდე არავის უგია.

ქვეყანაში უმართაობა სწორი მართვით რომ შეიცვალოს, თანამდებობებზე პროფესიონალები და გამოცდილები უნდა მოვიდნენ.

ჩვენ თვალწინ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ეთამაშებოდაახალგაზრდობასპირდაპირ ვთქვათსპეკულირებდა მათი ასაკით,მიზანშეწონილზე 10-15 წლით ადრე ნიშნავდა თანამდებობაზეშეჰყავდასაარჩევნო სიებში და უპირისპირებდა უფროს თაობას.

დაგვანგრია ამ მზაკვრობამ. ბევრი ახალგაზრდა დაგვაკარგვინა და უფროს თაობასთანაც პრობლემები შეიქმნა. “შეფუთული”, “გალამაზებული” თვითმარქვია პოლიტიკოსები კი არა, პროფესიონალები, ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანები გვჭირდება, ადამიანები, რომლებსაც ქართული სული აქვთ, მაგრამ ესმით მსოფლიოს სუნთქვაც _ ასეთი ხალხი სჭირდება დღეს საქართველოს.

ხალხი გაოგნებულია საზოგადო მოღვაწეების, ინტელიგენციის, მიჭირს თქმა, სახელმწიფო კაცების დუმილით. “გაიყიდეთო”, _ გვეუბნებიან, მთავრობებზე, პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ფულიანებზე გაიყიდეთო!

ხალხს არც გაყიდულის სჯერა და არც მყიდველის. ორთავე ებრძვის საქართველოს, ქართულ სულს.

როგორც ბევრი სხვა, მე არც გავყიდულვარ და ვერც ვერავინ მიყიდის, მაგრამ რეალობას თვალს ვუსწორებ _ ხალხი მართალია. მას სწორ გზაზე დაყენება უნდა და კარგი მმართველი სჭირდება.

მსოფლიო ამაყობდა და ამაყობს ქართული კულტურითქართველი მეცნიერებით,ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებითპოლიტიკოსებით,მხედართმთავრებითმასწავლებლებითექიმებითსპორტსმენებითეს ჩვენიქვეყნის დიდი სიმდიდრეადღეს ხალხს ვჭირდებითბატონებოხალხს დადავდგეთ ხალხთან!

მადლობა ჩემს მეგობრებს, ყველას, ვისაც შევხვდი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, “ქართული ერთობის დარბაზს”, კეთილი რჩევაც ბევრი მომცეს და მხარიც დაგვიჭირეს.

ჩვენ ამ საკითხებზე არაერთგზის გვისაუბრია. ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ უამრავი ფიქრობს ასე. უფრო მეტიც, მე ვთქვი ის, რაზეც საუბრობს საზოგადოება. ვთქვი იმიტომ, რომ მოქმედებაა საჭირო და ამას ვეუბნები არა სხვას, არამედ საკუთარ თავს, რადგან ვიცი, ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

თითქოს მარტო ვიდექი მსოფლიო ტიტანების წინ საჭიდაო ხალიჩაზე, მაგრამ მოწინააღმდეგის კარგად შესწავლა და ქართული სული მამარჯვებინებდა. დაუმარცხებლად დავტოვე საჭიდაო ხალიჩა. წარმატებული ადამიანი ვარ ცხოვრებაშიც, მაგრამ დღევანდელობით მოსვენება მაქვს დაკარგული… ერთეულთა წარმატება ტაძრამდე მისასვლელი გზა არ არის. მინდა, ვიცხოვრო ზნეობით, ინტელექტით, ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ამას იმსახურებს მრავალნატანჯი საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა.

ეს არ არის ძნელი:

ღირსება ხალხში

პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში

ღირსეულის დაფასების პოლიტიკა ქვეყანაში

ხალხსა და ქვეყანაში იმის გაცნობიერებარომ ხელისუფლება ხალხის მსახურიადა არა უფროსი.

ხალხსა და ქვეყანაში იმ რწმენის გაძლიერებარომ სამშობლოს გადარჩენაჩვენშია _ ქვეყანაშიაგარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა მხსნელები დაპატრონები.

ასეთი დიადი ქართული მიზნისთვის ღირს ცხოვრებაც და თავგანწირვაც.

სწორედ ამიტომ ვამბობ: დიდი ქართული ერთობით გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლოდა თითოეული ჩვენგანიც.

რწმენით და იმედით,
რომან რურუა

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *