სლაიდერიქართული ერთობის დარბაზი

8 თებერვალი, დავითობა ტრადიციული კონგრესი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში

 

გელათის კონგრესი ყველას გასაგონად იტყვის: უნდა  დამთავრდეს  ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და  დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის – კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად!

ჩვენ გვჭირდება „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“ !(ი.ჭ)

შევიკრიბოთ ამ დღეს, გელათში და დაპირისპირების, ლანძღვა-გინების გარეშე, შევძლოთ ურთიერთობა.  გავხდეთ ისტორიული პროცესის მონაწილენი, ერთად მივიღოთ:

  • ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა
  • კონკრეტული წინადადებები შესაძელბლის მაქსიმუმზე მუშაობისთვის

ფაქტია, რომ საზოგადოების განწყობა,  ხელისუფლებისა და   ოპოზიციის მიერ გაცხადებული პოზიცია თანხვედრილია,  ამის თაობაზე განაცხადა კიდეც პრემიერ-მინისტრმა და ეს პოზიცია ლაკონურად ასე ყალიბდება:

უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი ეროვნული თანხმობისათვის

დავიწყოთ, ბატონებო! დავიწყოთ სწორედ გელათში. სწორედ დავითობას და სწორედ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში.

ამაზე უარის თქმას, არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს!

დარწმუნებული ვართ,  გელათში შვიკრიბებით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის ადამიანები  ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან.

კონგრესი მუშაობას დაიწყებს  14:00 საათზე

მსურველებს ვთავაზობთ ორგანიზებულად გამგზავრებას თბილისიდან. 9:00 საათზე, ყოფილი სასტუმრო „ივერიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან , სწორედ იმ ადგილიდან, სადაც აღმართული იყო დავით აღმაშენებლის ძეგლი.

განაცხადების მიღება მსურველებისგან შესაძლებელია   6 თებერვლის  ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ღონისძიების კოორდინატორებს:  სააქციო საზოგადოება „ქართულის“ დირექტორს,  მედეა აბაშიძე, ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ დირექტორს, ვახში ჟვანიას.

საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მივმართავთ ტელეკომპანიებს, საინფორმაციო სააგენტოებს და პრესას.

«ქართული ერთობის დარბაზი»;

მეცნიერთა კონგრესი

ფონდი „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *