სლაიდერიქართული ერთობის დარბაზი

კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას ქართული ბიზნესის დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებით, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის!

ქართული ბიზნესის განვითარება ამ საგადახადო და საბანკო რეჟიმის, ენერგეტიკული რესურსების ფასების პირობებში, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჩვენ გთავაზობთ:

1. რაც ქვეყანაში გვაქვს და მეწარმეთა გარკვეულ ჯგუფებს შემოაქვს, დაიბეგროს გაცილებით მეტად, ვიდრე ის საქონელი, რომელიც ქვეყანაში არ ან არასაკმარისი რაოდენობით იწარმოება და პირიქით, რაც ქვეყანაში ჭარბად გვაქვს, ის დავბეგროთ საგრძნობლად დაბალი ტარიფით, ვიდრე ის, რაც არასაკმარისად გვაქვს და გარეთ გააქვთ.

2. გამოვიყენოთ ევროპული კანონმდებლობა ბიზნესის დაკრედიტებასთან დაკავშირებით. ვინც ანვითარებს მაღალ ტექნოლოგიებს (შემოაქვს ან ქვეყანაში ქმნის), ვისაც შემოაქვს დეფიციტური საქონელი, მათ საგრძნობი შეღავათით უნდა მიეცეთ საბანკო კრედიტები.
3. ბიზნესის სრულიად განსხვავებული ენერგეტიკული ფასწარმოქმნა უნდა დამკვირდეს ქვეყანაში. იგი დიფერენცირებული უნდა იყოს იმათთვის, ვინც პიკის საათებში და პიკის საათებს გარეთ მუშაობს, ასევე დიფერენცირებული უნდა იყოს დარგობრივ ჭრილშიც (განსაკუთრებული შეღავათები სოფლის მეურნეობას და კვების პროდუქტების შემქმნელებს).

ეს არის ზოგადი მიდგომები, რომელსაც ჩვენ უაღრესად კონკრეტულ მიმართულებას მივცემთ 5 დღის განმავლობაში. გამოვაქვეყნებთ პრესაში, დავუგზავნით ადრესატებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *