"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
(euronews.ge)მეცნიერთა გუნდისა და ინტელიგენციის დიდი შეკრება აკადემქალაქის კომპლექს ,,მეფე დავითში”

ორშაბათს, 5 აგვისტოს, 17 საათზე, აკადემქალაქში განთავსებულ უნიკალურ კომპლექს „მეფე დავითში“ (ალექსიძის 12 მე-17 სართ) გაიმართება ქვეყნის განვითარების კონცეფციის, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ შემქმნელ მეცნიერთა გუნდისა და ინტელიგენციის დიდი შეკრება.
შეკრებაზე შედგება თავისუფალი საუბარი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და განხილული იქნება წინადადება, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, არა უგვიანეს შემოდგომისა, შედგეს მეცნიერებისა და ინტელიგენციის დიდი შეკრება – კონგრესი, სადაც მოხსენებას ქვეყანაში რეალური მდგომარეობისა და კრიზისის დაძლევის გზებზე წარადგენს, როგორც მთავრობა, ასევე მეცნიერები და ოპოზიცია.
ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“
პრეს-ცენტრი


