"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

სამოქალაქო მოძრაობა “წინ საქართველოს” პოზიცია სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზების კანონპროექტთან დაკავშირებით

განხილულია ექსპერტებთან, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან, თავისუფალი აზრის დარბაზისადა მიწის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენცუუსადმი წარსადგენად

საქართველო ოდითგანვე იყო აგრარული ქვეყანა. დადგა დრო, ხელისუფლებამ სახელმწიფოს სწორი განვითარებისთვის სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ მიმართულებად გამოაცხადოს. ქევყნის მოსახლეობის 52% -ზე მეტი სოფლად ცხოვრობს .მისი უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობას ეწევა. სწორედ მათ გარჯაზეა დამოკიდებული სოფლის, შემდეგ ქალაქისა და ქვეყნის სიძლიერე. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები (სოციალური ფორმაციის შეცვლა სამოქალაქო ომი, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, რევოლუციები და სხვ.) უარყოფითად აისახა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. უკვე განხორციელებულმა მიწის რეფორმამ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა, რადგან ქართულ მიწას ნამდვილი მეპატრონე ვერ გაუჩინა. რეალურად,მიწის მეპატრონე ქართველი გლეხი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ასეთ გაჭირვებაში არ ცავარდებოდა. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ კანონი, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ, ქვეყნის გლეხობასთან, ყველა მხარესა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღებული, გლეხობა ხელახალ ბატონყმურ ურთიერთობაში აღარ უნდა ჩავარდეს, რადგან ათასობით ჰექტარი გლეხობისთვის კუთვნილი მიწის მფლობელი, სამწუხაროდ, ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირები არიან. გლეხური სიდარბაისლის, ხალხური სიბრძნის გამოჩენა გვმართებს ამ კანონის მომზადებსა და მიღებისას. მისი მიღება დაუშვებელია მანამ, სანამ სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოწყობა არ გადაწყდება (რაიონებსა და სოფლებს შორის საზღვრები არ დადგინდება); სანამ დეგრადირებული მიწის რეაბილიტანხია,ინვერტარიზაცია და კადასტრი არ ჩატარდება; არ იქნება მიღებული მიწის კოდექსი; არ დამკვიდრდება მიწის “მემკვიდრეობითი ქირავნობით” (ი.ჭავჭავაძე) და იჯარის უფლების გაყდვის პრინციპი, არ განისაზღვრება სარეზერვო მიწის ფონდი, არ შეიქმნება. სოფლად ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის საჭირო პირობები და სხვ.

გლეხობა და ქვეყანა მიწის გარეშე აღარც ქვეყანაა და აღარც ერი. ამიტომ ზემოთჩამოთვილილდან გამომდინარე, საქართველოში მიწის პრივატიზაციის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება დაუშვებლად მიგვაჩნია.

სამოქალაქო მოძრაობა “წინ საქართველოს” მთავარი კომიტეტის აღნიშნული პოზიციისადმი კონფერენციისა და თავისუფალი აზრის დარბაზის მხარდაჭერის შემთხვევაში ეს დოკუმენტი დაეგზავნებათ:

  •  რათა ეთხოვოს მას, მხარი დაუჭიროს კანონპროექტის განხილვის შეჩერებას და გადვადებას, ან პარლამენტის მიერ მისი მიღების შემთხვევაში,გამოიყენოს ვეტოს უფლება.
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს – თხოვნით: ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისა და პარლამენტარებისადმი მიმართვის გაკეთებით კანონპროექტის განხილვის შეჩერებისა და გადავადების თაობაზე.
  •  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, პარლამენტის წევრებს -თხოვნით : მეცნიერებთან, ექსპერტებტამ., სპეციალისტებთან, გლეხობასთან ერთად, კარგად გაანალიზონ ის შედეგები, რომელიც შესაძლოა, აღნიშნული კანონის მიღებას მოჰყვეს და თავი შეიკავნ კანონპროექტის ამ სახით მიღებასთან.
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდემტს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს, მეცმიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს, აკადემიკოსებს – თხოვნით:განიხილონ ეს კანონპროექტი, მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებუ; სხდომაზე და მიღებული გადაწყვეტილება გააცნონ საზოგადოებასპრესითა და ტელევიზიით.
  • გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდეტს. აკადემიკოს მაგალი თოდუას, აკადემიკოსებს – თხოვნით, კანონპროექტის განხილვისა და ჩამოყალიბებული პოზიციის თაობაზე მოსახლეობის პრესითა და ტელევიზიით ინფორმირება.
  • აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძეს, მეცნიერენათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს, აკადემიკოსებს – თხოვნით: განიხილონ ეს საკითხი აკადემიის საერთო კრებაზე და გადაწყვეტილება გააცნონ საზოგადოებას პრესით და ტელევიზიით.
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და რექტორატებს; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორებს- თხოვნით: განიხილონ კანონპროექტი, განიხილონ შესაძლო შედეგები და თავიანთი პოზიცია გამოხატონ პრესით და ტელევიზიით.
  • საქართველოს ბიზნესმენთა კავშირს – თხოვით: ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმსჯელონ კანონპროექტის თაობაზე და გადაწყვეტილება პრესითა და ტელევიზიით გააცნონ ქვეყნის მოსახლეობას.
  • იწის პრივატიზების თაობაზე კანონპროექტის ავტორებს, მხარეების გუბერნატორებს, რაიონებისა და სოფლების გამგებლებს მივმართავთ თხოვნით: მოეწყოს თავისუფალი შეხვედრები მოსახლეობასთან, გლეხობასთან,როგორც პროექტის მომხრეთა, ასევე მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლობით, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება მიიღოს სრული ინფორმაცია და გამოხატოს თავისი პოზიცია.
  • ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ხელმძღვანელებს თხოვნით : მოაწყონ თავისუფალი შეხვედრები მოსახლეობასთან, გლეხობასთან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისდა, რაც მთავარია,მეცნიერ-ექსპერტთა და კონსულტანტთა მონაწილეობით.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და უშუალოდ არიან დაკავშირებული მიწასთან- არ შეიძლება ვინმეს მივცეთ უფლება თქვენტან დათათბირების გარეშე გადაწყვიტონ – ქვეყნის უპირველესი სიმდიდრის – მიწის საკითხი. სწორედ თქვენ – საქართველოს მოსახლეობამ, უნდა თქვათ საბოლოო სიტყვა და არა იმ ხელისუფლებამ, რომლის წარმომადგენლებიც დღეს იჯარის ფორმით ფლობენ გასაყიდად გამოტანილი მიწების აბსოლუტურ უმრავლესობას და ამ კანონით უკვე მემკვიდრეები ხდებიან. არა იმ ხელისუფლებამ, რომელიც , სამწუხაროდ, დაინტერესებულია მოსახლეობის ინფორმაციული ვაკუუმით (ხელისუფლების მიერ კანონპროექტი პრესაშიც კი არ გამოქვეყნებულა), რათა მან მოსახლეობასთან დათათბირების გარეშე და, როგორც სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, გაუგონარი სისწრაფით აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება ქართული სახელწმიფოს ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

მოძრაობა “წინ საქართველოს” მთავარი კომიტეტის წევრები:

მამუკა არეშიძე
ირაკლიბათიაშვილი
მალხაზ გულაშვილი
გიორგი კობახიძე
ჰამლეტ მელაძე
მაია ნიკოლაიშვილი
ნუგზარ სამხარაძე
ზაზა სიამაშვილი
ნუკრი ქანთარია
მიხეილ ქურდიანი
თეიმურაზ შაშიაშვილი
პაატა ცნობილაძე
მერაბ ჯიბლაძე

დათო ჭეიშვილი

“წინ საქართველოს” ლიდერთა კომიტეტის  პოზიციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მოძრაობის დამფუძნებლებმა და წევრებმა, მეცნიერებმა, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებმა, თავისუფალი აზრის დარბაზის და კონფერენციის მონაწილე ექსპერტებმა, სპეციალისტებმა – განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის, მეცნიერ-ეკონომისტებმა, თავიანთი გამოსვლებით დაადასტურეს პოზიცია და მოძრაობა “წინ საქართველოს” ლიდერებთან ერთად მოუწოდეს საქართველოს მოსახლეობას: აკადემიკოსმა ლეო ჩიქავამ, პროფესორებმა: პაატა კოღუაშვილმა, თენგიზ ჩხეიძემ, ლევან ფრუიძემ, ნოდარ ნათაძემ, ჰამლეტ მელაძემ, მერაბ ჯიბლაძემ, გიორგი იმედაშვილმა. ხელოვნების მოღვაწეებმა: ასმათ ტყაბლაძემ, ბაია ამაშუკელმა, თამაზ გუგუშვილმა, გია ჭუბაბრიამ; ზუგდიდიდან სპეციალურად ჩამოსულმა ბადრი კაკაჩიამ, აზერბაიჯანელი მოსახლეობის სახელით ტელმან გასანოვმა; საქართველოს 80-იანი წლების ეროვნლი მოძრაბის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი წერეთელმა, თავისუფალი აზრის დარბაზის და კონფერენციის მონაწილე ათზე მეტი პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის ლიდერმა.

ქვეყანა საპრივატიზაციო ნივთი არ არის უპირობოდ, დაუფიქრებლად რომ განვასხვისოთ, შთამომავლობა და ღმერთი არ გვაპატიებს!!! საქართველოში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს! გადამწყვეტი სიტყვა თქვენ გეკუთვნით – საქართველოს მოსახლეობას, მართლაც დიდი სიბრძნის გამოჩენა, გონივრული მოქმედება გვმართებს, რომ საქართველო მთლიანად არ გაიყიდოს! ქართველ გლეხს – მიწის ნამდვილ მეპატრონეს თბილისსა და უცხოეთში მჯდომი ბატონი არ გავუჩინოთ… გლეხობის ბატონყმობა ხელახლა არ დავაკანონოთ.

დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და შემდგომ გადავწყვიტოთ!

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *