"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

გათითოკაცებული სიკეთის შეკვრა მხოლოდ მორალურ ადამიანებს და მათ ერთობას შეუძლია..

სხვა გზა,ისევ ბოროტებას გააძლიერებს !

 

ჩემს მიერ,2017 წელში გაკეთებული ანალიზის საფუძველზე მიღებულმა ამ დასკვნამ ,მე თვითონ მე შემაშფოთა..

ვაღიაროთ, რომ სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება მძლავრ პოლიტიკურ მუშტადაა შეკრული…როგორც ჩანს,ვერც ყბადაღებული საუბარი ერთობაზე,ვერაფერს შეცვლის.,მით უფრო,როცა ცხედავთ, რომ მეცნიერების არ ესმის და არც მისი აზრი აინტერესებს ხელისუფლებას…
ხალხი კი ვეგუებით ყველაფერ ანას.

გათითოკაცებული სიკეთის შეკვრა მხოლოდ მორალურ ადამიანებს და მათ ერთობას შეუძლია…

ეს არის სიკეთით ბოროტების დამარცხების გზა! სხვა გზა ისევ ბოროტებას გააძლიერებს!

 

უარყოფის უარყოფა ქართულ პოლიტიკაში

უარყოფის უარყოფა ბუნების კანონია და განვითარებასთანაა დაკავშირებული.

ბუნებაშიც,საზოგადოებაშიც,ცხოვრებაშიც,ასეა უარყოფ და უარყოფილი იქნები.ეს პროცესი დაუსრულებელია.

პროგრესი და განვითარება არის მაშინ,როცა ყოველი უარყოფით უკეთესი მოდის.

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულიად საპირისპიროსთან გვაქვს საქმე:

● ყოველი პარლამენტი უარყოფს წინას და მასზე უარესი ხდება…

● ყოველი მთავრობა უარყოფს წინას და მასზე უარესი ხდება.

● ყოველი პრეზიდენტი უარყოფს წინას და მერე დღიდანვე მას ემსგავსება,მოკლე პერიოდში კიდევ უფრო უარესი ხდება.

● ყოველი ხელისუფლება,მთავრობა და პრეზიდენტი მოვიდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესების, დასაქმების,ნიჭის ძალაუფლების დამკვიდრების ლოზუნგებით…

რეალურად,შედეგი საწინააღმდეგოა:

● კორუფცია ყვავის საშუამავლო ფირმებით და აქ დასაქმებულთა მეშვეობით,რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული…

● ხალხის ცხოვრება უარესდება,მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევრიც კი

● უმუშევრობა ძლიერდება და ქვეყნისთვის დამანგრეველ გახდა

● ებრძვიან ძლიერს,ნიჭიერს,საქმის მცოდნეს….ხელუსუფალთა და ფულიანთა გაუნათლებელმა და თავხედმა ნათესაობამ,უნიჭობამ და მორჩილმა ხალხმა აიღო სახელისუფლებო სიმაღლე….

დავფიქრდეთ,ნუ გავხდით ჩვენი მსახურის მსახური…ამის იქეთ არარაობაა…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *