პროექტები
გურამ დოჩანაშვილი – ეროვნული სიამაყე,ცოცხალი კლასიკოსი 80 წლისაა.

გურამ დოჩანაშვილი – ეროვნული სიამაყე,ცოცხალი კლასიკოსი 80 წლისაა…დღეს ამით უნდა იწყებდეს სამუშაო დღეს ხელისუფლების მთელი ვერტიკალი,ეს უნდა იყოს მთავარი თემა საინფორმაციო სივრცეში, განათლების მთელ სისტემაში გაკვეთილები ტარდებოდეს,ლექციები იკითხებოდეს.
არაფერ მსგავსს პირი არ უჩანს.სამწუხაროა. ჩვენ,ხალხი მაინც მოვეფეროთ ამ გენიოს მწერალს და სიყვარულის,სიკეთის გამარჯვება ვისურვოთ “შეყინულღიმილიანი” სახეების სიმრავლის საქართველოში!
ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს ეს პატარა ნაწყვეტი მისი რომანიდან:
” იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, რაღაცნაირად, ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას, ერთ რამეს მივხვდი!
– რას…
– რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
მთლად გაიტრუნა წყვდიადში მგზავრი.
– ასე რომ არა, დაიქცეოდა, – მკაფიოდ გაისმოდა ბნელში, – ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა…”
,,სამოსელი პირველი”



