"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესი
ლელა კუხიანიძე: ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა თუ როგორ დაანახებ, მოაგონებ თუ შეაყვარებ სამშობლოს.

ლელა კუხიანიძე -ქართველი ემიგრანტი შვედეთში.წიგნად გამოცემული ,ქვეყნის განვითარების კონცეფციის-“გზა ცივილიზებული ქვეყნისკენ” -სარედაქციო საბჭოს წევრი.შვედეთში დიდ ქართულ საქმეთა ორგანიზატორი.ერთ-ერთი კეთილი და ეროვნული წამოწყებაა სტუდია “ნერგები”, სადაც ჩვენი უცხოეთში მცხოვრები პატარა თანამემამულეები, როგორც თავად ქალბატონი ლელა აღნიშნავს, “ქართული სულით იკვებებიან”
“ნერგები უკვე მეოთხე წელიწადია არსებობს და ისეთი რუდუნებით მოედინება დღემდე,რომ მგონია უფლისგან იყო დაგეგმილი ჩვენი არსებობა.
ჩვენთან ბევრმა ბავშვმა გაიარა და ჩემთვის თითოეული მათგანი ძვირფასი და სანუკვარია. არ შეიძლება მათ მახსოვრობაში ჩვენს სტუდიას დადებითი მოგონება არ დაეტოვებინა.
ჩვენთან დიდი სითბოა, მოფერებაა,სიყვარულია და ბავშვების ქართული სულით გამოკვებაა.
ბავშვებთან ძალიან ფრთხილად ვარჩევ პედაგოგებს…სული არ დაუზიანონ, გული არ გაუტეხოს ან არ წაეუხეშონ. აქ სხვა სამყაროა, აქ უცხო მიწაზე უცხოა ყველაფერი და ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა თუ როგორ დაანახებ,მოაგონებ თუ შეაყვარებ სამშობლოს.
აქ გაზრდილი, ჩვენს დიდ ოჯახში მოსული თაობები არანაირად არ გაუცხოვდებიან სამშობლოს.
მადლობა ზურა ,მადლობა ლომა , მადლობა ნანა და მადლობა უძვირფასესო მშობლებო, რომლებიც ამ დიდ ოჯახში თითოეულს ლომის წილი შემოგაქვთ.
ხვალ ჩვენი ზეიმია…ანსამბლის დაარსების ოთხი წლისთავი,რომელსაც ზეიმით ავღნიშნავთ.
დიდება უფალს და მადლობა იმ ადამიანებს,რომლებიც ერთგულად გვერდით მედგა და მიდგას ამ დიდებულ , სავალდებულო და საპასუხისმგებლო საქმეში !”
ჩვენის მხრივ, დავამატებთ: მადლობა, ქალბატონ ლელას ამ ეროვნული განწყობისთვის, დაუზარელი შრომისთცის, რათა ქართველებმა საკუთარ სამშობლოსთან კავშირი არ გაწყვიტონ, ხოლო ჩვენი მომავალი თაობები ეროვნული სულისკვეთებით გაიზარდონ.
“ყოველთა ქართველთა კონგრესის”
პრეს-ცენტრი




















