ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესი
“საქართველოს ქალბატონები” და პროექტი “ხიდი” წარმოგიდგენთ ლუარა ნიჟარაძეს

Roma, Italy – ქართულ – იტალიურ კულტურის დღეებს წარმოგიდგენთ:
პროექტის წარმდგენი – საქართველოს ქალბატონები
ნინა ჩიხლაძე – პროექტის ორგანიზატორი;
ქ- ნი ერნა წიფურია – პროექტის ორგანიზატორი;
პროექტის პარტნიორია Academy Gvirila
ია ჯღარკავა, ფილოლოგი, პროექტის თანაორგანიზატორი;
Roma, Italy
Firenze, Italia
Vaticano, Roma – Itália
წ ა რ მ ო გ ი დ გ ე ნ თ პროექტ “ხიდს”
მასპინძელი ქვეყანა – იტალია.
ქართულ – იტალიური კულტურის დღეები რომში, ვატიკანსა და ფლორენციაში;
წ ა რ მ ო გ ი დ გ ე ნ თ
ქალბატონ ლუარა ნიჟარაძეს- უნიჭიერესსა და უმშვენიერეს ქალბატონს,
წარმატებულ შემოქმედს, გამორჩეულ მოქალაქეს, ქართული სიტყვისა და კულტურის ქომაგს საქართველოსა თუ უცხოეთში.
ის ყოველთვის აქტიურადაა ჩაბმული ჩვენი ქვეყნის კულტურულ პროცესში: წერს, ქმნის, აქვეყნებს, გამოსცემს და კალამს ძირს არასოდეს დებს. ქალბატონი ლუარა ქართულ – იტალიური კულტურის დღეების საპატიო დელეგაციის წევრია. მისი შემოქმედების პრეზენტაცია იტალიაში გაიმართება. ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლებთ მოვუსმინოთ მას ფართიო აუდიტორული მასშტაბით.
ქალბატონი ლუარას შესახებ აგრეთვე გეტყვით:
დაიბადა 1965 წლის 10 ივნისს, მესტიის რაიონის სოფელ უშგულში. 1985 წელს დაამთავრა ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი დაწყებითი კლასების მასწავლებლის სპეციალობით. მიიღო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორადი სპეციალობა. იმავე წელს მუშაობა დაიწყო უშგულის საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასებისა და უფროს კლასებში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად. იყო გაზეთ “ახალი სვანეთის” წევრ-კორესპოდენტი, სადაც იბეჭდებოდა მისი შემოქმედება- ლექსები და ლირიკული ჩანახატები.
1986 წელს დაინიშნა კალა-უშგულის კომკავშირის მდივნად. მიღებული იქნა მესტიის რაიკომის წევრად. იყო აქტივისტი და უშგულის ახალგაზრდობასთან ერთად დააფუძნა პატრიოტულ-ახალგაზრდული მოძრაობა “ჟარედა”.
სვანეთში დატრიალებული 1987 წლის ზამთრის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ქვემო ქართლში ჩამოასახლეს. ამ მიზეზით დატოვა მანაც სვანეთი და 1992 წელს დედ-მამასთან ერთად გარდაბნის რ-ნის სოფ.ლემშვანიერაში გადასახლდა. მუშაობა გააგრძელა ლემშვანიერას საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად.
1992-96 წლებში დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “ქვემო ქართლში ჩამოსახლებული სვანების მიგრაცია ” და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი, შემდგომში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
არის რამდენიმე სამეცნიერო -კვლევითი სტატიის ავტორი. გამოცემული აქვს სამეცნიერო ბროშურები და წიგნი “კოშკმა კოშკს გადაუძახა”.
1996-2004 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის გამგეობის განათლებისა და კულტურის კურატორად, ენის სახელმწიფო პალატის გარდაბნის სამმართველოს უფროსად.
2004 წლიდან დღემდე იმყოფება ემიგრაციაში. 2019 წელს ის დაბრუნდა საქართველოში მეცნიერთა კონგრესის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ'” ფონდის გენერალურ დირექტორად. იყო ტელეკომპანია “ქართულის” გადაცემა “ემიგრანტის”ავტორი. შემდგომ პოლიტიკურ-
შემეცნებითი გადაცემა “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ავტორი. 2022 წელს კვლავ დაბრუნდა ემიგრაციაში და სათავეში ჩაუდგა მოძრაობას “ემიგრანტები-საქართველოსთვის”. ემიგრაციიდანვე თანამშრომლობს მეცნიერთა კონგრესთან. არის მეცნიერთა კონგრესის წევრი, ტელეკომპანია “ქართულზე” გადაცემა “ფორუმის”ავტორი.
2022 წლიდან არის ევროპის არისტოკრატიის წევრი.
დღეს ქართულ ტვ.ზე ონლაინრეჟიმში მიჰყავს გადაცემა “შეხვედრა მეცნიერთა კონგრესთან”. ემიგრაციაში დაწერა ისტორიულ-დოკუმენტურ-მეცნიერული ნაშრომი “ემიგრანტი”.
აქვე გვსურს ქალბატონი ლუარას წიგნ “ემიგრანტის” წინასიტყვაობა გაგაცნოთ და დაგაინტერესოთ: ავტორისგან— ემიგრაციის ამოუწურავი ფესვები და „დროში დაკარგული“ ისტორიები!
ქართული ემიგრაციის თემა ამოუწურავია, ისევე როგორც თავად ადამიანის სულიერი ძიებები. ეს წიგნი არ დაწერილა მყუდრო სამუშაო კაბინეტში, აკადემიური სიმშვიდით. ის დაიბადა ემიგრაციის მძიმე ყოველდღიურობაში, „გამოკეტილი ოთახის“ სიმარტოვესა და იმ პასუხისმგებლობის განცდაში, რომელსაც თითოეული ემიგრანტი ატარებს.
გზა „დროში დაკარგულიდან“ – საქართველომდე საკმაოდ შორია.
თავდაპირველად, როდესაც 2017 წელს მასალების შეგროვება დავიწყე, წიგნის სათაური „დროში დაკარგული“ უნდა ყოფილიყო. ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავდა იმ უიმედობასა და გაურკვევლობას, რასაც ადამიანი უცხო მიწაზე გრძნობს. თუმცა, მუშაობის პროცესში მივხვდი: ჩვენ არ ვართ დაკარგულები. ჩვენ ვართ ხიდი. სწორედ ამიტომ, სათაური შეიცვალა და წიგნის მთავარ სათქმელად იქცა ფორმულა—„ჩვენ საქართველო გვაძლიერებს, ჩვენ საქართველოს ვაძლიერებთ.!“
სათაურის ცვლილებამ თავად ნაშრომის შინაარსიც შეცვალა. იგი გასცდა მხოლოდ პირადი ისტორიების ჩარჩოს და იქცა მცირე ისტორიულ რაკურსად საქართველო-ევროპის ურთიერთობებსა და იმ დასავლურ ღირებულებებზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მუდამ მიილტვოდა.
ქართული ემიგრაციის საკითხების კვლევა ემიგრანტის თვალით ,იყო
უშუალოც,პირდაპირიც,შიგნიდან განცდილი პირადი გრძნობებით.
ჩემი რესურსი იყო ელექტრონული სივრცე, ფეისბუქის ემიგრანტთა ჯგუფები და ის ცოცხალი ისტორიები, რომლებსაც თანამემამულეები მიზიარებდნენ.
განსაკუთრებული აქცენტი ევროპულ ემიგრაციაზე გავაკეთე, რადგან სწორედ აქ იკვეთება ის ისტორიული პარალელები, რაც საქართველოს დასავლურ ცივილიზაციასთან აკავშირებს.
შეგნებულად არ შევეხე რუსეთის ემიგრაციას, რადგან ეს სრულიად სხვა ეპოქა, სხვა სპეციფიკა და ცალკე შესასწავლი ფენომენია, რომელიც თავისი სიმძიმითა და ხასიათით განსხვავდება თანამედროვეობისგან.
ნაშრომში ასევე ავსახე ის მნიშვნელოვანი ფურცლები, რომლებიც მეცნიერთა კონგრესსა და ემიგრანტების ჩართულობას უკავშირდება – ეს არის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სამშობლოს სჭირდება.
ემიგრანტის ბრძოლა გადარჩენისა და შემოქმედებისთვის, ეს არის წიგნის მთავარი მოტივატორი.
მუშაობა მიხდებოდა ურთულეს პირობებში – დამოუკიდებლად, გრანტისა და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. როგორც ათასობით ქართველი ქალი, მეც მომვლელად მუშაობის პარალელურად, საარსებო მინიმუმისთვის ბრძოლაში ვცდილობდი თითოეული ისტორიის გადარჩენას. 2017 წლიდან მოყოლებული, ზოგიერთი ისტორია დროთა განმავლობაში დაიკარგა, ზოგიც კი ამ წიგნის ფურცლებზე სამუდამოდ დამკვიდრდა.
ეს წიგნი არის ზღვაში წვეთი, მაგრამ ეს არის გულწრფელი მცდელობა, რომ ემიგრანტის ხმა გავაგონო საქართველოს. ეს არის დასტური იმისა, რომ სადაც უნდა ვიყოთ, ჩვენი ფესვები საქართველოშია და ჩვენი შრომა, ფიზიკური თუ ინტელექტუალური, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – სამშობლოს გაძლიერებას.
ისტორიული მეხსიერება და თანამედროვეობის გამოწვევები გვიჩვენებს,რომ
ქართული ემიგრაცია დასავლეთის მიმართულებით არ არის მხოლოდ ბოლო ათწლეულების მოვლენა; ეს არის გრძელი ისტორიული ჯაჭვის გაგრძელება. როდესაც ევროპულ ემიგრაციაზე ვმუშაობდი, ნათლად დავინახე, რომ ჩვენი ლტოლვა დასავლეთისკენ შემთხვევითი არ არის.
ქართულ- ევროპული კავშირები ადრეული საუკუნეებიდან იღებს სათავეს.ევროპა
ყოველთვის იყო ქართველი ინტელექტუალების, პოლიტიკური ემიგრაციისა და სტუდენტების თავშესაფარი. მე-19 და მე-20 საუკუნეებში სწორედ ევროპულმა განათლებამ და ღირებულებებმა შექმნა ის საფუძველი, რომელზეც დამოუკიდებელი საქართველო იდგა. დღეს კი, ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, მიუხედავად იმისა, თუ რა საქმეს ასრულებს იგი (იქნება ეს მომვლელი, მუშა თუ მეცნიერი), მაინც რჩება ამ კულტურული ფენომენის მონაწილედ. ჩვენი ყოფნა იქ, არის გზა ევროპული ოჯახში დაბრუნებისა.
ამერიკული ოცნება და რეალობა თანამედროვე ემიგრაციის მახასიათებელი ნიშნულია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ზე წვდომა მასალების სიმწირის გამო შეზღუდული მქონდა, შეუძლებელია არ აღინიშნოს ამერიკული ემიგრაციის ფენომენი. ის წარმოადგენს ყველაზე შორს წასულ და რადიკალურად განსხვავებულ გამოცდილებას. თუ ევროპა ჩვენთვის ისტორიული მეზობელია, ამერიკა არის სივრცე, სადაც ქართველებს უწევთ საკუთარი იდენტობის ახალ რეალობაში შერწყმა უზარმაზარი „ერების ქვაბში“. ამერიკაში წასული ემიგრანტების ისტორიები ხშირად ყველაზე მკაცრი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე დიდი შესაძლებლობების ამსახველია.
დღევანდელი ემიგრაცია აღარ არის მხოლოდ „გაქცევა“; ეს არის ქართული ქსელი მსოფლიოს გლობალიზაციაში. ჩვენი კავშირი სამშობლოსთან დღეს ციფრულია, მყისიერი და ეკონომიკურად სასიცოცხლო. თითოეული ევროპული თუ ამერიკული გამოცდილება, რომელსაც ქართველი ემიგრანტი იძენს, ადრე თუ გვიან, საქართველოს განვითარების ფუნდამენტში ჩაიდება.
რეალური ისტორიების მთხრობელი ემიგრანტები ამ წიგნის მთავარი გმირები არიან.
წიგნზე მუშაობისას ყველაზე დიდი საყრდენი ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი სული გადამიშალეს და საკუთარი გამოცდილება მანდეს.
მიგრანტისთვის პირადი ისტორია ხშირად ერთადერთია, რაც მას წარსულიდან შემორჩა და მისი სხვისთვის გაზიარება დიდ ნდობას მოითხოვს.
მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული იმ ემიგრანტის მიმართ, ვინც მანდო თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული და საამაყო ეპიზოდები.
დამეხმარა ინფორმაციის მოძიებაში, როდესაც გუგლისა და სოციალური ქსელების ლაბირინთებში გზას ვიკვლევდი.
გამიზიარა ის ფოტომასალა თუ მოგონებები, რომლებიც „დროში დაკარგვისგან“ გადავარჩინეთ.
მსოფლიო კულტურის დამამშვენებელი ნიჭიერი ქართველი მხატვარ – ხელოვანების, დიზაინერების, მომღერალ- მუსიკოსების, პოეტ – მწერლების, პედაგოგების, ექიმებისა და სხვა პროფესიის ღირსეულ წარმომადგენელთა წარდგენა – პოპულარიზაცია “რომის ვარსკვლავის” კულტურისა და ხელოვნების ფესტივალზე.
პროექტი შეიცავს ექსკლუზიურ აქტივობებს:
1. ნახატების გამოფენა, წიგნების პრეზენტაცია, სამოსის დეფილე და დელეგაციის წევრთა პროფესიული წარდგენა რომში მადლობის სიგელის მიღებით;
2. გამოფენა, პრეზენტაცია, დეფილე, წარდგენა – პოპულარიზაცია და სცენაზე დაჯილდოების ცერემონია ვატიკანის თეატრ “ჯიონეში”. ( ადგილი, სადაც ანდრეა ბოჩელის შვილი – მატეო ბოჩელი გეგმიურ კონცერტებს ატარებს);
3. წარდგენა, პრეზენტაცია, ფოტო-ვიდეოგადაღება უფიცის გალერეაში სპეციალური დიპლომით;
4. წარდგენა, პრეზენტაცია, ფოტო – ვიდეოგადაღება რომის ოპერაში სპეციალური დიპლომით;
5. ფლორენციის მთავარ მოედანზე სატელევიზიო გადაღება ინტერვიუებით;
6. დელეგაციის წევრთა პროფესიული მასტერკლასი;
7. სხვა მნიშვნელოვანი დეტალები დელეგაციის წევრებთან პირად საუბარში განიხილება, რომელსაც მაყურებელი პროექტის მსვლელობისას იხილავს;
ესე იგი: ქართულ – იტალიური კულტურის დღეები ითვალისწინებს
1. რომს,
2. ვატიკანს,
3. ფლორენციას;
პროექტის მასპინძელი: რომი, ვატიკანი, ფლორენცია – სივრცეები კულტურისა და ხელოვნების ოფიციალური ფესტივალისთვის, სადაც გაიმართება ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა, სასცენო წარმოდგენები და დიპლომირებული ფესტივალის გალადაჯილდოება დიპლომებით, მედლებითა და ქანდაკებებით;
წ ა რ მ ო გ ი დ გ ე ნ თ
შესანიშნავ ქართველ პროფესიონალებს სხვადახვა დარგიდან და, მათ შორის, თანამედროვე ხელოვანებს – ულამაზესი ფერწერული ნამუშევრების ავტორებს – არაერთი საერთაშორისო გამოფენის წარმატებულ მონაწილეებს, ინდივიდუალური ხელწერისა და ტექნიკის მქონე შემოქმედებს, პროფესიულ განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებულ მხატვარებს, რომლებიც იტალიის ფესტივალზე 10 ქვეყნის მონაწილეებთან ერთად ქართულ კულტურას წარადგენენ და ქართულ დროშას ააფრიალებენ.
ასოციაცია “საქართველოს ქალბატონები” გთავაზობთ უდიდეს შესაძლებლობას წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, ქვეყანა, ნახელავი და გახდე მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფესტივალის მემატიანე. ეს თქვენს ბიოგრაფიასა და წარმატებას სჭირდება – შემოგვიერთდით!
მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული საქმეები მხოლოდ ჩვენთან კეთდება! – ერნა წიფურიას ხელმძღვანელობით შემოთავაზებული ღონისძიებები წარმატების გარანტია. აქ ერთ დღეში შეიძლება მიაღწიო მიზანს!
წარმოაჩინე საკუთარი თავი და შესაძლებლობა. მოუტანე წარმატება შენს საქმეს!
ესტუმრე იტალიას და გააცანი თავი მსოფლიოს!
ქართულ – იტალიური კულტურის დღეები – გრანდიოზული პროექტი და შესაძლებლობა იმიჯის, პროფესიის, საქმიანი ასპექტებისა და საქართველოს პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში!
ვისაც გსურთ კარიერული და შემოქმედებითი წინსვლა, გჭირდებათ ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები წარმატებული ბიოგრაფიისთვის და ორიენტირებული ხართ მომავალზე, დაგვიკავშირდით და გახდით ამ მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე.
თქვენ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას ემსახურებით და წარადგენთ საერთაშორისო ასპარეზზე.
პროექტის მხარდამჭერია ქართულ – იტალიური პრესა და რადიო – ტელევიზია.
“გვირილა” ამაყობს თავისი მეგობრებით!
ქალბატონო ლუარა, წარმატება ამ დიდ საქმესა და გზაზე! გვეამაყებით!



