ჩვენ დღეს სახელდახელო შეხვედრა გვაქვს. ეს შეხვედრა გუშინ საღამოს დავგეგმეთ ბატონი რეზო ესაძის უნიკალურ გამოფენაზე. იქ ვილაპარაკეთ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ მასალებს, რომლებზეც ვსაუბრობდით. ბატონი თამაზი, ბატონი რამაზი დღეს მინისტრთან შეხვედრაზეა და ეს ძალიან კარგია, გამოფხიზლება დაიწყო ამ კუთხით და ბატონი კობა . ეს სამი პროფესორი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ქართული სოფლისათვის, ქართული სოფელი კი დიდი კულტურული ფენომენია. .
დღეს გვინდოდა გვესაუბრა იმაზე, რომ ახალგაზრდა ბიჭებმა გურიიდან მოგვწერეს: ჩვენ, სამი ბიჭი მამების საქმეს ვაგრძელებთ და შევქმენით უნიკალური ჩაის ფაბრიკა. ჩვენ ამ საკითხებს შევეხებით მოგვიანებით. ძალიან ბევრი რამ ხდება სოფლად. ბატონი თამაზი ამ მიმართულებასთანაა დაკავშირებული, ბატონი ზურაბი დიდი გამოცდილების მქონე პიროვნებაა, გაზეთ „რეზონანსში“ გამოაქვეყნა უნიკალური სტატიები; ბატონ კობას აქვს დიდი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან სოფლის მეურნეობის ხაზით. არის პროფესორი, დოქტორი. სამი ცნობილი პიროვნება ხართ აქ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ჩვენ ყველანი, ვისაც გვაერთიანებს „მორალური გუნდი“, მართალია მცირე შემადგენლობით ვართ წარმოდგენილები, მაგრამ ეს ძალიან კარგია.
ვფიქრობდი, მარტო გამეკეთებინა განცხადება, ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ვიცი მას ბევრი ქილიკიც მოყვება ზოგიერთ რამეს.. მე ვხედავ , საქართველო პარტიულ სამთავროებადაა დაყოფილი. გავა დრო და დაადასტურებს ამ განცხადების მნიშვნელობას და მინდა ის იყოს გაფრთხილებასავით.
სათაურად ასე გამოვიტანე „ბრძოლა ღირსებისათვის ქვეყანაში, “ ეს არის ბრძილა თვითოეული ჩვენგანის ღირსებისთვის, მამულის ღირსებისთვის. ჩვენ აქ მცირე სადისკუსიო ჯგუფში ვართ, მაგრამ მარტში იწყება დიდი დისკუსია. ჩვენ დღეს ვერ შევძელით ოფისის მოწესრიგება ჩვენი პრობლემების გამო, ვერ შევძელით ბევრი პიროვნების მოწვევა. კარგია რომ დღეს ტელევიზია „ქართული ტვ“ ს ხელმძღვანელი ესწრება, რომლის სათავეებთან იდგნენ ბატონები მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე. ქალბატონი ნონა ძალიან საინტერესო პიროვნებაა, რომელიც აწესრიგებს, უვლის, მაგრამ მას ძალიან უჭირს და იმედია, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც გვერდში დაუდგებიან მას, იმდენად რამდენადაც ეს უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საქმეა, რომ ერთი ქართული,მართალი ტელევიზია მაინც იყოს ამ ქვეყანაში.
დღეს ეს განცხადება რას უკავშირდება. ვიყავი წასული უცხოეთში . ეს არი იყო წასვლა იმისთვის, რომ რაიმე დაგვეთვალიერებინა ან რაიმე კრებებზე ვყოფილიყავი. ეს იყო დაგეგმილი, გელათში ჩვენი შეხვედრის შემდგომ. გაგრძელება იმ ტრადიციების. დღეს მამა გაბრიელთან დაკავშირებული დღეა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დღეს კეთდება ეს განცხადება. მამა იოსებმა მიღება გააკეთა გელათის შეკრების შემდგომ, მნიშვნელოვანია, რომ ნათლით მოფენილი იყო ყველაფერი. მე და თქვენ ბევრს გვავალდებულებს გელათი. 500-600 კაცი შევიკრიბეთ იქ. ბევრს ჰქონდა სურვილი იქ მოხვედრილიყო. ის დოკუმენტი, რომლელიც იქ მივიღეთ’ „ახალი განზომილების“ სახით,ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენ ძალიან ბევრს ვისაუბრეთ. მე არ მინდა დღეს განვავრცო ეს თემა და ვუბრუნდები ისევ განცხადებას.
გილოცავთ,ბატონო კობა, ბატონო თამაზ, ბატონო რამაზ, რომ თქვენ რაც წამოიწყეთ სოფლად, არის ჩვეთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ვიწყებთ პოზიტივით. ქართული სოფელი არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენი და მას გადარჩენა სჭირდება.
ეხლა რაც შეეხება განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.. მე მივმართე ჩემს მეგობრებს როგორც სოციალურ ქსელში და ვისაც ექნება მოსაზრებებს გამოთქვამენ. ჩემს პოზიციას. ძირითადში ჩამოვაყალიბებ, მაგრამ ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, მარტის პირველ დღეებში გამოვაქვეყნებ . რომ გაზაფხულზე მინდა რომ ადამიანების გულებში მოხდეს დიდი გამოზაფხულება. არა მარტო ბუნების არამედ ადამიანების გამოზაფხულება.
სათაურიც ასეთია „ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი მოტყუება ქართველი ხალხისა და ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ.“ აი, ეს არის ის, რასაც მე ვამბობ, რასაც თქვენი მოსაზრებებით, ყველას მივმართავ, ბევრს შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ის რაც მოვისმინე უცხოეთში, რაც შევხვდი ქართველებს. უამრავი ადამიანი ჩამოვიდა შეხვედრაზე, წაიღეს წიგნები, ამ ხალხთან კონტაქტი გაგრძელდა. ვესწრებოდი იმ შეკრებას. უამრავ ადამიანს შევხვდი პარიზში.
ყველას მივმართავ: შესაძლოა ბევრს საპირისპირო შეფასება ჰქონდეს. ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე, მაგრამ ის, რაც მე მოვისმინე უცოეთში, უამრავ ადამიანს შევხვდი, რაც მოვისმინე ხალხში, უამრავი ადამიანი ჩამოვიდა 300-400 კილომეტრს მოცილებით, წაიღეს ეს წიგნები , ამ კრებას ვესწრებოდი, უამრავ ადამიანს შევხვდი პარიზში. დიდი მადლობა ბატონ ბონდო ქურდაძეს, რომელიც რეჟიმს გაექცა აქედან . ცხოვრობს თავისი ოჯახით დღეს საფრანგეთში და რომ მოგვიყვა, თავსი ოჯახით, პატარა შვილებით რა გადაიტანა, ფილმია გადასაღები ამაზე. მე ვარ ბედნიერი, რომ მის ოჯახში ვცხოვრობდი. 4-5 დღე ჩემს ბიჭთან ერთად ვიყავი მის ოჯახში, არავითარი სასტუმრო არ გვქონია, და ეს არის ღია ოჯახი, სადაც მთელი ქართველობა იკრიბებოდა. ძალიან ცნობილი ქართველები. იუნესკოში ვიყავი და ქალბატონ ნათელა ლაღიძესთან უაღრესად დიდი შეხვედრა მქონდა. ბევრ საინტერესო პოლიტიკოსს შევხვდი ქართველებს და არაქართველებს. თეიმურაზ გუმბერიძე ცხოვრობს ბრიუსელში, ერთ- ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ეროვნული ხელისუფლების. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ამ ხალხთან ურთიერთბამ ძალიან ბევრი რამ მომცა და ვალდებული ვარ, უკანდაუხევლად და უშიშრად, თავშეწირვით ვიბრძოლო. პოლიტიკოსობა დღეს თავშეწირვას ნიშნავს.
რაც ვნახე ლიეჟში და რაც ხდება დღეს ქართულ პოლიტიკაში, ვისმენდი დღეს ქალბატონი ბესელიას გამოსვლას, რომელიც დიდი ეროვნული მოღვაწის სახით საუბრობდა. ჩვენ ერთად ვიყავით „სახალხო კრებაში“ და როცა შევიდა პარლამენტში, არავინ და არაფერ გახსენებია. დღეს აქეთ გვმოძღვრავს ყველას. მე მის წინააღმდეგ კი არ გამოვდივარ, ან ვინმეს პიროვნების წინააღმდეგ. არამედ პოზიციის წინააღმდეგ. სანამ ფული გაქვს და ხელისუფლება გიჭერს მხარს, ძლიერი ხარ, კუთხეში დაგაყენებენ და უკვე პოლიტიკაზე იწყებ საუბარს და ისევ ფულიანები მოდიან პოლიტიკაში. არა ბატონებო, შიშველმა ხელებმა უნდა მოიგონ არჩევნები , ქართულმა განწყობამ უნდა მოიგოს შემდგომი არჩევნები. ეს არის უმნიშვნელოვანესი.
აი, რას აკეთებენ დღეს მასონური წრეები. ამერიკა არის ჩვენი მეგობარი,მაგრამ ამერიკაში არიან ვინც მართავს დღეს ამ წრეებს, აი, ეს არის უბედურება. თორემ ამერიკელ ხალხთან ურთიერთობას რა სჯობია?!ევროპაში ბრწყინვალე ურთიერთობები გვქონდა . მათთან ურთიერთობას რა ჯობია! მაგრამ ის გადაწყვეტილებები რომლებსაც ისინი იღებენ,მაგლითად პარიზმა რომ მიიღო პირველი მშობელი და მეორე მშობელი, მე ვერ ვნახე იქ ფრანგი ან ქართველი რომელიც ამას იზიარებს. საფრანგეთში უამრავი შეხვედრა მქონდა. ანუ ეს ხალხი არის ნაყიდი. სათამაშო პოლიტიკოსები არიან. ვინც მოიყვანეს, ვისაც ათამაშებენ. მე ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში დღეს 99% თოჯინის როლს ასრულებს. ისინი იღებენ გარედან დაკვეთებს. აი. რა არის საშიში.. რასაც მე ვხედავ!
მე ვხედავდი,სააკაშვილს როგორ იყენებდნენ უკრაინაში და ვამბობდი, ეს არის პრაქტიკულად მისი გამოყენება და მეცოდებოდა, როგორ იყენებდნენ ჩვენს ქართველ თანამოქალაქეებს უკრაინაში. გამოიყენეს და ვინმე საერთოდ ახსენებს, სააკაშვილი ახსოვს ვინმეს? წავიდა იქედან.
ეხლა ამოცანაა საქართველო დააჩოქონ. რა მოხდება მომდევნო არჩევნებში? გაიყო „ნაცმოძრაობა“ 3-4 ნაწილად. გაიყოფა „ ქართული ოცნება“ 3-4- ნაწილად . ეს იქნება 7-8 პოლიტიკური გუნდი. ზოგი დაირქმევენ სახელებს: „ნაციონალური“ ხომ ჰქვია ყველაზე არანაციონალურს ყველაზე არაპატრიოტული პატრიოტულს, ყველაზე ანტიამერიკული – ამერიკულს, ზოგი რუსულ სახელს მიიწერს,, ზოგი აზიელი იქნება ზოგი ევროპელი ქნება, ზოგი კონსერვატორი იქნება. 7 პარტია გაინაწილებს ყველაფერს გარეთ დაიწერა სცენარი, რომ ყველა ამ პარტიას ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარტია. ყველა მოიმართება ერთი ცენტრიდან.
დღეს საქართველოს სიმდიდრეა პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. დღეს საქართველოს სიმდიდრეა ის პოლიტიკოსი, ვინც ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ მიუღია, დღეს საქაართველოს სიმდიდრეა ის პოლიტიკოსი, ვისაც გარედნ ფული არ მიუღია, დღეს საქაართველოს სიმდიდრეა ის პოლიტიკოსი, ვინც პარტიიდან პარტიაში არ დარბის, დღეს საქაართველოს სიმდიდრეა ის პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრობს იგვე სახლში, იგივე პირობებით, როგორითაც მოვიდა ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კალოშებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს სასახლეებში ცხოვრობენ. მე რითაც მივედი ხელისუფლებაში , 19-20 წლის ბიჭი, რაც ჰქონდა მაშინ ჩემს ოჯახს, იმაზე ნაკლებით ვარ დღეს. ამათ როგორ შეძლეს, ჩემზე დიდი თანამდებობა არავის არ ჰქონია. მე ვითხოვ, 15 წელია, ყველა ხელისუფლებას ვთხოვ, მომეცით საშუალება 3-4 დღე ნებისმიერ რაიონში შევამოწმო, მე დაგანახვებთ, რას უშვებით ბიუჯეტის ფულს. ვერც ერთმა ეს ვერ გარისკა და ვერ გააკეთა ვერავინ.
აქ არის გაზეთი „ღირსების“ ორი ნომერი 2008 – 2010 წლებში გამოცემული, გარკვეული შესწორებებით. პირველი არის „სამართლიანობის მანიფესტი“. ჩვენ ამას დავდებთ ფეისბუქზე, დღესვე რომ ხალხმა წაიკითხოს. მერაბ კოსტავას ძეგლთან მოეწერა ხელი ამ დოკუმენტს ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და შვილმკვდარმა მამებმა, ბუტა რობაქიძის მამამ ჩააბარა პრეზიდენტის ადმინისტრაციას „სამართლიანობის მანიფესტი“ და „ღირსება“ . შვილები მოუკალით და რას წერენ ეს მამები არ უნდა იცოდეთ? როგორი მდგომარეობაა? ხალხმა,რომელმაც არც მოისმინა, არც წაიკითხა არც ერთი არც მეორე, ისინი გვასწავლიან ჭკუას და ლაპარაკობენ იმით, რაც აქ გვიწერია.
დღეს ძალიან დიდი მოძრაობა მიდის, საქართველოში, რომ ქართველების გასახლება უნდათ საქართველოდან. ქართველები მიდიან და მიდიან აქედან. რომ წავედით, თვითმფრინავი სავსე იყო, რომ ჩამოვედით, ათი კაცი იჯდა. ესაა რეალურად. თანაც გამდიდრდნენ ავიაკომპანიები, იმდენი ვინმე მიდის. ჩვენი აეროპორტებიც, თურქების, თურქული კომპანიების ხელშია და ბილეთს, რამდენსაც ვიღებთ ჩვენ, 80 ლარს ყოველ ბილეთზე, იღებს სახელმწიფო და თურქული კომპანია. ამ ფულს, რომელიც დღეს ბიუჯეტში მიდის, როგორ ექცევიან .
მე ვამბობ, რომ დღეს, ვისაც უნდა ვიყოთ ერთად, უნდა გაითვალისწინოს, ის, რომ სისუფთავით სავსე პოლიტიკოსი, რომელიც მზად არის თავგანწირვით, სიცოცხლის ფასად მზად არის, აი, ასეთ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის არავითარი საშიშროება , ასეთ ადამიანებთან, ვისაც აქვს არავითარი საშიშროება და ვინც ამბობს, რომ მომავალი მეცნიერებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ სხვა მომავალს სსაქართველოსას ვერ ვხედავთ, თუ არა მეცნიერებაზე დაყრდნობა და მეცნიერების გზით ქვეყნის წასვლა წინ.
მე ვამბობ დღეს, რო ჩენ დღეს რასაც გვიკეთებენ არის ყველაზე დიდი შეთქმულება. 2020 წლის არჩევნებზე მივა 7-8 პარტია და ყველა იქნება ერთი ცენტრიდან მართული და იმ ცენტრის საქმეს გააკეთებს. იმ ცენტრს, გარეთ რომელიცაა, აღარ აწყობს ერთი დიდი პარტიის მართვა. „მოქკავშირი“ იყო ერთი დიდი პარტია და ვერ მართა. ეროვნული განწყობის ძალები მოვიდნენ პარლამენტში და პრაქტიკულად გადაკიდეს ხალხი ერთმანეთს , გამსახურდიას პარლამენტზეა საუბარი, გადაკიდეს ერთმანეთს და ნახეთ თქვენ, ადამიანები, რომლებიც თითქოს ეროვნული განწყობისთვის მხარდაჭერილები იყვნენ გარედან, როგორც მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, იმწუთშივე მათ წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა , გახსოვთ ალბათ გამოთქმა „გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს“. მე არ ვამბობ, რომ გამსახურდიას გვერდით ვიყავი. მე ვამობდი, ნუ აკეთებთ ეროვნული გამნწყობების პრივატიზებას. იმიტომ რომ მე არავინ არ მყოლია სხვა და ეროვნულის გარდა არაფერი მიკეთებია. ასეთი იყო უამრავი ადამიანი და ვიყავი იქ, სადაც იყო მუხრან მაჭავარიანი, ჟიული შარტავა იყო, ნიკო ჭავჭავაძე იყო, აკაკი ბაქრაძე იყო და ლაპარაკობენ, ეს ხალხი რომ არ ყოფილიყო იმ პარტიაში, ქვეყანაში იქნებოდა ბოლშევიკური ხელისუფლება იქნებოდა. სწორედ ამ განწყობამ და ადამიანებმა და თქვენ წარმოიდგინეთ, 600 ათასი ადამიანი იყო კომუნისტურ პარტიაში და 200 ათასი ხმა მიიღო მაშინ. ყველაზე ეროვნული გადაწყვეტილება მიიღო იმ პარტიის წევრებმა. ეს იყო სწორედ იმ ადამიანების დამსახურება. და უამრავია, მე არ მინდა ყველას შევეხო და ყველას ვესაუბრო. ჩემი განწყობაა დღეს, როცა ეს საშიშროება ელოდება, ყველა გარედან იმართება.
რატომ გავძლიერდი ამ რწმენაში? რაც ლიეჟში ვნახე. ბატონებო,აქ არის ჩემი ბიჭი და რაც ნახა, მან მიიღო უდიდესი გამოცდილება, მან ნახა ეს განწყობა უმადურობის, გინების, ლანძღვის. არავითარი ქართული. მარტივად ვიტყვი. ფილარმონია რომ დაქირავოც ბელგიელმა პოლიტიკოსმა, რომელიც იქ გასამართ;ებულია, და იქ რომ ჩავიდეს, დაიჭერენ და ისე ილაპარაკოს ბელგიაზე, როგორც ქართველებმა იქ ილაპარაკეს საქართველოზე, ბელგიამ შეიძლება ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს. დღეს ჩვენთან დადუმებული არიან და ის კიდევ ვინც იყო გარეთ, იმ ხალხის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ბელგიაში. არა ისინი, ვინც გამოვიდა და დევნილები არიან და გასამართლებულები არიან. არამედ, ვინც გარედ იყო. მე მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო, რაც გააკეთეს გარეთ, არ ვიცი, ამას არ ვეხები, თავისთავად ფაქტს ვუსვამ ხაზს.
იქ რაც მოხდა, შენ სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევენ… ანუ, მიდიხარ, „ქართველთა მსოფლიო კრება“ ხალხო, საოცნებო არ არის, ასეთ რამეს დაესწროს თვითოეული ჩვენთაგანი? ასეთი რამე ვინმემ, მართლაც, ჩემმა მტერმა, რომ ჩაატაროს, ვიცოდე, რომ სწორად ამზადებს და კარგად, შევეცდები,რომ დავესწრო. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი რამეა, რა ყველაფრის გაუფასურება გააკეთეს! „ქართველთა მსოფლიო კრება“ და ვინ ესწრება ამ კრებას? ევროპა სავსეა დიდი მეცნიერებით, ხელოვნების მოღვაწეებით, ერთ კაცს ვერ ნახავ დარბაზში და ზოგი ამბობს: 1500 დოლარი გადამიხადეს, ზოგი ამბობს, 700 გადამიხადეს, ზოგი ამბობს: 300 გადამიხარეს…გარეთ ვინც დგას, ისინი ამბობენ : გამომიშვეს საქართველოდან, ამდენი გადამიხადეს, ეს მომცეს, ის მომცეს… ესაა ქვეყანა, ბატონებო?
დღეს უფულობამ კი არა, ფულმა დაანგრია საქართველო! დაანგრია ივანიშვილის ფულმა, დაანგრია სააკაშვილის ფულმა, რომელსაც ამარაგებენ და არავითარი პრობლემა არ აქვს… და ნახეთ, რას ამბობენ: გამოდის ვაშაძე და ამბობს. ჩვენ პრაქტიკულად, არჩევნებზე ფული არ გვქონდაო. ერთმა პიროვნებამ მომწერა ამ დღეებში, მე გადამიხადეს, გადაუხადეს ჩემს ოჯახს ფულიო. 50-60 მანქანით დადიოდნენ რეგიონებში, ქირაობდნენ, იხდიდნენ უდიდეს ფულს და ლაპარაკობენ, ფული არ გვქონიაო. ეს ხალხი არის ძალიან გაწვრთნილი ხალხი, პოლიტიკოსი თოჯინები შექმნეს უცხოელებმა საქართველოში, რომლებიც თამაშობენ მათ თამაშს. რეალობა არის ამაში.
ამას კიდევ ადასტურებ, რომ ეს წიგნები, რომელიც გამოსცეს მეცნიერებმა. წაიკითხეს საფრანგეთში და ბელგიაში და რომ გაიგეს ქართველები იყვნენ, ვიღაცეებთან დაილაპარაკეს, იმათ უთხრეს, რა „სახელმწიფო კაცების საკრებულოო“, თემურ შაშიაშვილი ხომ არ გაგიჟდაო. ჩვენ ეხლა მაგათი ერთად ჯდომა გვინდაო?ასეთი ჭკვიანი ხალხის ერთად ჯდომა გვინდაო? რა „პიროვნებათა პარლამენტიო“..ერთი კაცი ჩაუდგება სათავეში, ფულიანი იქნება და შიგნით შევაო. ამიტომ არ გვინდა მაჟორიტარული არჩევნებიო. აი, როგორ ატყუებენ ქართველ ხალხს!
მიხარია რომ აქ სამი პროფესორი ხართ. მე მიმაჩნია, რომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ქართული მეცნიერება არ ყოფილა, რომ არ გადაგვთელონ ჩვენ. ჩვენ არავისთან არ მოვდივართ წინააღმდეგობაში. საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტები, ეროვნული ინსტიტუტები, ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ მეცნიერებათა აკადემია არავის არ უნდა , კლუბად აქციეს . მეცნიერების სიტყვა არავის არ უნდა. არავინ არ უსმენს, რას იტყვის თემურ შაშიაშვილი, ვაშაძე თუ სააკაშვილი ესაა მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში?რას იტყვის მეცნიერი, დოქტორი, პროფესორი, ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი! ხალხი დაარწმუნეს იმაში, რომ ვინ მეცნიერი, რა მეცნიერიო, რა სახელმწიფო კაცებიო. ამან სულ გამაოცა! მე ამათ ვუყვებოდი, ერთად დაჯდებიან: გურამ დოჩანაშვილი,ანზორ ერქომაიშვილი, თამაზ გამყრელიძე, ამაზე მიპასუხეს, რა სისულელეები აუტყდა ამასო, თუ უნდა შემოვიდეს ჩვენთან ყველგან გავუღებთო კარებსო. მე არ მივლია ამ გზით. ხალხმა შეადგინოს საპარლამენტო სიაო, რომ გვიწერია, ეს რა სისულელეაო, სია იმ ხალხმა უნდა შეადგინოს, ვინც ჩვენ გვაფინანსებსო. ჩევნ აქ გვიწერია „ხალხი ქირაობს ხელისუფლებას“ , რა ხალხი ქირაობსო ხელისუფლებას? ხალხი არის ბრბოო ! რა „თავისუფალი ტელევიზიაო“ … ოთხი პროექტი ხომ დავწერეთ, ოთხივე გადააგდეს. ტესლას წარმომადგენელია ამირან აფციაური, ბატონი რამაზ გახოკიძე, ბატონი ზურაბ ფარესიშვილი, უამრავ ვინმეს გადავუგზავნეთ მათი ნაშრომები.არავის აინტერესებს ამ ადამიანების გამოგონებები, აინტერესებთ, რაც შეიძლება მეტი გავიდეს საქართველოდან, რაც შეიძლება, მეტი შემოვდეს გარედან . და ყველა, დღეს ვინც ხმაურობს და ლაპარაკობს: ვებრძოლოთ თურქებს, ვებრძოლოთ ირანელებს… აი, აგერ, ბატონებო, ხუთი პუნქტისგან შედგებოდა ჩვენი მიმართვა, მიხეილ სააკაშვილმა, შემდგომ ბიძინა ივანიშვილმა, შემდგომ ბატონმა ღარიბაშვილმა, შემდგომ სამწუხაროდ, ბატონმა კვირიკაშვილმა , რომლის მიმართაც მეტი პატივისცემა მქონდა, ყველას გადავუგზავნეთ, წერილები წავიდა… ვითომ არ არსებობენ მ ქვეყანაშიმეცნიერები. აი ეხლა რომ მივა „ხალხის წერილი“ ამაში შეტანილია, რომ ჩაბარდება, განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, ბატონებო, „ხალხი წერილი“ დაიწერა უნიკალური წერილია, რომელიც ხალხის თანამონაწილეობით დაიწერაა და ამის გაზიარება არ უნდათ? აი, რა წერია მოთხოვნებში
პირველი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური უფლებები. არა მარტო ხმას უნდა აძლევდნენ, არამედ, აირჩიონ დეპუტატი. იტალიაში, საბერძნეთში , გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა აირჩიონ თავისი დეპუტატი. ასე ცხოვრობს მთელი ევროპა. ეხლა შემოიღეს ელექტრონული ხმის მიცემა , რა თქმა უნდა, მე მივესალმები პროგრესს, მაგრამ ხომ ვიცით, ამის უკან რა და როგორ დადგება და რა ფულ იქნება კიდევ.
პირველი პუნქტი ეს იყო, უფლებები.
მეორე პუნქტი, რომელიც არ გაიზიარეს ამ ხელისუფლებების წარმომადგენლებმა.ის არის, რომ ასეთ რამეს ვეუბნებით: კონსტიტუციაში ჩაწერეთ. ერთმაც შეცვალა კონსტიტუციაც და მეორემაც. სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც. ივანიშვილს ჰქონდა ყველაზე დიდი საშუალება, რომ საქართველოს ისტორიაში დარჩენილიყო ხელისუფლებად, რომელმაც ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო . ყველაზე პოლიტიკური და პარტიული კონსტიტუცია მიიღო თავის დროზე მოქკავშირმა თავის დროზე, მერე გააუარესა ნაცმოძრაობამ, და წერტილი დაუსვა და პარტიულად აქცია „ქართულმა ოცნებამ“ . დღევანდელი კონსტიტუცია არის არა ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი, არამედ პარტიის ინტერესების გამომხატველი, რომელშიც გარკვეულწილად დაბალანსებულია ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების ინტერესები. ეს არის კიდევ ყველაზე დიდი საშიშროება
ჩვენ მოვუწოდეთ, დაწერეთ კონსტიტუციაში, რომ ყოველი ქართველი და ყოველი აფხაზი, დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, იყოს საქართველოს მოქალაქე. ზოგიერთს გაუჩნდა აზრი, ოსი რატომ არაო. მაგრამ ოსს აქვთ საკუთარი ტერიტორია. აფხაზებს კი არა. როგორც ღვიძლს ისე ვუყურებ ოს ხალხს, მიყვარს ეს ხალხი და ჩემი მეგობრები არიან, და სწორად ვხედავ ამას და ვიცი რომ მათ შემთხვევაში არ შეიძლება ამის ჩაწერა. მაგრამ ამ მაგრამ ქართველი და აფხაზი დაწერე, ამას რა უნდა რატომ უნდა იყო ამის წინააღმდეგი? ამერიკაში წერია დაიბადები ამერიკაში და უკვე ხარ ამერიკის მოქალაქე. საქართველოში ეს არ უნდათ. მოწონთ ყველაფერი ამერიკული, მაგრამ რაც კარგია, მაჟორიტარული არჩევები არ უნდათ!.
ამერიკის კონსტიტუციის მამები ამტკიცებენ. ორი რამ უნდა გამორიცხოს კონსტიტუციამ: არ მოიყვანოს ხელისუფლების სათავეში ძალაუფლების და ფულის მოყვარულებიო. საქართველოში დაიწერა ისეთი კონსტიტუციები, რომ ამ კონსტიტუციებს მოჰყავთ ძალაუფლების და ფულის მოყვარული ხელისუფლებები. ეს არის სიმართლე! ღმერთმა ქნას ვცდებოდე ამ შეფასებაში.
ეს პუნქტი არ გაითვალისწინეს არც ერთმა.2008 2009, 2010, წლებში პრაქტიკულად ყოველ წელს მიგვქონდა ეს დოკუმენტი აწერია აქ „ღირსება“ არც ერთი არ გაითვალისწინეს!
მესამე პუნქტში წერია: საქართველოს მოქალაქე როცა იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, არ დაკარგოს ქართულს, თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობა არ ავალდებულებს ამას. ჩვენთან პირიქითაა, მიიღებ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კარგავ ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობას, რომ თავისი მიზნები ადვილად განახორციელონ.
მეოთხე პუნქტში წერია ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოში დღეს არ იქნებოდა არც თურქი, არც ირანელი, არც ინდოელი, არც ჩინელი, რომ გაეთვალისწინებინათ ეს პუნქტი, რომელიც 2008 წელს მივწერეთ. აქ წერია: უცხოელს საქართველოში უნდა ჰქონდეს ის უფლებები, რაც ქართველს გააჩნია იმ ქვეყანაში. აბა მითხარით, ჩინეთში, ან ირანში, ან თურქეთში ერთ კვადრატულ მიწას თუ იყიდი. ეხლა დარბიან სხვადასხვა პოლიტიკოსები, რომლებიც ფულს იშოვიან და გამოდიან ამის წინააღმდეგ. მე მინდა მეგობრობა თურქეთთან, მაგრამ ყველა ქართველს ისეთი უფლებები უნდა ჰქონდეს თურქეთში, რაც თურქებს აქვთ საქართველოში. გააყოყოჩეს, თავზე დაგვაჯინეს, ლამის ბათუმიც ჩემიაო, იძახიან. ეხლა ირანი გამოვიდა, საქართველო ჩვენიაო , იძახიან.იმიტომ, რომ იმდენი ირანელი გამოვიდა, რომ ლამის მოედანზე დიდი მიტინგი ჩაგვიტარონ. ეს პუნქტი რატომ არ შეასრულეთ, ბატონო მიხეილ, რატომ არ შეასრულეთ, მივმართავ ბატონო ბიძინას, მივმართავ შემდეგ პრემიერ-მინისტრებს, შემდგომ მთავრობებს, რატომ არ შეასრულეთ ეს მოთხოვნა? ვინმეს ჰგონია, აქ პარლამენტში პატარა ჯგუფები რომ გამოდიან, თავისი ნებით აკეთებენ ამას.
ვამბობ პირდაპირ: მე ყველაზე დიდ რამ შემომთავაზა 1993 წელს ამერიკამ. ოღონდ მოგვისმინე და შენ ყველაფერი იქნებიო. მე ვთვლიდი, რომ უნდა მეღალატა ჩემი წინაპრებისთვის, უნდა მეღალატა საქართველოსთვის ეს რომ გამეკეთებინა. მე ეს არ გავაკეთე. .
ამავე პერიოდში, ყველაზე კარგი რამეები შემომთავაზეს რუსებმა. მე მათ ვუთხარი, რომ ეს არის სიბნელე. მე უარი ვთქვი ერთზეც და მეორეზეც. ბატონი კენტ ბრაუნი აგზავნიდა რომ მომავალი ეს კაცია ამ ქვეყანაში მაფრთხილებდა კენტ ბრაუნი, ცოტა შეცვალე შენი პოლიტიკა,გახდი ლოიალური, არ გინდა იუნესკო, არ გინდა თქვენი ისტორია, ხომ იცი, ამერიკას არ აქვს დიდი ისტორია, რუსეთს არ აქვს დიდი ისტორია,ამ ისტორიის ქვეყნებს ებრძვიან უნდათ შეჭამონ დიდი ისტორიის ქვეყნები…
მე ვიცი, რომ ამ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ, ექნება ამერიკელი ხალხის დიდი მხარდაჭერა, მაგრამ არ ვთვლი, რომ მას ექნება ამერიკელი ხელისუფლების მხარდაჭერა. ან ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ უნდა გვინდოდეს იმ ქვეყნების ხალხებთან ურთიერთობა, იმ ქვეყნების მეცნიერებთან ურთიერთობა, იმ ქვეყნების კულტურის მოღვაწეებთან დიდი ურთიერთობა რომელიც ყველაზე ადვილი და ყველაზე კარგი იქნება. აი, ეს პუნქტი ვინც არ გაითვალისწინა, დღეს გველაპარაკებიან სრულიად სხვა რამეზე. დღეს ამბობენ რომ ფონდი უნდა შევქმნათ და ბანკს ქმნიან.
ჩვენ მივწერეთ შექმენით ფონდი. საკმარისი იყო, გაეღოთ, რაც დაჯდა პრეზიდენტის სასახლე რომ ააშენეს, არ უნდა აშენებულიყო,მაგრამ რომ აშენდა, უნდა დარჩენილიყო პრეზიდენტის სასახლედ. აშენებაც სისულელე იყო და მისი შეცვლაც სისულელეა. ისევე როგორც ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო სისულელე, მაგრამ ეხლა მისი წამოღებაც იქედან სისულელეა. მაგრან ეს არ კეთდება შემთხვევით,ეს კეთდება სპეციალურად, რომ საქართველო დაიყოს: ვიღაცა იყოს პარლამენტის დატოვების მომხრე, ვირაც მისი მოწინააღმდეგე. ვიღაცა იყოს სტალინისტი, ვიღაცა ანტისტალინისტი… ვიღაც რუსეთის მომხრე, ვიღაც რუსეთის მოწინააღმდეგე. საქართველო დღეს დაყოფილია ვიღაცის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.
სტალინი იმათ უფრო მეტად გამოიყენეს დღეს, დაგვძაბეს და დაგვაპირისპირეს. რა ათქმევინეს თავის წარმომადგენელს, ბაქრაძეს რომ , გორში სტალინის ძეგლის ნაცვლად დავდგათ მაკეინის ძეგლიო. ამას რომ ათქმევინებ კაცს. ქართველმა, თუ მტერი არ ხარ, მაკეინის ძეგლი რატომ უნდა დაიდგას ჯერ საქართველოში და მერე თუ უნდა დაიდგას, რატომ მაინდამაინც გორში? ეს არის სპეციალურად, რომ დაგვაპირისპირონ. გაყვეს, დაანგრიეს, დაშალეს ოჯახებია უკვეამ მდგომარეობაში.
ჩვენ ვართ ურთულეს სიტუაციაში. მე ვხედავ რა მოძრაობაც იწყება. მე ვხედავ, რა მოძრაობაც იწყება. რაც უფრო ეროვნული დოკუმენტები შევქმენით, მით უფრო იწყება წინააღმდეგობა! რაც უფრო ვთქვით, „სახელმწიფო კაცები“, მით უფრო დაიწყო სახელმწიფო კაცების“ წინააღმდეგ ბრძოლა, რაც უფრო ვთქვით „პიროვნებათა პარლამენტი“, მით უფრო მეტად დაიწყო პიროვნებათა წინააღმდეგ ბრძოლა… რატომ? არ უნდა რომ შედგეს ქართული სახელმწიფო და უნდა მოხდეს ის, რაზეც თავის დროზე ლაპარაკობდნენ, რომ მოხდეს ისეთი გადანაწილება, რომ არავითარი ეროვნული სახელმწიფოები აღარ იარსებებენ. რომ მიხვდნენ ამას ბევრნი, ამერიკა შორსაა და ვერ შეძლებს გადასვლას იქეთ… თუ გაჭირვებული ადამიანები ეცოდებათ მათ, აფრიკაში მილიონობით ადამიანები იხოცება თვის განმავლობაში და ასეთივე მდგომარეობაა სამხრეთ ამერიკაში. მათ აინტერესებთ საქართველო. რატომ? იმიტომ, რომ როგორც დავით აღმაშენებელმა თქვა , რომ ეს არის უნიკალური, ღვთითნაჩუქარი ადგილი, სადაც ერთდება ორი დიდი კონტინენტი აზია და ევროპა და რომელიც არის ცივილიზაციათა შეკრების ადგილი.
მე დღეს საკუთარ თავს ვეუბნები: სიცოცხლის ფასად, ბატონო თემურ, შენც, შენს ოჯახში , შენს მეზობელთან და მეგობართან, ეცადე რომ ეს განწყობა იყოს! მე არ ვამბობ, მე დამიჭირეთ მხარი. ნეტავი შეიკრას რომელიმე ისეთი ქართული ძალა, სულ არ ვიყრი არსად კენჭს, ოღონდ მეშინია ყველაფერი იმის, რაც ხდება დღეს, როცა ქვეყანაში გმირი ხდება ვაშაძე, გმირი ხდება ბესელია, როცა გმირი ხდება ბაქრაძე, როცა გმირი ხდება ბოკერია, როცა გმირი გახდა ივანიშვილი, როცა გმირი ხდება სააკაშვილი, როცა გმირი ხდება თუნდაც მელია… წარმოგიდგენიათ, ვინც ამას აკეთებს, იმას ქვეყანა უნდა? და შეტევა ვისზე მიდის? ჩემზე, ბევრ ვინმეზე სხვაზე, ქილიკი და ასეთი რაღაცა. იქილიკეთ , ბატონებო.
მე დღეს მივდივარ „ტვპირველზე“ – ზე, პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი და არავის დაცდენია. ყველა მირეკავს იმის შემდგომ, ხედავთ როგორ არის, გამოდიხარ პროგრამებით, არავის არ აინტერესებს… ვეუბნები, მეცნიერებმა დაწერეს, არავის არ აინტერესებს…იმიტომ იყო, გიშინ გადაცემაში დავუტოვე ეს წიგნები გიორგი გაბუნიას როცა იყო შოუ იმედზე. დღესაც ვაპირებ ამათ გადავცე… ეს წიგნები არ აინტერესებთ, მეცნიერები არ აინტერესებთ. აი ამათ ვეუბნებოდით 8 წლის წინ ერთ ვინმეს არ გადაუცია ტელევიზიას .. არ აინტერესებდათ. ეხლა შედგა დაპირისპირება, დავწერე რომ ფეხებში მირტყეს… ყველა მიწვევს და რა არის პირველი შკითხვა? „რით წადი?“ მართლა მოგარტყეს? ქვეყანას გვართმევენ, ხალხო!
ნონა ღამბაშიძე: რამდენადაც მახსოვს რუსთავმა გადაგიღოთ და რატომ არ გადასცა?
თემურ შაშიაშვილი: ერთსაათიანი ჩანაწერი გააკეთა რუსთავი 2-მა და მეუბნებიან, რომ საერთოდ არ გადაცემულა. დღეს „ტვპირველს“ გადაცემაში ვეუბნები, (დამირეკეს თუ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობასო): „მოიყვანეთ სააკაშვილი“. რა გახდა ასეთი? საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მე – გუბერნატორი ვიყავი , და ვუთხარი, ჩამოვალ თბილისში, დავდგეთ ხალხის წინაშე ფილარმონიაში, რატომ გეშინია, შენი ქალაქი ხომ არის დავდგეთ იქ და ვუპასუხოთ კითხვებს“. მე ხომ დღეს პირველად არ შემითავაზებია მისთვის ეს? მე 7-8-ჯერ შევთავაზე ეს და თუ არ დამიდასტურებს ქალბატონი ინგა გრიგოლია , რომ ძალით, როცა მეხვეწებოდნენ, კობა დავითაშვილს გამოვაგზავნით, ვანო მერაბიშვილი მოვა, კობა და ვანო ერთად მოვლენ, ოღონდ სააკაშვილი არ მოეყვანათ. 2001 წლის 11 აპრილს, გადაცემა ინგა გრიგოლიას მიჰყავდა. მეორე დღეს ზურაბ ანჯაფარიძის დაბადების დღე იყო და იქედან მახსოვს. მე ვუთხარი, მოვა ის, თუ არა და არავისთან არ ვჯდები. ყველაზე უარი ვუთხარი და როგორც სჩანს, დამალული იყო სტუდიაში სადღაც. და როცა ვთქვი, რომ მე აქ ვამბობ ჩემს სათქმელს და თუ არ მოვა, გავალ აქედან,
ამის შემდგომ იყო, რომ იმერეთის 12 ქალაქის საკრებულოებს ავარჩევინე თავი გუბერნატორად და დღესაც ვთვლი, რომ ასე უნდა მოხდეს გუბერნატორების არჩევად ა არა თბილისიდან ინიშნებოდეს.
ბევრი კი გამომივიდა მაგრამ გულით მინდა თუნდაც ჩემს მტერს ვუთხრა:დარჩი ჩემს მტრად, ოღონდ დაფიქრდი! ეს ხალხი გმირები როგორ გახდნენ დღეს? მე ვადასტურებ, რომ ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, იქნებ ეს არის ქართველი ხალხის ყველაზე დიდი მოტყუება.
მე აქ იმიტომ არ მოგიწვიეთ, რომ მხარი დამიჭიროთ. მე ყველას ვეუბნები: დავრჩებით ორი კაცი, დავრჩებით სამი კაცი, დავრჩებით ხუთი კაცი ,ხუთი კაცი ვიქნებით ამ აზრზე! ვისაც აქვს სურვილი, ჩვენ ასეთ მორალურ გუნდს ვქმნით, ჩვენი ასეთი განწყობით მივდივართ.
დიდი მადლობა, დღეს ვერ მოხერხდა, ქალბატონ ლუარა ნიჟარაძეს სურდა დღეს ჩართვა იტალიიდან… უკეთილშობილესი ქალბატონი. რაც ვნახე , კიდევ ქალბატონი ლელა კუხიანიძე, ნუ მე არ ვიცით რა გითხრათ.. თავისი ოჯახით მეუღლესთან, ერთად, ინტელიგენტური წყობის ოჯახი, ის, რაც ქალბატონი ქეთევანი ქებულაძე აკეთებს იქედან, უამრავი ადამიანი.. 2000 ზე მეტმა ადამიანმა მომწერა მხარდაჭერის წერილი. სწორედ ხიზნებმა. ყოველდღე ვღებულობ წერილებს.
მე ტაში არ მინდა. ყველას ვეუბნები, ამ ტაშმა დაღუპა ქვეყანა. ამ რამდენიმე ხნის წინ ვთქვი და ვადასტურებ: მე რომ სადმე ისე შეხვდნენ,, როგორადაც სააკაშვილი ლიეჟში შემოვიდა , მე მეგონა, რომ ეს არის მონების კრება. მე კი არ ვარქმევ სახელს, თვითონ დაირქვეს სახელი. შეიძლება, რომ, ვინ არის სააკაშვილი, 10-15 წუთი უკრავდე ტაშს. მაშინ როდესაც იმის საშუალება არ აქვს იმავე სააკაშვილს, რომ მე ვეუბნები: მე გამოვალ, ზედმეტ სიტყვას არ ვიტყვი. მე გამოვალ… რომ მოვიდა ჩემთან, ისიც არ აჩვენეს. ტელევიზიებს უთხრა, არ მოხვიდეთო. მოვიდა თვითონ, ჩამომართვა ხელი: „როგორ ხარ, ბატონო თემურ?“ მე ვუთხარი: მაგრად ვარ და გამოსვლაში ვიტყვი-მეთქი. ის იყო და იმის მერე შეიცვალა ყველაფერი დარბაზში.
ნონა ღამბაშიძე: ბატონო თემურ, იქნებ პირადად მიგემართათ სააკაშვილისთვის, რომ სკაიპით გააკეთოთ გადაცემა და არავითარი ჟურნალისტები.
თემურ შაშიაშვილი: დიდი მადლობა, რომ შემახსენეთ. მე დავწერე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ დიდი მადლობა ჯაბა ხუბუას, ამ გაზეთს, რომელმაც გამოაქვეყნა.ინტერვიუ თავდება ასე: „თქვენ თუ იღებთ ჩემს წინადადებას, მზად ვარ ჩამოვიდე, თქვენ ხომ კრიბავთ ხალხს, ხომ თქვა სააკაშვილმა რომ რაღაც განსაკუთრებული შეკრება იქნება, მე არავითარი საჩხუბარი არ მაქვს. ოღონდ ერთნაირი დრო მოგვეცით, თქვენც ნახევარი საათი,მეც ნახევარი საათი. დავდგეთ ამ ხალხის წინ. გამოვიდეთ, მოდით რა, გავაერთიანოთ საქართველო. იქნებ თქვენც ამბობთ რაღაც სიმართლეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილს ღუპავს და არა მარტო მას, ამან დაღუპა ყველა.,სამწუხაროდ, ეროვნული იდეებით სავსე ადამიანებიც. სააკაშვილს ღუპავს ტაშისმკვრელები დარბაზში და ვინც მას აკრიტიკებს და ეშინია პირადად მასთან მისვლის და წერენ გაზეთებში, აქვეყნებენ რაღაცას. მე არსად არაფერს არ ვწერ. მე ვეუბნები: მოვდივარ და ვდგები აგერ თუ გაქვთ რამე დადექით და მითხარით. დავდგეთ ერთად.
რაზეა ლაპარაკი, 2004 წელს მან თქვა: ერთ კაცსაც რომ ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, იმ ერთ კაცს მოვუსმენო. ამდენი ტყუილით, ამდენი სიყალბით, მაფიად ჩამოყალიბდა. დღეს რომ წერენ ქართულ მიწაზე, 2004-2005 წლებში , (დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის მამა ერთერთი ინიციატორი იყო).ვუთხარით ხელისუფლებას: თქვენ კანონს რომელსაც იღებთ, ეს არის უბედურება. დღეს გამოდიან და ლაპარაკობენ: „მე ვთქვი პირველად“ მე არ ვლაპარაკობ,რომ პირველად ვთქვი. ეს თქვა პირველად მეცნიერებამ და ეს თქვა პირველად ბიბლიამ. პატრიარქმა. ყველა იძახის: „მე ხომ ვთქვი, მე ხომ ვამბობდი“. რას ამბობდნენ ისეთს, რაც ბიბლიაში არ წერია? რაც მეცნიერებას არ უთქვამს?რას ამბობი სეთს, რომელიც ვთქვათ, ჩვენს მეცნიერებთან და დიდ მოღვაწწეებთან არაა დაკავშირებული.
მე დღეს, როგორც ფიცს, ისე ვამბობ: ხელს შეუშლიან, ვატყობ, რომ შედგეს ყოველთა მსოფლიო კონგრესი 40 ქვეყნის 85 ქალაქში.26 მაისს უკვე დანიშნულია ლევილში, ამ შეკრებებზე არავის ლანძღვა არ შეიძლება და არავის დაცვა არ შეიძლება. ეს უნდა იყოს საქართველოს მომავალზე საუბარი. ვიწვევთ. ყველას ღიაა, თავისუფალია შეგიძლიათ გამოსვლა. თქვენ ხომ არ გვიშვებთ, თქვენს შეკრებებზე, ყველა შეკრება ჩვენი ღიაა და თქვენ შეგიძლიათ თქვათ თქვენი სიტყვა. მაგრამ თუ არ შეშინდებიან, თვითონ, ეს სახელმწიფო კაცები, ვისაც ხალხი დაასახელებს. „სახელმწიფო კაცების საკრებულო“ უნდა შეიქმნას, ეს ლომები უნდა დაჯდნენ ერთად. ყველას უნდა შეეშინდეს. მე მიმაჩნია, რომ მინდია უგრეხელიძე არ შეშინდება „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ ეხლა უნდა შედგეს და მუდმივად უნდა იყოს. მეც რომ ვიყო ხეისუფლებაში ეს უნდა არსებობდეს. ხალხი უნდა ასამართლებდეს ხელისუფლებას. მე მიმაჩნიამ რომ რაც იყო მაშინ შექმნილი „თავისუფალი აზრის სახლი“ – , ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება მივიდეს თავისი აზრი გამოთქვას. ანუ ის, რაც „ქართული ჰაიდ პარკი“ ჰქვიამ ასეთი რამე უნდა შეიქმნას , მე ვთვლი, რომ საქართველოს მოსახლეობას ხვეწნა-მუდარით მივმართავ, გავერთიანდეთ, რომ ერთი საპარლამენტო სია შეადგინოს ხალხმა. ყველა რაიონში ჩატარდეს დიდი გამოკითხვა და ყველა რაიონში გამოვლინდეს 15-20 კაციანი სია, რაღაც ამდაგვარი რამ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ვიმეორებ „ხალხი ქირაობს ხელისუფლებას“. მეცნიერები ადგენენ ქვეყნის განვითარების პროგრამას და ამბობენ ვინც იზიარებს ამ პრგრამას, იმას გიჭერთ მხარს. ანუ დაგიქირავებთ. ქართველი ხალხი იტყვის, აი, მეცნიერების შედგენილი პროგრამა, ჩვენ გქირაობთ და შეასრულეთ. ყველაფერი წერია ამ კრებულებში.
არიან ადამიანები, ვისაც არ ეშინია. გუშინდელმა შეხვედრამ ბევრ რამეში დამარწმუნა. პირველად დღეს ვნახე, როდესაც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის საიუბილეო აღნიშვნა იყო 2012 წელს ტარდებოდა ეს ღონისძიება. გავიდა ხალხი და ელოდებიან ბიძინა ივანიშვილს ხელი რომ ჩამოართვან. გუშინ რომ მოვიდა ესაძის გამოფენაზე, ბატონებო რატომ იპატარავებთ თავს? მე არ მინდა , რომ ჩვენი ინტელიგენცია ასე დაჩოქილი იყოს. მე მინდა რომ ინტელიგენციას ჰქონდეს ის სიტყვა, რომ ეშინოდეს ყველა ხელისუფალს და მე მინდა რომ ინტელგენცია იყოს ისეთი, რომელიც ხალხს იცავდეს ხელისუფლებისგან. დიდი მადლობა. ეს არის ჩემი სათქმელი.
ზურაბ ფარესაშვილი: ჩვენი საქართველოს ინტელიგენცია და სამეცნიერო საზოგადოება, თითქმის ყველა უჭერს მხარს თქვენს მოსაზრებას. ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, იქედან გამომდინარე ვლაპარაკობ და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე.
ერთი რამე მინდა ვთქვა: ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფო, სადაც სიტუაცია არის ნორმალური, ამ სახელმწიფოებს აქვს ნორმალური სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა. რატომ? თუ პოლიტიკური მდგომარეობა სწორია და სახელწმიფო არის შემდგარი, ავტომატურად სოციალური მდგომარეობაც არის კარგი. ეხლა რაშია საქმე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არ არის შემდგარი პოლიტიკურად და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაც ჩავარდნილია. გვაქვს რაღაც მოსაზრებები,საინტერესო თემები, ისეთი თემები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან უნდა გადაწყდეს და უდაოდ დიდი მომგებიანი იქნება.
თქვენ ეხლა რამაზ გახოკიძე ახსენეთ, რომელიც მინისტრთანაა წასული. რატომაა წასული? გახოკიძეს აქვს საკითხები დამუშავებული.,ორმლებსაც მილიონების კი არა, მილიარდების მოტანა შეუძლია სახელმწიფოსთვის მაგრამ არ იყენებენ.
უარესს გეტყვით, კოლეგიალობის გამო არ მინდა გვარების დასახელება . ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი. კაცს აქვს შესანიშნავი მეთოდი, და არ გაიკარეს სამაგიეროდ, დაფინანსდა ისეთი მეცნიერები, გრანტიჭამია მეცნიერები რომლებმაც შეჭამეს გრანტი და მაგიდაზე ცარიელი ფურცელი დადეს. დასავლეთ საქარველოში ხალხი დაიწამლა, ფუტკარი მოიწამლა, რადგნ ის შხამი წამლავს.
მე მაქვს ჩემი მოსაზრეაბა ჩაის მრეწველობის განვითარებაზე.რაღაც მოსაზრებები მაქვს. ყველაფერი ეს ჩამოყალიბდება და ვფიქრობ, როგორმე უნდა გავიტანოთ ჩვენ.
რაშია ისიც, საქმე? საგაზეთო სტატიაში ამომიღეს ეს ფრაზა: ჩაისთან დაკავშირებით ვლაპარაკობ: ჩვენ მარტო ჩვენს ქვეყანას კი არ უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენს გენოფონდსაც უნდა გავუფრთხილდეთ. საქართველოში ჩაის ქართველი ადამიანები უნდა კრეფდნენ და არა უცხოელები. არ ვასახელებ ქვეყანას, რომ კუდი აარ გამომიბან. რატომ უნდა მიდიოდეს ქართველი კაცი ან ქალი თურქეთში და მონებად რატომ უნდა მუშაობდნენ? მე იმედი მაქვს ეს საქმე გაიმარჯვებს.
თემურ შაშიაშვილი: მეც დარწმუნებული ვარ
თამაზ მეგრელიძე: ბატონო თემურ, თითქოს ჩემს გულში და იჯექით ყველა ქართველის გულში, ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც აწუხებს საქართველოს ბედი, ეს საკითხებია იქ მოცემული. ამიტომ დიდ მადლობას გეუბნებბით.
თემურ შაშიაშვილი: ბატონი თამაზ მეგრელიძე კვების მიმართულების ხელმძღვანელი ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს არის დიდი გამოცდილების პიროვნება და საქვეყმო კაცი.
კობა კობალაძე: თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ დღევანდელობის ფორმულა სავსე თვითმფრინავი მიფრინავს საქართველოდან და ბრუნდება ათი კაცი. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. მიზეზი სოციალური მდგომარეობ. კატეგორია, ვინც მიდის, არის მიფრინავს ინტელიგენცია, სოფლის მეურნეობის მშაკებიდა სოფლად მომუშავე ადამიანები,რომლებიც ისევ საკრეფად, სამუშაო ადგილების საძებნელად მიდიან. დღეს დგება საკითხი, გაიყიდოს ქართული მიწები, ეს მაშინ, როცა მსოფლიოში მიწების ფასი იზრდება. და ჩვენ ჩვენს მიწებს ვუკარგვთ ყოველდღიურად ნაყოფიერებას. შედეგად, მოსახლეობა ვერ იღებს მოსავალს. რეალურად ვნახეთ ციფრები, ყველაფერი მიდის უკან: ყველა ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების მაჩვენებელი მიდის უკან. ასე რომ თქვენ რაზეც ისაუბრეთ, საკითხები რეალურია და დღის წესრიგში სერიოზულად დგას მიწების ნაყოფიერების აღდგენა. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვღებულობთ იმ შედეგებს რასაც ვღებულობდით 20-30 წლის წინ ანუ დავეცით 50-100 წლის წინ და ვართ იმ მაჩვენებელზე, რომელშიც შტატები იყო დიდი დეპრესიის პერიოდში, როცა შიმშილობისგან ამერიკაში 7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს საკითხები შეიძლება წინ უფრო სერიოზულად დაგვიდგეს.
თემურ შაშიაშვილი: დიდი მადლობა ერთი რამ გამახსენადა მეუბნებიან. როცა ვამბობ, რომ ქართული პოლიტიკიდან უნდა წავიდეს რამდენიმე პიროვნება. იყვნენ პოლიტიკაში ოღოდ არ შეასრულონ ლიდერის როლი. მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი კვებავენ ერთმანეთს. ეს არის საშინელება. მაგრამ მე როცა ვამბობ, რომ საქართველოს პოლიტიკა იქნება სხვა, როდესაც ოლიგარქი და ბელადები აღარ იქნებიან საქართველოს პოლიტიკაში, ეს არა მარტო იმიტომ, რომ ეხება კონკრეტულად ივანიშვილს და სააკაშვილს, თუმცა ისინი კარგად შექმნა უცხოეთმა, რომ აბალანსებენ ერთმანეთს. და სხვა აღარავინ არ არის ასეთ სურათს ქმნიან. რამედ იმიტომ, რომ მე ვხედავ მეცნიერებაში,და მეცნიერების გარეთ, სხვათაშორის, არაერთ პოლიტიკოსში,სახელმწიფო მოღვაწეში, ვხედავ იმ ადამიანებს ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ ერთ თვეში, ერთ თვეში ხალხს დაავიწყდება სააკაშვილიც და ივანიშვილიც. დაავიწყრებათ იმიტომ, რომ იმუშავებენ იმდენად კარგად, რომ ხალხი იტყვის, ესენი ვინ გვყოლიაო. ამიტომ, ნახეთ, რას აკეთებს სააკაშვილი რომ ატარებს ამ კრებებს. ვის უნდა აქეთ წამოსვლა, როცა ასეთი რამე ტარდება? ანუ სუსტდება აქეთ ყველაფერი. ხალხს კრავს იქეთ, ქვეყანა სუსტდება, ვინმე სერიოზული კაცი ქვეყნისკენ არ წამოვა. საქართველოშიც ქვეყანა გაორებულია, იქეთ თუ აქეთ. რა ვქნათ?,ვითომ მეტი არაფერი არ არის.
ვიმეორებ, ვიდრე ოლიგარქზე ვართ ორიენტირებული და ვიდრე ბელადს ვეძებთ, ამ ქვეყანაში არაფერი არ მოხდება. ქვეყნის მომავალი არის განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებაში. ჩვენ ეს პროექტები გვაქვს. ჩვენ ამ პროექტებით ვივლით. დიდი მადლობა „მორალურ გუნდს“. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც მოსწონს ეს მიდგომები,რომლებიც ყალიბდება მორალურ გუნდში, რომლებიც ყალიბდება ამ წიგნის ირგვლივ, რომლესაც ქვია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“



