ქართული ერთობის დარბაზი

იმედის პროექტები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ და რომლებითაც უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება!

ნიკო ნიკოლაძე -175

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს,
ბატონ გიორგი კვესიტაძეს

ბატონო გიორგი,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 27 აპრილს, თბილისში შედგა საქართველოს ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიის და პარალელურად ქუთაისში-ქართული ერთობის დარბაზის და სამეცნიერო საზოგადოება „ნიკო ნიკოლაძის“ ერთობლივი სხდომა, სადაც განხილული იქნა დიდი ქართველი მოაზროვნის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავის იუბილეს ჩატარება.

ბატონმა ნიკომ დამოძღვრა ქართველი ერი, რომ იგი უბრალოდ კი არ უნდა გაევროპელდეს („გაფრანცუზდეს“, „განემეცდეს“), არამედ, სიღრმისეულად ისწავლოს ის პროცესები და ხერხები, რომელმაც გაიყვანა დასავლეთ ევროპა მატერიალური კეთილდღეობის ამაღლების გზაზე, რომ ქართველი კაცის პიროვნული ღირსების საქმეა „მამულის სიყვარული და მსახურება“, რომლის შესრულება მხოლოდ ეროვნულ მორალურ-ზნეობრივ-მაღალპროფესიონალ-პატრიოტს შეუძლია და რომელსაც ეს პასუხისმგებლობა დაბადებიდანვე აკისრია.

ბატონო გიორგი, მიგვაჩნია, რომ ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავის იუბილე, აუცილებელია, ჩატარდეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მთვარობის მხარდაჭერით.

ქართული ერთობის დარბაზი:
რომან რურუა
საქართველოს ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემია

მიხელ ჯიბუტი
სამეცნიერო საზოგადოება „ნიკო ნიკოლაძე“

რამაზ ნამიჭეიშვილი

ქუთაისი, 27 არილი, 2018 წელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *