"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: საქართველო გეოპოლიტიკური წნეხის ფონზე — უსაფრთხოების ქოლგის გარეშე!!!

უმწვავესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოს არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა!
იმავდროულად ვიმყოფებით საერთაშორისო იზოლაციაში და რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებაში [და მიზანშეწონილადაც ისტორიული ფაქტების გამო 2008 წ.ომი და დაკარგული ტერიტორიები]
არის დიდი საშიშროება ქვეყანაში ისარგებლოს ანტიქართულმა ძალებმა,საფრთხე ექმნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობას …!?

*
საქართველო, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მოქცეული ქვეყანა, დღეს დგას უმწვავესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე. მსოფლიოში მიმდინარე დაძაბულობების ფონზე — განსაკუთრებით უკრაინის ომის, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ძალთა გადანაწილებისა და დასავლეთის-რუსეთის დაპირისპირების პირობებში — საქართველოს არ გააჩნია არც პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა და არც რეგიონალური უსაფრთხოების მექანიზმი, რაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას დიდი რისკის ქვეშ აყენებს!

საქართველო არ არის გაწევრიანებული არცერთ თავდაცვით ალიანსში,რის გამოც საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა მეტად პარადოქსულია:
ერთის მხრივ, ქვეყანა დასავლური კურსის ერთგულია და ეს აისახება როგორც ევროკავშირთან, ისე NAთO-სთან ინტეგრაციის სურვილში. მიუხედავად თანამშრომლობისა და მისიებში მონაწილეობისა, ქვეყანა ვერ გახდა ნატოს წევრი არც ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და არც შემდგომ წლებში.

მეორეს მხრივ კი, საქართველო ვერ ახერხებს აქტიური ჩართულობით უზრუნველყოს საკუთარი ადგილი რეგიონალურ თუ გლობალურ უსაფრთხოების სისტემებში.

ამას ემატება ღია კონფლიქტი რუსეთთან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, “ბორდერიზაციის” პროცესი და მუდმივი ჰიბრიდული ზეწოლა ,ქმნის ქვეყნის დაუცველობის განცდის საფუძველს.. ეს მტრობა ისტორიულადაც განმტკიცებულია — საბჭოთა ანექსიით, ეთნიკური წმენდებით და პოსტ-საბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნების მცდელობებით.

რუსეთის ფედერაცია საქართველოს განიხილავს როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილის დაბრუნების ობიექტს. 2008 წლის ომმა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამ და დამოუკიდებლობის არალეგიტიმურმა აღიარებამ მკაფიოდ დაადასტურა რუსეთის მტრული პოლიტიკა

იმავდროულად ხდება პროპაგანდის მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია, ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდა .

რუსეთს ასევე გააჩნია საქართველოზე ზემოქმედების ეკონომიკური ბერკეტები:გაზზე დამოკიდებულება, ენერგოობიექტები, , მსხვილი ინვესტიციები და ფულადი გადარიცხვები.

🛡 უსაფრთხოების ქოლგის არქონა ნიშნავს:

რუსეთის სამხედრო საფრთხის ზრდას (ვითარების გამწვავების შემთხვევაში),

უცხოური ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკურ არასტაბილურობას,

საზოგადოებრივი შიშის ფონს, რომელიც ხელს უშლის ეროვნულ კონსოლიდაციას.

მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა, საქართველო ვერ ახერხებს აქტიური პოლიტიკით ეფექტიან ჩართულობას საერთაშორისო პროცესებში.
არაეფექტურმა დიპლომატიურმა კომუნიკაციამ და ,შიდა პოლიტიკურმა კონფლიქტებმა , დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია.

ამ საერთაშორისო გაურკვევლობას და სამხედრო-დიპლომატიური უსაფრთხოების ქოლგის არარსებობას ემატება შიდა გამოწვევებიც:

ბოლო წლებში საქართველოში შესამჩნევად გაიზარდა უცხო ქვეყნის არარეგულარული ან დროებითი მიგრანტების რაოდენობა აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ნიგერიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ქვეყანაში დარეგისტრირებულ უცხოელთა რაოდენობა 160,000-ს აჭარბებს ,ეს 2023 წლის შშს მონაცემებით,2024 წლის მონაცემებით უფრო მეტი მატებაა,თუმცა რაოდენობა დაზუსტებული არ არის მათი არალეგალური სტატუსის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ეს ჯგუფები ხშირად იყენებენ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, მათი რაოდენობის ზრდამ სახელმწიფოს სუსტი საკონტროლო მექანიზმების ფონზე ,შესაძლოა წარმოშვას სოციალური დინამიკა-დემოგრაფიული სახეცვლილება , რომელიც არა მხოლოდ კულტურულ, არამედ უსაფრთხოების საფრთხეებსაც ქმნის..

ქვეყნის შიდა პოლიტიკა დაყოფილია ღრმა ბანაკებად, რაც ხელს უშლის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბებას. ასეთ პირობებში გარე ძალებსა და ანტიქართულ ჯგუფებს მარტივად შეუძლიათ სიტუაციით მანიპულირება — დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებრივი გახლეჩის გაღრმავება და ნდობის დესტრუქცია სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ.

ისტორიულად საქართველო იყო ერთიანობის, სულიერი კულტურისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მაგალითი, მაგრამ დღესდღეობით იმპორტირებული იდეოლოგიური დისკუსიები, ტრადიციულ ღირებულებებზე შეტევა და გლობალური კულტურული ზეწოლა ქმნის იდენტობის კრიზისის საშიშროებას.
სად არის გამოსავალი???—გონიერებამ უნდა აჯობოს ყველა ანტიქართულ ,ფულისა და ძალაუფლებისთვის მებრძოლ ძალების ქმედებებს ,საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა მხარი არ უნდა აუბას ქაოსის შექმნას ქვეყანაში!!!

დღევანდელ რეალობაში საქართველოს სჭირდება აქტიური და გაბედული საგარეო პოლიტიკა — რომ დაიბრუნოს ადგილი საერთაშორისო დღის წესრიგში.

გარკვეული უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება — სერიოზული თანამშრომლობა NAთO-სთან . რადგან ვის მოსწონს და ვის არა ,ასე თუ ისე ,ნატო დღეს წარმოადგენს ძლიერ უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციას და რუსეთთან და სხვა ნებისმიერი გარე საშიშროებების საპირწონედ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი ქოლგა—ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულებები ან საერთაშორისო პარტნიორობზე დაფუძნებული უსაფრთხოების მექანიზმები.

საზოგადოებრივი კონსოლიდაცია — პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და ერთიანი ეროვნული ინტერესის დაფიქსირება.

მიგრაციის მართვის სტრატეგია — თავშესაფრის მაძიებლებისა და ლეგალური შესვლის მკაცრი რეგულაცია.[კანონში ცვლილებები კი შევიდა არალეგალურ იმიგრაციაზე,თუმცა ეს არ კმარა ,უფრო მკაცრი მექანიზმებია საჭირო,,უკონტროლო იმიგრაცია უდიდესი საფრთხეა -ჩადებული ნაღმია ქვეყნის შიგნით)

ინფორმაციული უსაფრთხოება და მედია გიგანტების რეგულირება — რათა დეზინფორმაციულმა კამპანიებმა არ შეარყიოს საზოგადოებრივი სტაბილურობა.

დღეს საქართველო გრძელვადიანად ვერ გაუძლებს “გადაუწყვეტელი მდგომარეობის” რეჟიმში ყოფნას— საჭიროა გადაჭრით არჩევანი ან სერიოზული რეფორმა დასავლური სტანდარტების მისაღწევად.

ადგილი აქვს სოციალურ უკმაყოფილებას, რაც ქმნის ნიადაგს ქსენოფობიური და ანტილიბერალური ძალებისთვის.

ქვეყანაში ჩამოყალიბებულია უკიდურესად დაპირისპირებული პოლიტიკური გარემო, რომელიც არ იძლევა ერთიან ეროვნული მიზნების გარშემო კონსოლიდაციის შესაძლებლობას.

დღეს, უსაფრთხოების და დემოკრატიის პარალელურად, საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის სიღრმისეული კონსტიტუციური წონასწორობა.

საქართველო აღმოჩნდა ისტორიული გარდამტეხი მომენტის წინაშე — გარე საფრთხეებისა და შიდა ქაოსს შორის. იმისთვის, რომ ქვეყანა არ გახდეს ექსპერიმენტის ველი, აუცილებელია ეროვნული თანხმობის მიღწევა ,შიდადაპირისპირების დასრულება ,პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას ,როგორ მოქმედ ხელისუფლებას,ისე “ვითომ კადრს მიღმა დარჩენილ “ოპოზიციას , საზოგადოებას ,ინტელიგენციას ,მეცნიერებს.

და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი მეცნიერთა კონგრესის წევრთა ძალისხმევას ,რათა მიღწეულ იქნას ეროვნული თანხმობა და დასრულდეს შიდა დაპირისპირება,დასრულდეს ხელუსუფლებისთვის ბრძოლა და ვიბრძოლოთ ყველამ ერთად სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად!!!
ამას კი გონიერება სჭირდება ,რაც პირველ რიგში მმართველ ძალას მოეთხოვება!!!

სხვანაირად ქვეყანა სახელმწიფოებრიობას დაკარგავს,რომელსაც ისტორია და შთამომავლობა არ გვაპატიებს!!!

ლუარა ნიჟარაძე
13.06.2025 წ.
იტალია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *