მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
გელათის მეცნიერთა კონგრესის მსვლელობა (2025 წლის 8 თებერვალი, დავითობა)

2025 წლის 8 თებერვალს, გელათის კონგრესი მიეძღვნა დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავს,
კონგრესის დღის წესრიგში იყო ორი საკითხი:
1) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინისთვის სარეფერენდუმო რედაქციის მიცემა
2) მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია – ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნის თაობაზე
• კონგრესი გახსნა „მეცნიერთა კონგრესის“ სპიკერმა, ფსიქოლოგმა ბესიკ ბოგველმა.
კონგრესის დალოცვის შემდეგ, კონგრესი შეუდგა მუშაობას.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს:
• რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, პოეტმა დავით შემოქმედელმა
• ქართული ერთობის დარბაზის დამფუძებელმა, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა
ამის შემდგომ კონგრესი შეუდგა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვას.
სიტყვით გამოვიდნენ
– იურიდიულ-მეცნიერებათა დოქტორი, თემურ მონიავა
– ; გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თეიმურაზ შაშიაშვილი
– მეცნიერების დოქტორ, ვახში ჟვანია;
– მეცნიერების დოქტორი, პოლიტოლოი, ალექსანდრე რუსეცკი; ეკონომიკურ-მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრი, მურმან კვარაცხელია
კონგრესმა აირჩია დოქტრინის სარედაქციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ.
ლუარა ნიჟარაძე; ბესიკ ყველაშვილი; ჯუმბერ ბოლღაშვილი; ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის თანათავმჯდომარე, იაკობ ორმოცაძე; სტუდენტური პარლამენტის სპიკერი, ანა ძაძამია;
იურისტმა, თემურ მონიავამ პუნქტობრივად წარმოადგინა ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინა,
სპიკერმა, ბესიკ ბოგველმა, ორგანიზაციას უკეთებს დოქტრინის პუნქტობრივ განხილვას.
თეიმურაზ შაშიაშვილმა წარმოადგინა მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია, „ეროვნული თანხმობის“ ხელისუფლების არჩევის თაობაზე.
ამის შემდგომ დაიწყო 5 წუთიანი გამოსვლები
კონგრესს მიმართეს
მანუჩარ მაჩაიძემ – ყოფილმა ფეხბურთელმა, მეცნიერების დოქტორმა
რობერტ მარგიშვილმა – მეტროს ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარემ;
ერეკლე საღლიანმა – პოეტმა;
პაატა შუბითიძემ – ეკოლოგმა;
ვაჟა ოთარაშვილმა – მწერალმა
იგორ ჩხეიძემ – ზვიად გამსახურდიას მთავრობის ვიცე პრემიერმა;
თენგიზ დიხამინჯიამ – პირველი მრავალპარტიული ეროვნული პარლამენტის წევრმა, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერმა
ბესიკ ყველაშვილმა – საზოგადო მოღვაწე;
ვახტანგ ყოლბაიამ – აფხაზეთის ყოფილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, აფხაზეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კონგრესმაი გააკეთა მიმართვა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსებისადმი, რომელიც წაიკითხა წარმოადგენს მეცნიერების დოქტორმა, აფხაზეთის პარლამენტის წევრი, მურმან კვარაცხელიამ.
მიღებული იქნა მიმართვა თანამემამულეებისადმი, საქართველოს მეგობრებისადმი დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და აღსრულებიდან 900, დიდგორის ბრძოლის 900 და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის 850 წლისთავთან დაკავშირებით