პროექტები
„მეცნიერთა კონგრესი“: სისტემური ცვლილებების დროა – ძველი უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს!

ეს კი შეუძლებელია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრაობის გარეშე!
ვუგუშაგოთ საქართველოს!
ეს დოკუმენტი აჯამებს „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მიღებული პროგრამული დოკუმენტების (ჩამონათვალი იხ. ბოლოში) სულისკვეთებას, ლოგიკურად აგრძელებს „მეცნიერთა კონგრესის“ ბოლო სხდომის მთავარ დოკუმენტს და მასში ჩამოყალიბებულ დასკვნას: ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს, პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად და იწყებს იმ ადამიანების ერთობას და იმ საზოგადოებრივი და პოლიტიკური გუნდების, (თუ დამოუკიდებლობის ამბიციებით არ არიან დატვირთული) შეერთებას მეცნიერულ პროგრამებში, რომელთა მიზანია რომ დაპირისპირება უნდა დასრულდეს – ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!
“მეცნიერთა კონგრესის” 17 დეკემბრის ,გაფართოებულმა სხდომამ, ქვეყანაში ულტრალიბერალური და ურაპატრიოტული პოლიტიკური ძალების მიერ შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას წარმოუდგენელი სიჩქარით მიაქანებს ცივილიზაციათა დაპირისპირების ცენტრად გადაქცევისკენ, დაადასტურა, და მოქმედების საფუძვლად აქცია “ქართული ერთობის დარბაზისა” და “მეცნიერთა კონგრესის” მრავალწლინი პოზიცია ეროვნული იდეალების დაცვის მიზნით, ფართომასშტაბიანი ეროვნული მოძრაობის განახლების აუცილებლობის თაობაზე.
მთავარ მიმართულებებად გამოკვეთა:
- დაპირისპირების დასრულება, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლიდან ერთმანეთისთვის ბრძოლაზე გადასვლა;
- ეროვნული მოძრაობის საფუძვლად, დიდ მამულიშვილთა მირ, 2006-2008 წლებში შექმნილი და თბილისში, რუსთაველის თეატრში, რეგიონალურ ცენტრებში ხალხმრავალ შეკრებებზე მიღებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შემოძახილის „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ და 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებული “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის” მიჩნევა და “მეცნიერთა კონგრესის” კონცეფცია-“ეროვნული თანხმობის პარლამენტის” თაობაზე;
- საგარეო პოლიტიკის დარგში – უცხოეთის ქვეყნების, უპირველესად ზესახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირების ქვეყნიდან, ქართულ ინტერესზე მათი ინტერესების ზედდების ქვეყნად გადაქცევა, ისე, როგორც ეს მინიშნებულია „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინაში“;
- ხალხის მიერ “თანამემამულეთა ნდობის ერთობის” (სახელწოდება პირობითია) შექმნისთვის დაწყებული მუშაობის დასრულება (კანდიდატურების შერჩევა ხდება „მეცნირთა კონგრესის“ კრიტერიუმებით);
- “სახელმწიფო კაცების საკრებულოს” (გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, იდეა- უწმიდესსა და უნეტარესს,ილია მეორეს) და “პარტიათა ასამბლეის” შექმნა!
გამოკვეთა კონკრეტული ვადებიც:
- 2025 წლის იანვრის ბოლომდე – “თანამემამულეთა ნდობის ერთობის” შექმნა და 200 კაციანი სიის გამოქვეყნება…
- 2025 წლის თებერვლის დასაწყისში ამ გუნდის შეკრება საგურამოში,ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის” განხილვის დაწყება და მამულიშვილთა ერთობის მთავარ მიმართულებად, “ერის მამის“, ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმულის: “ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად!” გამოცხადება და ამის საფუძველზე ეროვნული ერთობის მიმართვის გაკეთება !
- 2025 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათში,“მამულიშვილთა ეროვნული ერთობის” გაფართოებული შეკრება,“ეროვნულ-სახელნწიფოებრივი დოქტრინის” სარეფერენდუმო ტექსტის მიღება და ეროვნული მოძრაობის მთავარი პრინციპების გაცხადება;
- 2025 წლის 31 მარტს,(სწორედ იმ დღეს,როცა 33 წლის წინ,საერთო სახალხო რეფერენდუმზე,სრულიად საქართველომ,პირველი მრავალპარტიული ეროვნული პარლამენტის და ზვიად გამსახურდიას წინადადებით გამოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი), გამოტანილი იქნას “ეროვნულ- სახელმწიფოებრივი დოქტრინა”, რომელმაც ისევე უნდა შეკრას ერთ ეროვნულ სხეულად სრულიად საქართველო, როგორც ეს მოხდა 1991 წლის 31 მარტს!
- 2025 წლის 9 აპრილს – შედგეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი ყველა მოწვევის პარლამენტის წევრთა შეკრება (ეს ინიციატივა ეკუთვნის უზენაესი საბჭოს პრლამენტართა ჯგუფს და 2 წლის წინ შედგა პირველი შეკრება). უნდა გაცხადდეს რეფერენდუმის შედეგები და პარლამენტარებს წარედგინოს „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამული დოკუმენტი (2009 წელი) „სამართლიანობის მანიფესტი“ განახლებული რედაქციით და წინადადება ახალი საარჩევნო სისტემით 2025 წლის ოქტომბერში არჩვნების ჩატარების თაობაზე, რომელმაც ახალ პრინციპებზე დაყრდნობოთ უნდა აირჩიოს “ეროვნული თანხმობის პარლამენტი”! მიღებული წინადადება წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.
- 2025 წლიდან გაგრძელდეს „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის სესიები იმ ქვეყნებში, რომლებშიც თანამემამულეთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს, საქმიანობს და 2025 წლის მაისისთვის – დასრულდეს საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დცვის საერთაშორისო ლიგის შექმნა და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შედგეს მისი პირველი შეკრება, რომელსაც წარედგინება 2006 წელს მიღებული და შემდგომში ხელისუფლებების მიერ იგნორირებული დოკუმენტის – „ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის“ განახლებული ვარიანტი.
- 2025 წლის მაისისთვის – დასრულდეს უმნიშვნელოვანესი წამოწყების: „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ კონცეფციის განახლება, ასევე განახლდეს ახალი რედაქციით მისი შეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან და 26 მაისისთვის განახლდეს „სახალხო სასამართლოს“ საქმიანობა (2012 წელს, „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით გაჩენილი იმედების გამო, მისი ფუნქციონირება შეჩერებული იქნა)
- 2025 წლის მაისისთვის – განახლდეს მუშაობა 2010 წლის 7 აგვისტოს მიღებულ დოკუმენტზე „ქართველებს, აფხაზებს და ოსებს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი – ნუ შევწირავთ ჩვენს მომავალს პოლიტიკოსებს!“ და ახალი რედაქციით წარედგინოს პარლამენტართა დიდ შეკრებას 2025 წლის 26 მაისს. ამავე დღესვე, გამოცხადდეს – „ქართულ-აფხაზური“ და „ქართულ-ოსური“ მისიების საქმიანობის განახლება, რომელიც შეჩერდა 2012 წელს, „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით გაჩენილი იმედების გამო.
2024 წლის 17 დეკემბრის „მეცნიერთა კონგრესის“ შეკრებამ განიხილა რა ეს ეს საკითხები, დაადასტურა, რომ ამ მეცნიერულ კონცეფციებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობილი მოძრაობა, იქნება ნამდვილად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ის შეაერთებს ეროვნულ და ზოგადკაცობრიულ იდეალებს იმ პრინციპით,რომელიც, ჯერ კიდევ 2006 წელში გაცხადდა “სახალხო კრებაზე” თანამემამულეთა 1000-კაციან შეკრებაზე და ქვემოთ გამოკვეთილადაა მინიშნებული:
„ ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!“ქართული” არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას. ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან..ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და მხსნელის ძებნა… ქვეყნის გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები! დავიხსნათ თავი გარედან მართული პარტიებისა და პოლიტიკოსებისგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ!“
ამავე დოკუმენტებში გამოკვეთილია ორი პოზიცია – ბიბლიური და ცივილიზებული სამყაროს!
ბიბლიური: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, ყველაფერში – სიყვარული
ცივილიზებული სამყაროს – ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად (ხაზგასმით ვამბობთ – დემოკრატიულად) არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
„მეცნიერთა კონგრესს“ მიაჩნია, რომ ქვეყანაში სწორედ ხალხის მიერ, უპირატესად, არაპოლიტიზებული ადამიანების მიერ, მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით, უნდა დაიბადოს ახალი ტიპის მოძრაობა, რომლის მიზანია ქვეყანაში დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა, რომ ფულისუფლების ქვეყნიდან გადავიდეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაზე !
სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის შემდგომაც გახდება შესაძლებელი, რომ ცივილიზაციის სათავეებიდა მომდინარე ქვეყანამ, მარიამ ღვთიშობლის წილხვედრმა საქართველომ შეასრულოს დიდი სულიერი მისია!
ეს არის უდიდესი ეროვნული გადაწყვეტილება, რომელსაც ვჭირდებით ყველანი, როგორც რიგითი ჯარისკაცები,ყოველგვარი ამბიციების გარეშე!
ჩვენ ამ დოკუმენტს ვუგზავნით საქართველოს საპატრიარქოს, ხელისუფლებას (პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს. პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს), მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ზოგადად, ყველა ტიპის მეცნიერული მიმართულების აკადემიებს, უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, პოლიტიკურ პარტიებს, საინფორმაციო საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. კარგი იქნება, თუ შევძლებთ შეთანხმებას ერთობლივ დოკუმენტზე.
გვაქვს მწარე გამოცდილება. მეცნიერებმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ყველა ხელისუფლებას მიმართეს კონსტრუქციული წინადადებებით. პასუხად იგნორირება მიიღეს. ბოლოს, 2016 წლის დეკემბერში, გავაკეთეთ მიმართვა: „უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი ეროვნული თანხმობისთვის. ამაზე უარის თქმას არ გვაპატიებს არც დრო და არც მომავალი!“ ვინც ამ დოკუმენტს წაიკითხავს, მიხვდება, მაშინ რომ გაეთვალისწინებინათ მეცნიერთა რჩევა, დღეს ამ მდგომარეობაში კი არა, ბედნიერებით სავსე სამშობლოში ვიქნებოდით.
ჩვენ თანამშრომლობას ვთავაზობთ ყველას. თანამშრომლობაა ძნელი, იგნორირება – ადვილი. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, ძლიერები – თანამშრომლობენ. ჩვენ არ ვცვლით პოზიციას: საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალია შურისძიებისგან და ქვეყნის გარეთ – ვალდებულებებისგან.
ვინ გაიზიარებს, ვინ – არა, ერთი ცხადზე უცხადესია: არც ერთ ისტორიულ ეპოქაში, ქვეყანას ისე არ სჭირდებოდა ერთობა ქვეყნის შიგნით, როგორც დღეს! რომ დაპირისპირება გარე ძალთა და დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესებში შედის და არა ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის. საქართველოს მოსახლეობას უნდა თავისუფლებაზე დამყარებული მშვიდობა და საქართველოს მოსახლეობას უნდა ის, რაც „მენციერთა კონგრესმა“ ასე ჩამოაყალიბა:
„საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს, ან საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გატანილი იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი.“
ჩვენთვის თვითმიზანი არ არის არც ვინმესთან თანამშრომლობა და არც ხვეწნა-მუდარა თანამშრომლობის თაობაზე. ჩვენი მიზანია, საქართველოს ჰყავდეს ასეთი ხელისუფლება. იგნორირება არ გვაწუხებს. ვინც გინდთ, ის იყავით ხელისუფლებაში, მაგრამ შეასრულეთ ის, რაც გევალებათ. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს ორი ფუნქცია: პირველი – შექმნას ქვეყანაში კონკურეტული გარემო, და მეორე – დაიცვას ადამიანი. სწორედ ამას ემყარება ჩვენი განმარტება ხელისუფლების თაობზე.
ჩვენ არც ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძვით და არც ოპოზიციის. ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად და ვფიქრობთ არა არჩევნებზე, არა ვინმეზე გამარჯვებასა და ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ – მომავლის საქართველოსთვის!
სწორედ ამ მიზნით შედგა მეცნიერებისა და ხალხის ერთობლივი პროგრამული დოკუმენტი: „ხალხის წერილი ხელისუფლებას“. ჩვენ ვრჩებით ამ წერილის და მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამული დოკუმენტების ერთგული და ვირჩევთ სხვა გზას, განსხვავებულს ხელისუფლებისგან და განსხვავებულს ოპოზიციისგან.
ვიქნებით ბედნიერნი, ხალხიც და ქვეყანაც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, თუ ვიმოქმედებთ შეთანხმებულად. ამაზე უარის თქმას, მართლაც, არ გვაპატიებს არც დრო და არც მომავალი! თუ ეს დოკუმენტი სრულად ვერ იქცევა სამოქმედოდ, ეს მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოისობით. ისტორიაში კი დარჩება, რომ ამ რთულ პერიოდში, მეცნიერები ფიქრობდნენ ხალხს და ქვეყანაზე.
ხელისუფლება უფროსობს (რაც შეცდომაა), ხელისუფლება ასამართლებს (რაც შეცდომაა), დრო ხელისუფლებებს ასამართლებს.
ისტორია განსჯის, მეცნიერების იგნორირებაა სწორი, თუ მეცნიერებაზე დაყრდნობა. ისტორია განსჯის, ჩვენი პოზიციაა მართალი, თუ ხელისუფლების, რომელმაც იგნორირება გაუკეთაიმ დოკუმენტებს, რომელთა ჩამონათვალსაც აქ ვაქვეყნებთ და რომლებზე დაყრდნობითაც შეიქმნა ეს დოკუმენტიც.
ვუგუშაგოთ საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ დიდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოძრაობაში!
მეცნიერთა კონგრესი
18 დეკემბერი,2024 წელი
პ.ს.
- ჩამონათვალი დიკუმენტებისა რომლებზე დაყრდნობითაც შეიქმნა ეს გაბედული პროგრამა…,რომელთა შექმნა დაიწყო2006 წლიდან ერთი მიზნით,რომ არსებობდეს მეცნიერული ფუნდამენტი ქვეყანაში სისტემური ცვლილებებისთვის, რომელთა გარეშეც ნებისმიერი ახალიხელისუფლება, გახდება ისეთივე, როგორიც წინა და ქვეყანაში პროგრესის ნაცვლად გვექნება რეგრესი,დაპირისპირება, მდიდარი გამდიდრდება და ღარიბი კიდევ მეტად გაღატაკდება..
1.მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო;
- „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ – ჩვენი ხედვა
- ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ;
4 .ხალხის წერილი ხელისუფლებას;
5 .ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის;
6.. სისტემური ცვლილებების 21 პუნქტიანი პროგრანა:”მთავარია. სამშობლო და ადამიანი,სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად;
- საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტი -“ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას;
- ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია;
8.ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა;
9.სახელმწიფო კაცების საკრებულო;
10 საქართველოს . პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის მიმართვა შემდგომი მოწვევის პარლამენტების წევრთა მიმართ
11.კონცეფცია -“ხალხი ქირაობს ხელისუფლებას“;
12.მშვიდობის ქართული პარადიგმა;
13.მართალი ტელევიზიის კონცეფცია;
14.პარტიათა ასამბლეის კონცეფცია;
- 15. 20-80 შევცვალოთ 80-20,ანუ,თუ დღეს სურსათის 80 პროცენტი შემოგვაქვს, 5 წელიწადში შევძლოთ მისი 20 პროცენტამდე შემოტანა,80 ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ;
16.პროგრამა -“წყალი”;
- 17. ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამა;
18.პროგრამა “ბალნეო -ტურიზმი”;
- 19. მეანაბრეთა პრობლემის მოწესრიგების პროგრამა;
20.დემოგრაფიული მდგომარეობის .გაჯანსაღების პროგრამა ;
21.პროგრამა-“ინოვაციური საქართველო!”
22 .40-მდე ეკონომიკური პროექტი-პროგრამა,რომელთა მიზანია მოკლე პერიოდში, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში, მოსახლეობის 95 პროცენტი გახდეს მოტივირებული,ქვეყანა გადავიდეს შესახლებლის მაქსიმუმზე მუშაობის პირობებში, დასრულდეს მოსახლეობის ბრძოლა არსებობისათვის,გადავიდეთ შესაძლებლობათა რეალიზაციის გარემოში!