"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
ლუარა ნიჟარაძე: ჩემი,როგორც ემიგრანტის ხმა საქართველოს!

შორიდან ვუყურებ რა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს,გული მიკვდება ,გულგრილი ვერ დავრჩები,თუმცა ვიცი ჩემი ნათქვამიც ზღვაში წვეთია ,მაგრამ მაინც ვეცდები მივაწვდინო ჩემს სამშობლოს ჩემი ხმა.
ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში ,მოიტანა ოცნების და ოპოზიციის კოჰაბიტაციამ,ფაშისტურმა ლიბერალიზმმა,რომელსაც საქართველომ ფართოდ გაუღო კარები ,და ისე შემოგვაპარეს ,ოჯახებში დაგვაპირისპირეს ერთმანეთს,როდესაც “ტუალეტის პოეტები” პრემიაზე წარადგინეს და ეს რეალობად მივიღეთ,როდესაც თამარ მეფე “ბოზად” შეგვასაღეს და პრეზერვატივზე მიგვიხატეს,როდესაც ქართული კულტურის სიმბოლო ჩოხა-ახალუხი და ქართული ცეკვის სამოსი გეიებს ჩააცვეს და “პოპური” აცეკვეს,როდესაც ქრისტე ღმერთს და დედა ღვთისმშობელს ტრანსგენდერები ამასხარავებდნენ ,ჯვარს და ლოცვას დასცინობდნენ,სარწმუნოება შეგვიბღალეს და ეს თავისუფალი ნების გამოხატვად შემოგვასაღეს,რომ ეს არის თავისუფლება,ერის მამა ასეთი თავისუფლების მიმდევრად წარმოგვიჩინეს.ამ ყველაფერზე პროტესტი იმდენად უნიათო იყო, რომ დემოკრატიის შუქურად შერაცხეს ფაშისტურ ლიბერალიზმს ამოფარებული ახალგაზრდა თაობა.თუ ვინმე ხმას ამოიღებდა თავისუფლების ,დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლებად ნათლავდნენ და “რუსო”,რუსის მონა”-ო უძახოდნენ,როდესაც ტუალეტში დაწერილი ლექსი , პოეზიის შედევრად მონათლეს და ტუალეტის პოეტები პოეტებად შემოგვასაღეს,როდესაც ახალგაზრდა თაობა ტაშს უკრავდა ერთერთ შეკრებაზე უმშვენიერესი გოგოს უწმაწური ენით დაწერილ “უწმაწურ პოეტურ შედევრს” და ხარხარებდნენ,აი ესაა პოეზიაო,ტუალეტში საკითხავი ლექსების ავტორი პრემიაზე წარადგინეს.ამით არამარტო პოეზია ,არამედ ჩვენი ბუმბერაზი სიტყვის ოსტატები დააკნინეს და ახალგაზრდების ცნობიერებაში დრომოჭმული პოეტების ქმნილებებად გაასაღეს ჩვენი კლასიკოსები,განა ეს აკმარეს ,არა,ეს დრომოჭმული კლასიკოსები ,სასწავლო პროგრამიდანაც კი ამოიღეს ,ამოიღეს რათა პატრიოტული სულის შემოძახილი ჩაეხშოთ ახალ თაობაში, პატრიოტიზმი ლიბერალური ფასეულობებით ჩაანაცვლეს.
ჩვენ არც მაშინ ვიღებთ ხმას ,როდესაც გვავიწყებენ დავით აღმაშენებლს და შოთა რუსთაველს,ჩვენი ისტორიის ორ უდიდეს მწვერვალს.თორმეტწლიანი მმართველობის შემდეგ გამოვა პრემიერი და იტყვის:სამწუხაროდ შეცდომებია დაშვებული განათლების სისტემაშიო,ამ ნათქვამს მოუწონებენ საზოგადოების წარმომადგენლები და პრემიერს ხოტბას შეასხამენ, აი პრემიერმა “განათლების რეფორმაა საჭიროო”,თითქოსდა 12 წელი დრო არ ჰქონდათ განათლებაზე ეფიქრათ…!
არც ეს გვაკმარეს, თურმე პრეზიდენტიც კი შეიძლება მივიღოთ,რომელსაც არანაირი საუნივერსიტეტო განათლება არ მიუღია,თუ თანამდებობებზე განათლებული ადამიანები არ გვეყოლება არაფერი დაშავდებაო,თურმე შესაძლებელია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ესა თუ ის თანამდებობა,ანუ ამ დონეზე დააკნინეს განათლება!!!! საზოგადოების “განათლებულმა” ნაწილმა აქაც ხოტბა შეასხა ხელისუფლებას და არჩევანი მოუწონა!!!!
დიახ ,ეს ყველაფერი საზოგადოების წაყრუებამ და ინდიფერენტულობამ მოიტანა ,ხელისუფლებებისადმი მაამებლურმა დამოკიდებულებამ ინტელიგენციის იმ ნაწილისა,ვისაც სიტყვა ეთქმის ამქვეყანაში!!!
დღეს უმძიმესი კრიზისია ,გნებავთ პოლიტიკური,გნებავთ ეკონომიკური,და საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ,ისევ ხელისუფლებისადმი მაამებლურად მოიხრის ქედს და იტყვის :აბა ქვეყანას ხომ არ ავარევინებთო,თითქოსდა ოცდაათი წელი არ ვცხოვრობთ არეულ და ქაოტურად მართულ ქვეყანაში!!!
ქართველი ერის 80% -მა ევროინტეგრაცია აირჩია და თავისი ნება დააფიქსირა,რაც აისახა კონსტიტუციაში ,ქართველი ერის ოცნება ახდა და საქართველო გახდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი,დაუბრუნდა თავის პირვანდელ მდგომარეობას ,საიდანაც იწყება ქართველი ერის ეთნოგენეზი , საქართველო როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი ,დაუბრუნდა საკუთარ ოჯას,მივიღეთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.
ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება იმ უამრავი ადამიანის თავდადებამ მოიტანა ,ვისაც სჯეროდა და სჯერა ნამდვილი ტრადიციული ღირებულებებისა და ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპის .
ისტოროული წყაროებითაც ხომ დასტურდება, რომ ,საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია,ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ რუსეთის ნაწილი ,გარდა ბოლო ორი საუკუნისა,და ყოველთვის ვესწრაფვოდით მოგვეპოვებინა რუსეთისგან დამოუკიდებლობა,რასაც რუსეთი გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა,
დღესაც თითქოს ისტორიული ჩარხის საჭეს ჩაბღაუჭებია მტერი და საპირისპიროდ უნდათ დაატრიალონ,ღიად თუ ფარულად სწორედ ამის ნიშნები იკვეთება.
ყოველთვის მითქვამს და დღესაც გავიმეორებ,რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო აუცილებელი და მნიშვნელოვანია,მაგრამ არამც და არამც სტრატეგიული გეზის შეცვლის სანაცვლოდ!!!
დღეს ამ რთულ ვითარებაში ,არანაირი აუცილებლობა არ იდგა ,პრემიერს განეცხადებინა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ვაჩერებთო,შემდგომ დღეებში უკვე შეცვლილი რიტორიკა ,რომ ჩვენ ევროინტეგრაციის ერთგულები ვრჩებითო , აგორებულ პროტესტს უკვე ვეღარაფრით ჩააცხრობს.
მთავრობის მიმართ მაამებლურად განწყობილმა , თავდახრილმა საზოგადოების ნაწილმა, ახლაც მოუწონა პრემიერს განაცხადი :”აბა ევროპაში არ გვიღებენო და რა აზრი აქვსო…”,ამ რიტორიკით ვითომ უფრო პატრიოტებად მოგვაჩვენებენ თავს ,და ვინც ამ რიტორიკას არ ვიზიარებთ “ნაცები ხართო,სწორ მხარეს არ დგახართო”… !??
არც ოპოზიციის ქმედებებია მისაღები და არც მთავრობის პოლიტიკაა სწორი,ეს ორივე ძალა ერთმანეთს ასაზრდოებენ და ასე მოდიან ოცდაათი წელი ერთმანეთთან პინგპონგის თამაშით,ამ უსულგულო ქმედებებით დააჩოქეს საქართველო,მეორეხარისხოვნად აქციეს ხალხი,ეკონომიკური კეთილდღეობა მხოლოდ მათ “ჯიბეზე”აისახება,ბოლოს ისიც კი შეძლეს ,რომ თუ ცივილიზებული სამყარო ბოლო ათეული წელია გვცნობდა ,როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს,დღეს იგივე ცივილური სამყარო ემიჯნება ჩვენს ქვეყანას,შედეგად საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯი საკმაოდ დაზიანდა ,რომლის პასუხისმგებლობაც ეკისრება ორივე ძალას -პიზიციასაც და ოპიზიციასაც!!
ყოველივე ამის შედეგად მივიღეთ უკიდურესად მძიმე ვითარება,,”აბა ომი გინდას” რიტორიკით ჩატარებულმა საარჩევნო კამპანიამ, მოგვიტანა შიდა ქაოსი ,საერთაშორისო იზოლაცია ,რამაც შეიძლება ეკონომიკური კოლაფსი შექმნას ქვეყანაში.
ურთიერთ დაპირისპირებამ და ხელისუფლების სკამებისთვის ბრძოლამ,შეცდომითმა პოლიტიკამ გამოიწვია რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ,დღეს ურაპატრიოტიზმზე გადაეწყო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც,სინამდვილეში არცერთს და არც მეორეს, ნამდვილ პატრიოტუზმთან არაფერი საერთო არ აქვთ,თორემ ამ მდგომარეობამდე არანაირად არ მივიდოდით!!!
დღეს სამართებლის პირზე გავდივართ,სადაც უპირველესად უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას!!!!
იმავდოულად პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების იმ ნაწილს,რომელიც ამართლებდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას ,და რომელიც დღეს ამართლებს ამჟამინდელი ხელისუფლების თორმეტწლიან პოლიტიკას და დღევანდელობას!
ბარიკადების ორივე მხარეს უკიდურესად დაპირისპირებული გახლეჩილი ერი დგას‼
იქმნება საშიშროება, შექმნილი მდგომარეობით ისარგებლოს არაკეთილისმოსურნეებმა და ჩვენს სახელმწიფოს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს!!!
მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებ ორივე მხარეს ,დაიცვან თავისუფალი ნების გამოხატვის დემოკრატიული უფლებები და მშვიდობიანი მანიფესტაციის პრინციპები!!!!
მთავრობის მიერ დღემდე გაკეთებილი განცხადებებიდან ,პირადად ჩემთვის ბევრი რამ იყო მიუღებელი,ხელუსუფლება ხალხს ასე არ უნდა ატყუებდეს,იმის მტკიცება რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგვაქვს ,გამოგვაქვს ბატონო,ამისთვისაა საჭირო განათლება!!!! კარგად ვაცნობიერებთ შექმნილ რეალობას!!!
ტოქსიკურად ემგვანებით ნაციონალურ მოძრაობას,რომელიც დღემდე თქვენი “საპროგრამო ნაწილია” და სრულიად აცდით მთავარს:ხელისუფლება არის ის ,ვინც ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე!!! ხალხი კი თვითგადარჩენის მიზნით იძულებით გარბის ქვეყნიდან,სამაგიეროდ იმატებს უცხო ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების რიცხვი.თქვენ არამარტო ქვეყანა მიიყვანეთ უფსკრულამდე,არამედ დემოგრაფიული კოლაფსის საშიშროებაც თქვენივე წყალობაა!!!
სასურველი იქნებოდა გონიერი ოპონენტები პარლამენტში ,რომლებიც ერთმანეთზე “ჭორაობით” კი არ დაკავდებოდნენ,არამედ საქვეყნო საკითხებზე იმსჯელებდნენ,დღეს პარლამენტს თავისი ფუნქცია აქვს დაკარგული !!!
სამწუხაროა ,რომ მეცნიერთა კონგრესის წევრებს,ისე როგორც მეცნიერთა კონგრესის წინადადებებს და მომავლის პროგრამებს,იგნორს უკეთებს ,როგორც სახელუსუფლო რგოლი,ისე ოპოზიცია,არადა ქვეყანას გამოიყვანდა კრიზისიდან ეროვნული თანხმობის პარლამენტი,21 პუნქტიანი მომავლის პროგრამა და ეროვნული დოქტრინა ,რომელსაც მეცნიერთა კონგრესი სთავაზობს ხალხს და ქვეყანას!!!
მეცნიერთა კონგრესი გონებრივი ძალით მოქმედებს და არა ქუჩაში გამართული მანიფესტაციების ძალით,მეცნიერები დარბაზებში მსჯელობენ ,რომელთა არაერთი წერილი თუ მიმართვა ,რეაგირების გარეშე დატოვა როგორც ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა ,ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა!!!
ყოველივე ამის დასკვნა ისაა,რომ გონიერი და გამოცდილი ხალხი” ჩარეცხეთ” და შედეგიც სახეზეა!!!!
ქვეყანაში დამკვიდრდა ძალისმიერი მეთოდებით სახელისუფლო რგოლის “დაპატრონება”,გზა ჩაეკეტა გონიერებას,პატიოსნებას,სიმართლეს,არ ხდება პროტესტი სოციალურ თემებზე,ეკონომიკურ კეთილდღეობაზე,ჯანდაცვაზე,განათლებაზე,უმწეო ბავშვების დაცვაზე,მშრომელთა უფლებებზე,მინიმალურ ხელფასსა და პენსიაზე,არამედ პროტესტი და ბრძოლა მიდის ხელისუფლების დაპატრონებისთვის,მოიშალა და მოირღვა სისტემაზე აწყობილი სახელმწიფოს მართვა !!!
სახელმწიფოს მართვა სისტემას უნდა ეყრდნობოდეს და არა რომელიმე პარტიას,თუ პიროვნებას,ასეთად მართული ქვეყანა მხოლოდ გარე ძალებს აწყობთ და სწორედაც გარედან მართული ფეოდალი პოლიტიკოსების და პარტიების ხელშია საქართველო!!!
ვთვლი რომ “მეცნიერთა კონგრესი” არის ის რგოლი,რომელიც სწორი გზით წაიყვანს ქვეყანას!!
მეცნერთა კონგრესის მთავარი დევიზი იყო და რჩება:ქართული მხოლოდ ქართული გზა,ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!!
თუმცა იქამდე ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი უნდა დამთავრდეს და ამას სუფთა და გონიერ პიროვნებათა პარლამენტი სჭირდება,რომელიც ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე ნამდვილ ოპონირებას გაუწევს ხელისუფალთ და არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული.
რაც მეტი გონიერი ,პატრიოტი და სუფთა ხალხი გაერთიანდება “მეცნიერთა კონგრესის”ირგვლივ,მით მეტი შანსი გაჩნდება,რომ ქვეყანა ვიხსნათ გარედან მართული პოლიტიკური ძალებისაგან!!!
სოლიდარული ვარ ყველა იმ პროტესტანტის მიმართ,ვინც გულწრფელ პროტესტს გამოხატავს საქართველოს უკეთესი მომავლისათვის!!!!
როცა ვითხოვთ უფლებებს,ნუ დაგვავიწყდება მოვალეობები სამშობლოს წინაშე,თითოეული მოქალაქე მოვალეა დაიცვას საკუთარი სამშობლო!!!
სამშობლოს დაცვაა ვიპოვოთ კომპრომისი ქვეყნის შიგნით,
სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფალთ ,ისე ოპოზიციას!!!
ქვეყანას ნუ გადატეხავთ!!!
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ლუარა ნიჟარაძე
იტალია,ფლორენცია
2024 წ.30 ნოემბერი