"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
ლუარა ნიჟარაძე: მოვლენების შეფასება და მიმართვა ბიძინა ივანიშვილს
ვუსმინე რა ქართული ოცნების წინასაარჩევნოდ გაცხადებულ ოთხ საკითხს,მივხვდი რომ ქვეყანა ამ რეალობაში არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ჩიხში შევა ,ვიდრე დღეს არის.
მივყვეთ ცალცალკე დასახელებულ იმ ოთხ პუნქტს ,რაზედაც ქართული ოცნება ამომრჩევლისგან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ითხოვს,გეგონება წინა პარლამენტში თითქოს არ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა,ხომ ჰქონდათ არაა???ვინ უშლიდათ ხელს ,გადაწყვეტილების მიღების უფლება მათ მხარეს არ იყო???
მარტო აქედან უნდა მიხვდეს ხალხი რომ თვალებში ნაცარს აყრიან ,ხალხიც დუმილს არჩევს,ვიდრე სიმართლეს შეხედოს ღიად და ამოვიდეს დამონებულის როლიდან.
პირველი პუნქტი : უნდა გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობაო !ჯერ ერთი იმ წლების მთავარი შემომქმედი ციხეში ზის უკვე,რამდენიმემ სასჯელი მოიხადა და განთავისუფლდა ,იმუნიტეტიც აღუდგინეს,კოჰაბიტაციაში იყვნენ 12 წელი ნაცმოძრაობასთან და ახლა წინასაარჩევნოდ გაახსენდათ ,თურმე გასამართლდნენ და აიკრძალოს უნდა ოპოზიციური რამდენიმე პარტიაო,ამას მმართველი გუნდი კი არა ,სასამართლო წყვიტავს, ეს ერთი ,და მეორე ,რომელ დემოკრატიაში წერია აუკრძალო ოპოზიციას არსებობა,ანუ დიქტატორული რეჟიმის დამყარების ნიშნებს ვხედავ!?
დიქტატორები ადრე თუ გვიან ძალიან ცუდად ამთავრებენ თავიანთ რეჟიმს.მმართველ გუნდში რომ არის კორუფცია და ნეპოტიზმი ამაზე რატომ არაფერს ამბობენ,სამშობლოს ღალატის შესახებ კანონზე რატომ არაფერს ამბობენ,რომ განისაზღვროს ვინ არის მოღალატე და ვინ-ვინ არის ქართულ პოლიტიკაში მართლა და მართლა ამ ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე,ამაზეც რატომ არაფერს ამბობენ???
მეორე პუნქტი:ლგბტ თემის წინა პლანზე წამოწევა და მისთვის საკანონმდებლო მნიშვნელობის მინიჭება,რა კანონი სჭირდება სექსუალურ უმცირესობის არსებობას,ეს ყველგან და ყველა დროში არსებობდა ,არსებობს და იარსებებს.სექსუალური გადახრები არის ავადმყოფობა და მათი უფლებებიც დაცული უნდა იყოს. ის რომ ოჯახი და ოჯახური ტრადიცია ბუნებრივ ქრისტიანულ კანონზომიერებას წარმოადგენს და რელიგიურ საფუძვლებს ეყრდნობა ,ამას ადგენს ბუნებრივი კანონზომიერება მთელს მსოფლიოში .არასდროს,არცერთ დროში მსოფლიოს საუკუნოვანი ათწლეულების არსებობის მანძილზე დედამიწაზე ,ეს კანონზომიერება არ დარღვეულა,და ოცნების კანონები ამას არ სჭირდება,ეს არის ამომრჩევლისთვის სატყუარა და სპეკულაცია წინასაარჩევნოდ!
მესამე პუნქტი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ტერიტორიული მოწყობის საკითხი,გამაოგნებელია რასაც ამბობენ ,კონფედერაციის შექმნით აფხაზეთს და ოსეთს ვიბრუნებთო,ვის ატყუებენ,ვინ იტყუებს თავს???შექმნა კონფედერაცია ნიშნავს, აღიარებ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ,იგივე სამაჩაბლოს , ცალკე სახელმწიფო ერთეულად, რომელიც რუსეთის გარდა არავის არ აქვს აღიარებული ,გამოდის ცალკე სახელმწიფოებრივ ტერიტორიულ ფუნქციას ანიჭებ კონფედერაციაში ,რომლიდანაც როცა უნდათ მაშინ გავლენ,აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის იურისდიქციის ქვეშ არიან და ამ სატყუარათი საქართველოც უნდათ მოაქციონ რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ,ეს არის საბოლოო ფარული მიზანი,ამაზე არ შეიძლება თვალები დავხუჭოთ, ეს არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ,ეს უომრად დათმობაა ჩვენი სუვერენიტეტის ,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი ,რისთვისაც ორი ომი უკვე გადავიხადეთ .
მეოთხე ფარული პუნქტი, რომელიც ჯერ ვერ განუცხადებიათ,ვეჭვობ რომ კონსტიტუციიდან უნდათ ამოიღონ საქართველოს დასავლურ-ევროატლანტიკური კურსი ,თუმცა ღიად ჯერჯერობით ამას ვერ აცხადებენ,შეფუთავენ რაიმენაირად,რომ ხალხში მღელვარება არ გამოიწვიოს,რადგან ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნებაა,და ამის ღიად გაცხადება ჯერჯერობით ეშინიათ.ჩვენი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლადო, ,ვინ გვართმევს ეროვნულ თვითმყოფადობას ????? ღიად განაცხადეთ მაშინ რა დგას ამის უკან???
თუ კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღება უნდა მოხდეს სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი!! რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენაა ღალატი,მაშინ როდესაც გაეროს საერთაშორისო ტრიბუნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას გულისხმობს,და მოუწოდებს რუსეთს დატოვოს საქართველოს ტერიტორია, ამას რომ საწინააღმდეგოდ შეაბრუნებ ,თითქოს დასავლეთი ეროვნულ თვითმყოფადობას გვართმევდეს , ღალატი თუ არ არის ,აბა სხვას რას ჰქვია ქვეყნის ღალატი????
პირადად ჩემთვის,რომელიც ოცი წელია ვიმყოფები ევროპის ერთერთ ძლიერ სახელმწიფოში ,ევროპა არის ადამიანური დემოკრატიული უფლებების დაცვა,სადაც ოჯახი ოჯახია,ქალი ქალია,მამაკაცი მამაკაცია,დედა დედაა და მამა მამაა,სხვა არანაირი მსგავსი რამ მე ამ ოჯახებში არ მინახავს,მეტიც,საერთოდ არ იგრძნობა სექსუალრი უმცირესობების არსებობა,ადამიანებს აქვთ შრომის და დასვენების ნორმალური პირობები,სათანადო ანაზღაურება ,რომელიც მშვიდი ცხოვრების პირობებს უქმნით,აქვთ გარანტირებული დაცული მოხუცებულობა ,მთელი თავისი სერვისით!
თუმცა იმისთვის რომ ჩვენც იგივე გვქონდეს ,საკმარისია ხელისუფლებების კეთილი ნება,არის თუარა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის კონსტიტუციური უფლებები დარღვეული???დიახ არის!!!
მოკლეთ ,მაშინ როდესაც ქვეყანა ლამის არის დაიცალოს ქართველებიდან,როდესაც ახალგაზრდობა აღარ დარჩა და გარბის ქვეყნიდან,როდესაც ქართული ოჯახები დაინგრა ,დედები მოაცილეს ოჯახებს და იძულებული გახადეს წასულიყვნენ ქვეყნიდან ოჯახების გადასარჩენად ,უცხო ქვეყნებში მონური შრომით ინახავენ საკუთარ ოჯახებს,როდესაც ბავშვები უდედოდ დატოვეს ,უდედოდ გაზრდილი თაობა რა შედეგის მომცემია, ამის უარყოფით მხარეებსაც იგრძნობს ქვეყანა და ოჯახიც,ცალკე თემაა ოჯახს მოწყვეტილი დედის სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ,რომელსაც ბევრი ვეღარ უძლებს და ფსიქიკური აშლილობა შეინიშნება ბევრ ემიგრანტში,როდესაც სამუშაო ადგილები არ იქმნება,როდესაც მოხუცები შიმშილობენ,როდესაც არსებობის პერსპექტივა არაა ქვეყანაში ,როდესაც არ იქმნება ოჯახები,იკლებს შობადობა ,დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით რამდენიმე წელიწადში,რა ჰქვია ასეთი ქვეყნის მმართველობას ????არ არის ეროვნული გენოციდის ტოლფასი ეს ყველაფერი???და ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს,???ვინ შეიძლება გასამართლდეს ამ ყველაფრისთვის????აბა ომი გინდას რიტორიკით ხალხის დაშინება ,არ არის ტერორი???რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ომი,ხელისუფლება იმისია რომ მშვიდობა შეინარჩუნოს და იმავდროულად იზრუნოს ქვეყნის განვითარებაზე ,ეკონომიკაზე,ხალხზე.
ოცდაათწლიანი ხელისუფლებების მძევალია დღეს ქართველი ხალხი,
მმართველი გუნდის მთავარი პრიორიტეტი არჩევნების მოგება, მათი სიმდიდრის შენარჩუნებაზეა გათვლილი და არა ხალხის კეთილდღეობაზე!!!
ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკაც არის ქვეყნის ღალატი,რადგან იმ ძარღვს უჭრი ქვეყანას,რომლითაც შესაძლებლობა იქმნება თავი დააღწიო რუსეთის მუდმივ წნეხს.საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ ,თუმცა ვიზრუნოთ საკუთარი სუვერენიტეტის გასამყარებლად.ისტორიულად ყოველთვის მოტყუებული რჩებოდა საქართველო რუსეთთან პოლიტიკური გარიგებების დროს.
და ბოლოს, გაკოტრებული საქართველო და ბნელი წლებიც გვახსოვს..
ევროკავშირის ღია კარი იძლევა პერსპექტივას ქვეყნის გაძლიერების და დემოკრატიული ძლიერი სახელმწიფოს შექმნის,თუნდაც ამ კარში რამდენიმე წელი ვიდგეთ,დღეს ამ კარის დახურვაც ქვეყნის ღალატია .არადა ასეთი რიტორიკით სწორედ ამის საშიშროება უდგას ქვეყანას!!!
არავინ არაფერს არ გახვევს ძალით თავს,თუ შენ სწორ საგარეო კურსს აიღებ და სწორი პოლიტიკური თამაშის წესებით ითამაშებ,საქართველოს ინტერესი უნდა მოარგო სხვა ქვეყნების ინტერესებს და ერთი ქვეყნის დახმარებით შეძლო მეორესთან ურთიერთობის აწყობა ისე,რომ შენ გამოხვიდე გამარჯვებული.ესაა პოლიტიკური ჭადრაკის სწორი სვლა,და ამ სვლების გაკეთება მხოლოდ ძლიერ პოლიტიკოსს შეუძლია ,ისე რომ ქვეყანა არ დააზარალოს,დღეს ასეთი პოლიტიკოსი არამარტო სჭირდება ქვეყანას,არამედ ასეთი პოლიტიკოსის პოლიტიკაში შემოსვლა ხალხის დაკვეთა უნდა იყოს !!!!
საზოგადოებას მინდა ისიც ვუთხრა ,რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ძალიან კარგად ინარჩუნებენ საკუთარ თვითმყოფადობას,და არაფერი არ ემუქრება არც მათ ეროვნულ ტრადიციებს და ღირებულებებს ,არც მათ სუვერენიტეტს და არც მათ ოჯახურ ფასეულობებს,ეს ანტიევროპული რიტორიკა მხოლოდ საქართველოში იკიდებს ფეხს.ზოგადად ქვეყნისთვის საზიანოა როგორც ანტი რუსული კამპანია,ისე ანტი დასავლურ-ევროპული კამპანია,რა გვინდა ჩვენ ;ვიყოთ დამონებული ქვეყანა იმპერიების ხელში ,თუ გვინდა ვიყოთ შემდგარი სახელმწიფო???
ძლიერ სახელმწიფოდ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შევდგებით, თუ ქართულ ინტერესს მოვარგებთ ყველა გარე ფაქტორს,როგორც მეცნიერთა კონგრესს აქვს კურსი აღებული:ქართული მხოლოდ ქართული გზა ,ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!!!
დღეს დასჭირდათ ეროვნული თემებით მანიპულირება საარჩებნოდ,ყალბი ეროვნულობის ბრალია დღემდე რომ ვერ შევდექით სახელმწიფოდ!!!
ეს არ არის სახელმწიფო!!!
სახელმწიფოა სადაც ერის ინტერესებია გათვალისწინებული,ხალხი სადაც ცხოვრობს კარგად ,იქაა სახელმწიფოც !!
სახელმწიფოში არის სოციალური თანასწორობა,ჩვენთან კი თანასწორობა მორღვეულია ,უკიდურესი სიღარიბე და უმდიდრესი ჩინოვნიკები , ასეთია სოციალური ზღვარი ჩვენთან.სახელმწიფოში არის დემოკრატია,ჩვენთან პარტიათა მონათმფლობელობა,პარტიული მონოპოლიაა ,და ახლა დიქტატორულისკენ მიგვაქანებენ!
ამ თემებზე ბევრი რამის გაშლა შეიძლება,თუმცა აქ შევჩერდები…!
ბუნებრივია საზოგადოებას უჩნდება კითხვა:-სად არის გამოსავალი???
მთელი ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ გამოსავალია მეცნიერთა მიერ შემუშავებულ ინოვაციური პროგრამების ამოქმედებაში,ეროვნული ინდუსტრიული პოლიტიკის გატარებაში,მეცნიერთა კონგრესის 21 პუნქტიანი პროგრამით მართვის სისტემის შეცვლაში,რეფერენდუმით ეროვნული დოქტრინის მიღებაში ,ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამის ამოქმედებაში.აი ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი ეროვნული იდენტობის დასაცავად,ესენი უნდა დავუპირისპიროთ პარტიათა მონოპოლიას და მმართველი პარტიის უნიათო კამპანიას,ეკონომიკა სამუშაო ადგილების შექმნა ,ადგილობრივი რესურსის ამოქმედება ,მეტი ექსპორტი და ნაკლები იმპორტი,შესაბამისად ხელფასების და პენსიების ზრდა,ეროვნული თანხმობის პარლამენტი ,ესაა რასაც გვთავაზობს მეცნიერთა კონგრესი და ესაა გამოსავალიც!!!
მივმართავ საზოგადოებას ,ხალხს ,ელიტარული წრის წარმომადგენლებს,მწერლებს ,შემოქმედებით კავშირებს ,არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმდენად,რამდენადაც დღეს ერთი კაცის ნება-სურვილზეა აგებული საქართველოს მართვა,მივმართავ თავად ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც,დავფიქრდეთ რა გვინდა ,საით მივდივართ…????
ნუ ვანაცვალებთ პირად კეთილდღეობას და ნუ გავანადგურებთ ჩვენივე ხელით ქვეყანას!!!
მშვიდობა და უფლის წყალობა ქართველ ერს და ძლიერება სრულიად საქართველოს!!!
პატივისცემით ,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ლუარა ნიჟარაძე
2024 წელი.25 აგვისტო
იტალია
Facebook Comments