მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ეს ჯანსაღი ეროვნული პროცესია, მას ყველას მხარდაჭერა სჭირდება

პრესრელიზი

დღეს, „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარემ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა , ჯუმბერ კოპალიანმა, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, კანცელარიაში ჩააბარა „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტი და წერილი პრემიერ-მინისტრისთვის გადასაცემად., რომელშიც, მეცნიერები სთავაზობენ ამ დოკუმენტის განხილვას მთავრობის სხდომაზე, მეცნიერთა მონაწილეობით.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, გელათში, 8 თებერვალს, დავითობას, დაიწყო ჯანსაღი პროცესი , რომელსაც ურთულესი პარტიული დაპირისპირებისა და პარტიულ სამთავროებად დაყოფილ დღევანდელ რეალურ ყოფაში, საფუძვლად უდევს ერის მამის, ილია ჭავჭავაძის მიერ ჩამოყალიბებული, მართლაც, ეპოქალური პრინციპი „ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.

ამ პროცესს სჭირდება მძლავრი საინფორმაციო მხარდაჭერა. ამის გარეშე, მეცნიერებს ვერ წარმოუდგენიათ ქვეყანაში არსებული მძიმე პროცესების დაძლევა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პროცესს, ასეთივე განწყობის საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერა ექნებათ. ხალხი დაინახავს და შეაფასებს, რომელი საინფორმაციო საშუალება როგორ დადგება ამ დიდ ეროვნულ საქმესთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის, რომ გაახლებთ როგორც „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს, ასევე წერილს პრემიერ-მინისტრისადმი.

ინფორმაციისთვის: დოქტრინის პროექტი მეცნიერებმა გადასცეს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, საქართველოს პრეზიდენტს  ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს. ორ დღეში დასრულდება ამ დოკუმენტის გადაცემა ქვეყანაში მოქმედი აკადემიების პრეზიდენტებისა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისთვის.

„ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ წევრები გეგმავენ ღია შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში,. მიღებულია გადაწყვეტილება, გ ანხილვის შედეგები მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის შეჯამდეს ისევ გელათში, საზოგადოებრიობისფ ართო მონაწილეობით და შემდგომ, წარედგინოს საქართველოს პარლამენტს, პარალელურად, შეგროვდეს ხელმოწერები ამ დოკუმენტის საერთო-სახალხო პლებისციტის (სასურველია რეფერენდუმის) გზით მიღებისთვის.

მეცნიერები, ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ წევრები გამოთქვამენ იმედს, რომ ამ დოკუმენტის განხილვაში ჩაერთვება მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი, რიგითი მოქალაქეები ქვეყანაში და ჩვენი თანამემამულეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„ქართული ერთობის დარბაზის“ პრეს-ცენტრი
12.03.2024

 

წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ეროვნული დოქტრინის პროექტი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *