პროექტი 22.11.2023
(ფრჩხილებში მინიშნებულია დედანთან შედარებით განსხვავებული ვარიანტები
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა
(ქართული დოქტრინა… ეროვნული დოქტრინა…. ქართული სახელმწიფოებრივი დოქტრინა)
ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! (ი.ჭ)
(ქვეყანა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს)
განმარტებისთვის,: აქ წარმოდგენილია მომავლის საქართველოს უპირველეს საკითხთა ჩამონათვალი. დოკუმენტი შედგა მეცნიერების ინიციატივით, საზოგადოებასთან ფართო დათათბირების შედეგად. მისი მიღება მოხდება საერთო-სახალხო რეფერენდუმით,. მისი შეცვლა, ნებისმიერი პუნქტის ამოღება, ან მისთვის ახალი რედაქციის მიცემა ხდება ასევე საერთო-სახალხო რეფერენდუმით. დოქტრინა საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის ახალ კონსტიტუციას
დოქტრინის ძირითადი დოკუმენტი
ჩვენ ვაღიარებთ, რომ გლობალიზაცია არის კაცობრიობის განვითარების ობიექტური კანონზომიერება და ის უნდა იქნას მიღებული, როგორც რეალობა. ჩვენი მიზანია, ამ რეალობაში ქვეყნის შესაძლებლობათა სრული კონცენტრაცია (ინტეგრაცია)
ეროვნული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება-განვითარებისთვის.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულმა 33 წელმა ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო, სრულად ვერ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის სასურველი იქნებოდა, ჩვენი ისტორიისა და მომავლის გათვალისწინებით. საქართველო კატასტროფულად აგვიანებს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო. (ეს შეიძლება იყოს, ან თავისთავად იგულისხმება ნათქვამში, გარე მიმართებაში ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ. შიდა მიმართებაში – გამუდმებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც უკვე მთელ საზოგადოებას მოედო და პერმანენტული ხასიათი მიიღო, ხელისუფლების განდევნისათვის ბრძოლამ, რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ ეტაპზე შევქმენით). შედეგად, ერთი მხრივ, ერი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუზერენია, ვერაფრით ვერ გახდა ქვეყნის პატრონი, მეორე მხრივ, საზოგადოებამ ვერ შეიძინა სამოქალაქო ღირსებისა და სამოქალაქო პროტესტის გრძნობა.
ჩვენ არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. დასაბამი უნდა მიეცეს მეცნიერული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური აზროვნების შერწყმას. უნდა დავნერგოთ პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება -საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ, აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.
ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს ის, თუ როგორია ქვეყანაში დამოკიდებულება ნიჭისა და ინტელექტისადმი. მომავლის საქართველო სრულად უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციაზე და მიზნად უნდა იქნას მიჩნეული საქართველო, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანა.
ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ წარსულის შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება-დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედდების სახელმწიფო.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ქართული დოქტრინა“ არის სწორედ ქართული ინტერესის გამომხატველი მთავარი დოკუმენტი, რაც დასტურდება აქ ჩამოყალიბებულ კონკრეტულ პუნქტებში.
- საქართველოს წარსულის, დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეუხებელია ოჯახის, საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები;
- მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება;
- ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად არის აღიარებული, როგორც პრიორიტეტი, და განათლების სფეროს ყოველი წარმომადგენელი უნდა მოექცეს საერთო-სახალ;ხო ზრუნვის ქვეშ; (გვთავაზობენ, რომ საშუალო განათლება გახდეს აუცილებელი);
- საქართველო, ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, იღებს ქვეყნის საგარეო, თავდაცვით, დემოგრაფიულ, სასურსათო და ენერგეტიკულ, უსაფრთხოებათა დოქტრინებს;
- ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის მიმართ ომი არ დაიწყება და არც სხვას მისცემს უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყანის წინააღმდეგ;
- საქართველო თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს სცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას;
- ყოველი ქართველი და აფხაზი, დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დაბადებისთანავე ითვლება საქართველოს მოქალაქედ;
- საქართველო იცავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ინტერესებს;
- საქართველოში კორუფცია (შესაძლებელია-ნეპოტიზმიც), სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ითვლება სახელმწიფო ღალატად; (რისთვისაც, ქართულ კანონმდებლობაში აღდგენილი უნდა იქნას სამშობლოს ღალატის, როგორც დანაშაულის შესახებ სპეციალური მუხლი);
- საქართველოსთვის მიუღებელია ქვეყნის გარედან დაფინანსებული პარტიების, საინფორმაციო საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა; (სახელმწიფო უნდა გახდეს მათი საქმიანობის ხელშეწყობის გარანტი. საქართველოს ბიუჯეტის 1% , სწორედ ამ მიზნით უნდა იქნას გამოყოფილი. მისი განაწილების წესი უნდა დაარეგულიროს სპეციალურმა კანონმა);
- კონსტიტუციურად, საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისთვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცხოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები;
- კონსტიტუციურად უნდა იქნას განმტკიცებული, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება – მისი მსახური. ამ პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით; დოქტრინაც და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების მიღება არ უნდა იყოს პარტიების პრეროგატივა და უნდა წყდებოდეს რეფერენდუმით; ხალხს რეფერენდუმის მეშვეობით უნდა შეეძლოს როგორც ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მიღებული კანონების გაუქმება ან მათში შესწორება, ასევე შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს, სახელმწიფო ინტერესების გადახვევიდან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამოწვევა პარლამენტიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა მიღებულ იქნას ახალი კანონი რეფერენდუმის შესახებ (გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ კანონი რეფერენდუმის შესახებ უნდა იქნას მიღებული საერთო-სახალხო რეფერენდუმის მეშვეობით);
- გვთავაზობენ, დაემატოს პუნქტი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების და სრული გამჭვირვალობის თაობაზე. ასევე გვთავაზობენ, რომ არა მარტო სახელმწიფოს, არამედ კერძო პირებსაც არ ჰქონდეთ უფლება, უძრავი ქონება (მიწა და სახლი) მიჰყიდონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
შენიშვნა: „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესისთვის“ წარსადგენად და შემდგომში საერთო-სახალხო განხილვისთვის გამოგვაქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის მხოლოდ ის პუნქტები, რომლებზეც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფში თანხმობა სრულად არის მიღწეული, ან ახლოს არის ამასთან. დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება.
Страной должны управлять исходя из характера нации (И.Ч.)
Национально-государственная доктрина
(Проект)
Мы признаем, что глобализация является объективной закономерностью развития человечества и она должна быть воспринята как реальность. Наша цель, в этой реальности полная концентрация возможностей страны для развития и сохранения национальной государственности.
Мы признаем, что за 33 лет, после восстановления нашей государственной независимости, по объективным и субъективным причинам, мы не смогли полностью достичь желаемого для нашего народа результата, предусмотренную нашей историей и будущего. Грузия катастрофически опаздывает, чтобы стать стабильным государством. По внешним направлениям мы постоянна находимся в предвоенной или военной ситуации, а во внутренней – в постоянном политическом противостоянии и к сожалению такая ситуация охватила общественность и борьба за власть приняла перманентный характер, которую мы сами-же создали на первом этапе восстановления государственности. С одной стороны нация, которая во всех цивилизованных государствах является единственным сюзереном, никак не смогла стать хозяином страны, а с другой стороны – общественность не смогла приобрести чувство гражданского достоинства и протеста.
Нам не нравится путь, по которой уже 33 года шагает наша страна. Необходимо систематическое преобразование, поскольку уже накопился целый комплекс смертельной опасности, в которой входит не только утрата территориальной цельность.
Мы считаем, что пара прекратить анонимное и единоличное решение проблем и начать солидарное движение для спасения страны. Необходимо слияние научного и национально-государственного политического мышления. Нужно внедрить принцип: страной управляет правительство – правительством управляет общество, а обществом управляет интеллект и мораль.
Мы все единодушны, что страна, которая до рождения Христа и после, всегда признавала приоритет семьи, собственности и государства, страна, которая жила библейскими ценностями, невозможно, чтобы в 21 веке отвергая собственную, идеализирует чужие ценности.
Мы все единодушны, что будущее страны определяется тем, как относятся в этой стране к дарованию и интеллекту. Правление страны целиком должна быть ориентирована на реализацию возможности человека и главной целью счесть Грузию, как страну инновационных технологии.
Мы все единодушны, что предусмотрев ошибки прошлого и учитывая интересы будущего, Грузия должна защищать собственные интересы, а не стать государством, которая зависит от интересов противостоянии и неразберихи других стран.
Представленная нами «Национально-государственная доктрина» является выразительным документом системных перемен грузинского интереса, что подтверждена в ниже обозначенных пунктах.
- Учитывая прошлое и сегодняшнее Грузии, а также из этого вытекающее будущее, нельзя игнорировать приоритет семьи, собственности и государства, фундаментальные права человека, что и подтверждено в представленных нами конкретных пунктах.
- Земля, вода, леса, плодородные недра и все национальное богатства, важные для стратегии страны, не подлежит продаже иностранным гражданам.
- Образование в стране конституционно признано, как приоритет и любой представитель сферы образования должна находиться под общенародной заботой (нам предлагают, чтобы среднее образование стало обязательным).
- Грузия, исходя из принципа национальной безопасности, принимает доктрины: внешний, защитный, демографический, продовольственный, энергетический, безопасности.
- Учитывая географическое расположение и исходя из принципов безопасности, Грузия берет на себя обязательства, что с его территории против другой страны не начнется война и никому не позволит использовать нашу территорию против других государств.
- Грузия оформляет договоры сотрудничества и дружбы лишь с теми странами, которые признали территориальную целостность Грузии, уважают наши традиции, суверенитет и независимость.
- Любой грузин и абхазец, рожденный в другой стране, с рождения считается гражданином Грузии.
- Грузия защищает интересы своих граждан, находящихся в любой другой стране.
- В Грузии, коррупция (даже непотизм), сотрудничество со спецслужбой других стран, считается государственной изменой (для этого необходимо восстановить в грузинском законодательстве специальную статью о вине, как о государственной измене).
- Для Грузии недопустимо существование таких партии, информационных средств и неправительственных организации, которые финансируются из заграницы; Государство должно стать гарантией помощи в их деяниях, 1% бюджета Грузии должны выделить для этой цели, и при распределении должна регулироваться специальным законом.
- Исходя из конституции, правительство Грузии является лишь тем правительством, которая защищает права, данные человеку природой: право жизни, право слово, право собственности и стремления к лучшей жизни. Государство обязана гарантировать жилье каждого гражданина, насущный минимум, равные права для защиты здоровья и получения образования.
- Конституционно необходимо утвердить, что хозяином страны является народ, а правительство – их служитель. Исходя из этого принципа, принять конституцию должны лишь путем референдума. Доктрина и вопросы, связанные с значительными проблемами государства не прерогатива партии, а должна решатся референдумом, также референдум нужен для проведения досрочных выборов, упразднения принятых законов или внесения в них исправлении. Также, отозвать из парламента те политические силы, за их отклонение от государственных интересов.
Учитывая вышеупомянутые вопросы, считаем необходимым принятие нового закона о референдуме (некоторые считают, что закон о референдуме должны принять посредством общенародного референдума).
(ვიდეო) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა (ტექსტი)
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა, სრული ვიდეო წერილით პრემიერისადმი