"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

იმერეთის მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდენტის, მერაბ ნემსიწვერიძის გამოსვლა რომან რურუას პატივდების საღამოზე

ქალბატონები და ბატონები.

პატივცემულო საზოგადოებავ!

ძვირფასო ბატონო რომან ….

ბედნიერები ვართ დღეს ჩენი გუნდის ყველა წევრი, რომ გვაქვს საშუალება ვიდგეთ  ამ ტრიბუნასთან, თქვენს წინაშე ღირსეულო  ქართული სამეცნიერო, კულტურისა და  სპორტული ინტელიგენციის წარმომადგენლებო.

შესაძლოა ჩემთვის უფრო ადვილია მწვერვალის თავზე დგომა, ვიდრე ამ ტრიბუნიდან წარმოვთქვა ჩემი სიტყვა ბატონ რომანის მიმართ, ასეთი ღირსეული ქართველი კაცების წინაშე.

ამ დარბაზში ბრძანდებით ავტორიტეტული პიროვნებები, არანაკლები სპორცმენები და საზოგადო მოღვაწეები. სამწუხაროა რომ ამდენ უდიდეს ავტორიტეტულ პიროვნებებს იგნორირება ხდება და არ ხდება თქვენი აზრის გაზიარება საქვეყნო საქმეებში.

ქუთაისის ოპერის თეატრში გამართული შეხვედრა-საღამო, სადაც ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა წარმოთქვა სიტყვა რომლის მოსმენის შემდეგ ჩემთვის კითხვა აღარ დარჩენილა და ჩვენ ავისრულეთ ოცნება ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით შესაბამის გადაწყვეტილებას რომანის სახელობის მწვერვალის დალაშქვრაზე..

სწორედ ეს საღამო და ბატონ რომანის წიგნი  გახდა საფუძველი, რომელმაც გარკვეული გარდატეხა მოახდინა ჩემში და ჩემს მეგობრებში. ჩვენ რომან რურუა დავინახეთ სულ სხვა თვალით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მის მიერ „წალკოტად ქცეული უდაბნოს „ისტორიამ მოსმენამ, გასაკვირია თუ როგორ ახერხებს ბატონი რომანი იყოს სპორცმენი, მეურნე,მრეწველი, ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონ რომანის აფხაზეთში ჩასვლის ისტორია. აი მოკლედ რას ამბობს ის. „აფხაზეთის ომში მე არ ვმონაწილეობდი, ხელებიც და სინდისიც სუფთა მაქვს, კეთილგანწყობა არ მაკლია, მაშასადამე, მორალური უფლება მქონდა, მომენახულებინა ჩვენი აფხაზი ძმები.“

როდესაც ცნობილმა მამულიშვილმა მერაბ ბერძენიშვილმა,  წაიკითხა რომან რურუას  წერილი მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში  აღტაცებულმა თქვა: ვიცოდი, რომ ლეგენდარული მოჭიდავე იყო, მაგრამ ეს წერილი ადასტურებს, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ილია ჭავჭავაძის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, სახელმწიფო კაცია, მოღვაწეა~.

აქვე მახსენდება დიდებული ვაჟას სიტყვები სადაც ის ამბობს რომ „ მთა მაგარია მაგრამ კაცი უფრო მაგარიაო“.. უდაო რომ ეს სიტყვები ბატონ რომანს ეკუთვნის.

„რომან რურუა სახელობის პიკი“სიმაღლით 3900 მეტრამდეა. ეს პიკი სიმაღლით ცოტატი ჩამოუვარდება ევროპის ალპებში ყველაზე მაღალ და მეტად ცნობილ მწვერვალ „მომბლანს“ და კიდევ უფრო  ჩამოუვარდება კავკასიონის უმაღლეს მწვერვალს „იალბუზს“, მაგრამ ჩვენი აზრით რურუას სახელობის  პიკი ორივეს აღემატება! ჩვენთვის, ქართველებისათვის, ვინაიდან რომან რურუა თვითონ  არის თანამედროვე ქართული ისტორიის  ერთ-ერთი ღირსეული და „მაღალი“ კაცობის მწვერვალი, ჩვენი სამშობლოს ღირსეული  წარმომადგენელი.

ყოველივე აქედან გამომდინარე ბატონი რომან რურუა მართლაც საქვეყნო კაცია, საამაყო. მასთან მეგობრობა პატივია და სასიამოვნო. როგორც ძველი ქართველები ამბობდნენ ძლიერ გამოწვდილ მარჯვენას მტკიცე მარჯვენა უნდა შეაგებოო.

ჩემთვის ცნობილია რომ ჩანიშნულია გენიალური პოეტის შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა. ამ იუბილეს უკავშირდება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევა და  ჩატარება! როგორც ჩემთვისაა ცნობილი ეს წინადადება მეტწილად ბატონ რომან რურუა სახელს უკავშირდებაა…

პატივცემულო საზოგადოებავ!

საქართველოში  დეპრესიაში მყოფ ხალხს იმედიანი მაგალითები სჭირდება, სწორედ ამ იმედით არის სავსე  წიგნი „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე ქვეყანაში“

და ბოლოს!

ამიერიდან კავკასიონის მაღალი ქედიდან ამაყად იარსებებს რომან რურუას  სახელობის მწვერვალი. მართლაც რომ პლანეტარულად მოაზროვნე ქართველია და  დიდებული სპორცმენიც იყო..  თანამედროვე რომან რურუა  უფრო მეტ ქართულ სიტყვას ამბობს, სწორედ ამის გამო გახდა ის გამორჩეული ქართველი, ქართველთა შორის.

გისურვებ ბატონო რომან მალე თქვენი სიტყვების ასრულებას, როგორც თქვენთვის ასევე საქართველოს მომავალი თაობებისათვის!   ვისურვებ  ყველას ერთად გვეცხოვროს ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

 

მადლობა ყურადღებისათვის,

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *