ქართველთა მსოფლიო კონგრესი

ემიგრანტის წერილი ქართველ ერს

მოგესალები ჩემო ბედკრულო საქართველო! ჩემო ძვირფასო ქართველებო, ახლა დადგა დრო რომ ყველამ გადავდოთ ჩვენი ამბიცია, გადავდოთ ჩვენი შეხედულება და ვის რა მოგვწონს და, სწორედ ახლა, როცა ჩვენს სამშობლოს ასე ძალიან უჭირს დავუდგეთ გვედით. გამოვხატოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია და დავდგეთ იქ, სადაც დგანან გონიერი და ღირსეული ქართველები. ,,მეცნიერთა კონგრესის,, სახელით. არც ერთი პატრიოტი ქართველი არ უნდა დარჩეს სახლში 21 სექტემბერს, მივიდეთ იქ, სადაც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადაიშალოს. ემიგრანტებს მივმართავ, თქვენ თუ ვერ ახერხებთ მისვლას, მივიდნენ თქვენი წარმომადგენლები. (ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები.) სამშობლო, როგორც ფენომენი არ არის მარტო ლამაზი მთა -ბარი და სამშობლო, პირველ რიგში ჩვენ ვართ, თითოეული ქართველი, რომელსაც დაბადებიდან დაყვება გენეტიკური კოდი, სადაც შესისხლხორცებული გვაქვს საკუთარი მიწისა და გენის სიყვარული. საკუთარის შეგრძნების უნარი, და თუ ვინმეს საკუთარი, მარტო თავისთავი და ოჯახი ჰგონია ძალიან ცდება. არასოდეს, არსად არ გაუხარია ქართველს როცა გათითოკაცებული, დაყოფილი ცალ- ცალკე მდგარი ცდილობდა გადარჩენას. სწორედ, რომ ჩვენი განცალკევება სურს ჩვენს მტერს, რომ უფრო ადვილად მოგვერიოს, ამიტომ ხდება გარკვეული ძალების მიერ ქართველი ეროვნული თვითშეგნების აღმოფხვრა, სულიერების განადგურება. სული იგივე რწმენაა, იგივე ძალაა, რაც გვაძლევს იმედს. ჩვენ ვართ კულტურული, განათლებული ერი და გაგვაჩნია ჩვენი მეობა, ჩვენი სიამაყე. გავიხსენოთ, როგორი რიხით წარმოვთქვამთ სუფრაზე სამშობლოს , ოჯახისა თუ უფლის სადიდებელს, ეს ხომ მარტო სიტყვები არ არის, რომ სუფრაზე შეზარხოშებულებს გაგახსენდეთ?!..

ახლა დადგა დრო, ჩვენო მამებო, ჩვენო შვილებო და ქუდზე კაცი გამოვიდეს და დაიცვას თავისი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ახლა სხვა დროა და შეიცვალა ბრძოლის წესებიც, მაგრამ ისევ ისე გვედავებიან და ისევ ისე მოიწევენ იგივე ისტორიული მტრები (რუსები, არაბები, თურქები) ჩვენი ლამაზი მიწა- წყლის დასაპყრობად. ვინმეს თუ ეს ქვეყნის გადარჩენის გზა და გამოსავალი გონია მაპატიეთ, და ძალიან გულუბრყვილო და უგუნური უნდა იყოს. როგორც ყოველთვის, ახლაც ამ საქმეში ქართველის ხელი ურევია და სწორედ ეს მართავს ჩვენს სახელმწიფოს. რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასე უჭირს დღეს საქართველოს მოსახლეობას? როცა გაუმაძღარი ადამიანების ხროვა მართავს ქვეყანას. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ასე ბრმად ყოფნა დიდი დანაშაულიცაა და დიდი სიბრიყვეს, ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს.

ჩვენ, ქართველობა უნდა გავერთიანდეთ, მივხვდეთ, რომ როგორც ერი ვნადგურდებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დღევანდელი შოვის ტრაგედია მაგალითია ჩვენი სახელმწიფოს უპასუხისმგებლობისა და არაკეთილსინდისიერი მართვის სისტემისა. განადგურებილი ტყის მასივი, ამდენი უკანონოდ მოჭრილი ხეები, თვითნებურად შექმნილმა სარისკო მდგომარეობას ამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. რამდენი ასეთი შემთხვევა მოხდა ბოლო წლებში, ნუ დავიბრმავებთ თვალებს ქართველო ხალხო, ბოლოს და ბოლოს მივხვდეთ ვინ ვინ არის.

დღეს თუ თქვენ არ გეხებათ, და კიდევ კარგად ხართ , ხვალ და ზეგ აუცილებლად შეეხება თქვენს ოჯახებს და მერე ძალიან გვიანი იქნება. უფალი გველის, უფალი ხედავს ჩვენს სიმცირეს, ჩვენს უგულობას და ერთმანეთის მიმართ მტრობას, დაუნდობლობას. სწორედ, ახლა უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, დავივიწყოთ ვინ ვის უჭერდა მხარს, ვინ რომელ მხარეს იდგა. ერთმანეთი გადავარჩინოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალი გადავურჩინოთ. ჩვენი საბრალო ქვეყანა გადავარჩინოთ. რაც შეეხება ქართულ ემიგრაციას, მე ვიცი რა მძიმეა აქ ყოფნა და მე ვიცი, როგორ გტკივათ თითეულ თქვენგანს საქართველოში მომხდარი უბედურებების სერიები. მაგრამ ის პასიურობა რომელიც შეიმჩნევა არაფრით არ არის გამართლებული, მე ვამბობ იმ ემიგრანტების გასაგონად, რომელთაც გონიათ რომ რადგანაც აქ არიან სამშობლოდან შორს ეს მათ არ ეხებათ, სირცხვლია, უბრალოდ განზე დგომა.

ემიგრანტებო, ჩვენ უდიდესი ძალა ვართ, რომლებიც შეგნებულად ვართ გამოდევნილი ქვეყნიდან, ძირითადი ბირთვი მშრომელი, გონიერი მოსახლეობისა სამშობლოდან შორს ვიმყოფებით. სირცხვილია ნაც- ქოცებად ხალხის დაყოფა, ეს იგივეა ერთ უღელში ვიყოთ შებმულნი და სხვა და სხვა მხარეს ვიქაჩებოდეთ. ის დრო აღარ დაბრუნებდა. წავიდა ახლა სხვა რეალობის წინაშე ვდავართ და თქვენი აზრთა სხვადასხვაობით ისევ თქვენი და ჩვენი შვილები ზარალდებიან. სანამ თქვენ იმას არჩევთ მიშა უფრო კარგია თუ ბიძინა აგერ ხან თურქი მოგვიყენეს კარზე და ხან არაბი, გაიგეთ რომ ჩვენ უმდიდრესი ქვეყნის შვილები ვართ, თორემ რატომ უნდა იწევდეს უცხოელი ჩვენს მიწაზე თუ იქ არაფერი ეგულება? არავინ მოიკლავს თავს და ტყუილად არ ჩადებს ამხელა თანხებს რომ იქიდან სარგებელს არ ელოდნენ.

გაიხსენეთ ყველამ ხომ კარგად იცით საქართველოს ისტორია, ვინ არ ცდილობდა ჩვენს დაბყრობას, მაგრამ ჩვენს წინაპრებს აზრადაც არ მოსვლიათ რომ მისი გაყიდვა, ამის მაგალითია ბევრი გვაქვს საქართველოს იტორიაში. ამის მაგალიათია ცოტნე დადიანი, ამის მაგალითია თევდორე მღვდელი, გიორგი სააკაძე, და უამრავი ჩვენი გმირი წინაპრები, რომელმაც საკუთარის სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. დღეს კი თანამედროვე მსოფლიოში ბრძოლის სხვა ხერხები არსებობს, ცივილური გზებით ცდილობენ ჩვენს ამოძირკვას, ჩვენი ერის გენოციდი მიმდინარეობს

ჩვენს თვალწინ. ნარკოტიკები, თვითმკვლელობები, მკვლელობების სერიები, ხალხი ჭკუიდან გადასულ ნახირს დაესგავსა. ქართველმა დაკარგა ადამიანის სახე. მაგრამ უბედურიც და ბედნიერიც საქართველოს შვილები ვართ, არავინ არ იცის მათი ტრაგედიების უკან რა იმელება. რამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე. ადამიანებო, ვისწავლოთ ერთმანეთთან საკომუნიკაციო, სასაუბრო ენა. ცივილურად, სიყვარულით მივუდგეთ ერთმანეთს. სხვა გზა არ არსებობს, მოდით, დავდგეთ იქ, სადაც კიდევ შემორჩენილი ქართული გონი და ნიჭია. და უბრალოდ ისინი გველოდებიან როდის მორჩებით ერთმანეთის ჭამას, რომ მივხვდეთ რა სჯობია- გადარჩენა თუ სიკვდილი.

დიახ, ამას სხვა არაფერი ქვია თუ არაა თვითგანადგურება. მანქანა დიდი ხანის ჩართულია და ნელ-ნელა ისე გვანადგურებს, რომ თვითონ ხელსაც არ ანძრევს. ეს აქვსთ მათ დავალებულნი. არ გვაქვს იმის უფლება არც ერთ ქართველს რომ ზურგი შევაქციოთ ჩვენს მიწას, და გვერდიდან უყუროს ამ მოვლენებს, გამოიღვიძეთ ხალხო, ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე მიაწვიდეთ ხმა საკუთარ სამშობლოს, ყველა ქართველმა უნდა შეიტანოს საკუტარი წვლილი ამ წმინდა საქმეში, რომელიც გამართლებულია უფლისაგან და ერისაგან.პირიქით, ახლა ხმის ამოუღებლობა დანაშაული, დუმილია დანაშაული, რომელსაც მომავალი თაობა თქვენი შვილები და შვილიშვილები არაფრით არ გვაპატიებენ.

მე პირადად, თუ საჭირო გახდა საკუთარი სისხლის ფასად დავიცავ ჩემს ქვეყანას. მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულების პატივიაა, მე ამის პატივი არ მექნება, მე არანაირი ამბიცია ამ მაქვს, არაფერი არ მსჯის გარდა იმისა, რომ ქართველი ვარ და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო, ნუთუ სულერთია თქვენთვის ხვალ ვის ხელში აღმოჩნდება ჩვენი სამშობლო? არ არის ახლა ჩრდილში ყოფნის დრო. ქალი, კაცი, ბავშვი -ყველა უნდა გამოვიდეს და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. 21 სექტემბერს ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. დავივიწყოთ წყენა, დავივიწყოთ განხეთქილება. მხოლოდ ერთმანეთის დიდი სიყვარულით შევძლებთ ეროვნული საქმის გაკეთებას,თუ ოდნავ ეჭვი შეგვეპარა, რომ ეს ნამდვილად წმინდა საქმეა არაფერი არ გამოვა, ამას უფალი არ გვაპატიებს.

მე პირადად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ აქ აუცილებლად უნდა ვიდგე, რომ ხვალ და ზეგ ჩემს სამშობლოში როცა დავბრუნდები ისევ ჩემი ლამაზი ქვეყანა დამხვდება, და თავისი ამაყი ქართული სულიერებით და შემართებით. ისევ ჩემი ქართველები ივლიან საკუთარ მიწა- წყალზე და ჩემი სისხლი და ხორცი არასოდეს არ იქნება დაჩაგრული. იხარეთ და იბედნიერე ჩემო ერო უკუნითი უკუნისამდე!.. ჩვენთან არს ღმერთი !..

სალომე გოგოლაძე

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *