"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: განათლებული და გონიერი ერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს❗

ქვეყნის განვითარების მთავარი ბერკეტი განათლებაა,როცა ქვეყანაში განათლების სისტემა უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, მაშინ სახელმწიფოს მოწყობის სრულფასოვნებაც გარანტირებულია.

განათლებული და გონიერი ერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს❗
სამწუხარო რეალობაა რომ ყველა სხვა სისტემასთან ერთად მორღვეულია დღევანდელ საქართველოში განათლების პრიორიტეტული მიმართულებები:მეცნიერება,კულტურა,ხელოვნება,მწერლობა,ჟურნალისტიკა ..როცა ეს მნიშვნელოვანი მიმართულებები კნინდება და არ დგას მისი განვითარება სათანადო სიმაღლეზე ,სწორედ მაშინ იწყება ერის დაცემაც.
განათლების სფეროში მოასუსტეს შეგნებულად ეროვნული იდეოლოგია,ქრისტიანული მრწამსის ცნებები და გზა გაუხსნეს გაურკვეველი მიმართულების ლიბერალიზმს.
ახალგაზრდობას სჭირდება მყარი სისტემა განათლების მისაღებად,და შემდგომ მის განსავითარებლად ,რათა რეალიზება მოახდინოს ცხოვრების ყველა სფეროში.
მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით განვითარებული სახელმწიფო იძენს ძლიერ სისტემას და ვითარდება ეკონომიკა,ეკონომიკური ბერკეტები თავისთავად ქმნის ძლიერ სახელმწიფოს.
ჩვენს ქვეყანაში სწორედ ეს სფეროებია დღეს დაკნინებული და უცხოეთიდან ჩამოჰყავთ ექსპერტები, მაშინ როდესაც გვყავს ძლიერი სპეციალისტები და ძლიერი მეცნიერები,რატომ ვეპოტინებით უცხოელ მეცნიერებს და ვუხდით კოლოსალურ თანხებს,ჩვენს მეცნიერებს კი ვაკნინებთ და მიზერულ ხელფასს ვუხდით.ესაა სახელმწიფოს მართვის არასწორი მიმართულება❗
გავაძლიეროთ განათლების სტრუქტურები და დავაფასოთ ჩვენი გონიერი მეცნიერები,ხელოვნების მუშაკები,პროფესიონალები,მწერლები და სხვა სფეროს მოღვაწეები.
მივცეთ პრიორიტეტი განათლებას და ავამაღლოთ სახელმწიფოებრივი მიდგომები მოღვაწე ადამიანებისადმი,დავაფასოთ ისინი ღირსეულად ,ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ცხოვრობდეს საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად,დღეს სწორედ ღირსეულად ცხოვრების უფლება აქვს წართმეული საქართველოს ბევრ მოქალაქეს.
გაიხსენეთ ბ.ნ როინ მეტრეველის დროინდელი უნივერსიტეტი და შეადარეთ დღევანდელს,მიხვდებით სანამდეა განათლების ხარისხი დაცემული.
დიდი პატივია ჩემთვის ღირსეულ ადამიანებთან შეხვედრა,რომლებმაც თავიანთი ღვაწლით უკვდავება დაიმკვიდრეს ერის ისტორიაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის პრეზიდენტი ბ.ნი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი ბ.ნი როინ მეტრეველი.
ქართული ტვ.ს დირექტორი მეცნიერებათა დოქტორი ბ.ნი გუბაზ მეგრელიძე და ქართული ტვ.ს დირექტორის მოადგილე კომპოზიტორი მანანა იმედაძე.
მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ტვ.ს ,სწორედ იმიტომაც რომ ამ ტელევიზიამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ეროვნული შემეცნების,განათლებისა და კულტურული განვითარების სფეროში.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *