"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი
ლუარა ნიჟარაძე: ემიგრანტის პოზიცია
დანარჩენ საქართველოს რას გვიპირებთ,თქვენს შემთხვევაში ალბათ კადრს მიღმა დაგვტოვებთ?

ის რაც მოხდა ლიეჟში,ან რაც მოხდა რომში, ქართველ ემიგრანტთა შეკრებაზე ,რომელსაც “საქართველოს მომავლის ფორუმი”ჰქვია,ან “ყოველთა ქართველთა მსოფლიო კრება”-ლიეჟში,და ამ შეკრებებზე მისული რეგისტრირებული ქართველების ნაწილი რომ არ შეუშვეს დარბაზში ,ამას რა ჰქვია? ან აკრედიტირებული ჟურნალისტები რომ არ შეუშვეს, ამასაც რა ჰქვია?
ამ შეკრებების ორგანიზატორი და ნაციონალური მოძრაობის მარჯვენა ხელი გიორგი სიგუა, რომ გაიძახის ყოველ გამოსვლაზე ,კამერების წინ -“პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ” და არავინ უსწორებს ჟურნალისტებიდან “ექსპრეზიდენტი”,ამასაც რა ჰქვია?
მსოფლიოს დასანახად, უცხო მიწაზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საქართველოს ფარგლებს გარეთ,საქართველოს მოსახლეობის გარეშე, საქართველოს საკითხებზე რომ ვითომ ვსაუბრობთ, ესეც ფანტაზიორობის დიდი ნაყოფია ალბათ. მე კი ვთვლი ,რომ ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ერის დეგრადირების კიდევ ერთი დიდი დარტყმაა.რომლის ზურგს უკან ვინ დგას ,ვინ მოიაზრება, თუ არა საქართველოს მტერი,რომელსაც სურს გათიშოს ქართველი ერი,დაყოს ნაწილებად,გააღვივოს შური და ქიშპობა ერთმანეთში,და ერთმანეთს წაუსისინოს ისედაც დასუსტებული ერი….
განა ერთმანეთის ლანძღვაგინებით არ იწყებენ ნაციონალური თუ ოცნების მეხოტბეები, მუქარები,შანტაჟი,ერთმანეთზე გადაბრალ-გადმობრალება… ბ. ნო მიშა, ან ბ.ნო ბიძინა, ნუთუ მართლა ასე გაწირეთ ქართველობა, რომ არ გინდათ დაინახოთ საით მიაქანებთ ქვეყანას.?ბ.ნო მიშა, რატომ ვერ შესძელით შეგექმნათ სამუშაო ადგილები ,გაგეზარდათ ხელფასები ,პენსიები,დაგებრუნებინათ ემიგრანტები განა ამისთვის 9 წელი არ გქონდათ? რომ გაიძახით “სამი წელი არ დამაცალესო და ქვეყანას ავაყვავებდიო “,რისთვისაც ცხრა წელი არ გეყოთ სამ წელიწადში გააკეთებდით? ის რომ დღეს ვერ არის რიგზე ყველაფერი ,ის რაც თქვენს დროშიც ვერ და არ იყო რიგზე ყველაფერი….. “მიშამ რაღაცა მაინც აკეთაო”…ზოგიერთი ასე აფასებს თქვენ მოღვაწეობას ,რაღაცა უნდა აკეთოს მმართველმა ძალამ თუ მაქსიმუმი უნდა აკეთოს? ის რაღაცა დღესაც კეთდება ,რომელიც მინიმუმია იმ დროშიც და დღესაც,რომელსაც თქვენ ახლა აკრიტიკებთ!ახლა რა პრეტენზია გაქვთ ისევ აამხედროთ ეს ხალხი და ისევ რევოლუციურად დაბრუნდეთ ქვეყანაში.? ნუთუ ძალაუფლების სურვილი ასე დიდია თქვენში თუ ვიღაცის თამაშს თამაშობთ…ვინ დგას თქვენს ზურგს უკან..? ქვეყანა თუ გიყვართ ემიგრანტების ამხედრებით კი ნუ იწყებთ პოლიტიკური მიზნებისათვის,შეგიძლიათ დაბრუნდეთ ქვეყანაში, ნუ გეშინიათ ,არავინ დაგიჭერთ ,თორემ თქვენი დაჭერა რომ ვინმეს უნდოდეს ,ასე ადვილად ვერ ივლიდით და პომპეზურად არ დაიწყებდით ემიგრანტების სახელით “პიარს” ..
და ბოლოს…მეც ვიყავი რეგისტრირებული დღევანდელ ფორუმზე და მზად ვიყავი რომში წამოსასვლელად,რეგისტრაცია ელფოსტით როცა დამიდასტურეთ, წერილით მოგმართეთ, სამწუთიანი გამოსვლის საშუალება დაგედასტურებინათ,თქვენთვის ბევრი რამ მქონდა სათქმელი.პასუხი რაკი ვერ მივიღე, წამოსვლა გადავიფიქრე.კიდევ კარგი არ წამოვედი, თორემ მეც ალბათ “კადრს მიღმა”დავრჩებოდი და თქვენთან ხელისჩამორთმევის “სიამოვნებას” ისედაც ავცდებოდი.თქვენ ხომ მხოლოდ იმათ სწყალობთ ვინც “მიშა ,მიშას”გაიძახის.განსხვავებული აზრი კი “ყელში”ამოგივიდათ….
მე არ ვეხები თქვენი დროის “ფაშისტურ” რეჟიმს,ამას ჩემზე უკეთესად სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ,რომელზედაც თქვენა ასე ამბობთ:”მერე რა მოხდა ,თუ “ვიღაცა” შეეწირა,აღმაშენებლის დროსავ ბევრი შეეწირა”-ო!? აღმაშენებელმა საქართველოს ტერიტორიები “აღაშენა და გაწია ნიკოფსიიდან დარუბანდამდის”,თქვენ კი აფხაზეთი და ოსეთი დაგვაკარგვინეთ! მე ვეხები იმ არგუმენტებს რაც თქვენ დააყენეთ: ჯანდაცვაში სწორედ თქვენ დროსაც ისე იყო, როგორც ახლა,თუ საოპერაციო თანხა საავადმყოფოს ანგარიშზე არ იდებოდა ოპერაციას არ აკეთებდმენ.თქვენ იყავით იმ დროშიც პრეზიდენტი,რატომ ვერ შეცვალეთ მაშინ? მძიმე ავადმყოფებს, რომლებსაც საქართველო ვერ მკურნალობს და საზღვარგარეთ უწევთ სამკურნალოდ წასვლა, საჭირო სახსრები არც მაშინ გააჩნდათ თქვენს დროში და არც დღეს!სამკურნალო ხელშეკრულება ქვეყნებთან არც თქვენს დროს იყო დადებული,რა გიშლიდათ ხელს??? განათლების სფეროს როცა ეხებით ,თქვენდროს არ იყო სოკოებივით მომრავლებული აკრედიტებული კერძო სასწავლებლები?სადაც კოლოსალურ თანხებს იხდიდნენ სტუდენტები და ბევრი მათგანი დაიხურა და სტუდენტები ჰაერში დარჩნენ თავიანთი გადახდილი ფულებით, რომელსაც სწორედ ის ემიგრანტები აგზავნიდნენ, დღეს რომ თქვენ “გულშემატკივრობთ “წელებზე ფეხს იდგამთ”-ო რომ მიმართეთ,მაშინ არ შეგეცოდათ ამ ემიგრანტების ნაშრომი, წყალში ჩაყრილი რომ გამოუვიდათ?გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას რომ აკრიტიკებთ და “ევროპულობას” ედარებით ,ევროპული განათლების სისტემას დაკვირვებიხართ? რატომ არ მოგივიდათ აზრად თქვენ დროში შეგექმნათ განათლების ისეთი სისტემა სადაც ქართულ დოპლომს ფასი ექნებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც….? ყველაზე დიდი ნაკადი გადიოდა ემიგრაციისა თქვენ დროს, თანაც არალეგალურად და ოთხიათას დოლარებს იღებდნენ პროცენტიან ვალებს,ასე იძულებით მიდიოდნენ მაშინაც,ახლა ბილეთის ფულად მიდიან ანუ სამას დოლარად, რატომ იტყუებით რომ ბრუნდებოდნენ იმ დროს ემიგრანტებიო ,იქვე დარბაზში ისხდნენ თქვენთან შეხვედრაზე 10- 15 -20 წელი რომ არიან ემიგრაციაში…რატომ არ დააბრუნეთ ?ფანატიკოსები მოგყვებიან,მაგრამ ვარსებობთ არაფანატიკოსებიც, რომელთა მოსმენის სურვილიც თქვენ არ გაგაჩნიათ!? ვის პრეზიდენტად გინდათ მოსვლა, ვინც “ბრავო მიშა”-ს გაიძახის?
დანარჩენ საქართველოს რას გვიპირებთ,თქვენს შემთხვევაში ალბათ კადრს მიღმა დაგვტოვებთ?
ლუარა ნიჟარაძე 2019 წელი 3 მარტი იტალია,ფლორენცია



