პროექტებიქართველთა მსოფლიო კონგრესი
ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი

ქართველთა მსოფლიო კონგრესის ჩატარების გამოცდილება აქვს საქართველოს. პირველი ბატონი რეზო ჩხეიძის თავკაცობითა და ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით შედგა 1997 წელს. ამ ღონისძიებამ იმ პერიოდში დიდი როლი შეასრულა. ამ ეტაპზე საუბარია სრულიად განსხვავებული კონფიგურაციის საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც არ ტარდება მხოლოდ თბილისში, როგორც ეს წინა შემთხვევაში და განსაკუთრებულია იმის ხაზგასმა, რომ ეს არის არა მარტო ქართველთა, არამედ ყველა ეროვნების იმ წარმომადგენელთა კონგრესი რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს შვილებად თვლიან… ეს არის კონგრესი საქართველოს ნამდვილ მეგობართა აქტიური მნაწილეობითა და მხარდაჭერით.
მსოფლიო კონგრესი შედგება სესიებისგან და იგი ტარდება მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის ოთხმოცზე მეტ ქალაქსადა რეგიონში, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში შექმნილ სოციალურ პრობლემათა გამო, ცხოვრობენ ქართველები, საქართველოს შვილები.
კონგრესის ყველა სესია გადაიცემა პირდაპირი ეთერით მთელს მსოფლიოზე, რათა ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ჩვენს მეგობრებს მიეცეთ მისი ნახვის საშუალება და ეს გარკვეულწილად, იყოს ჩვენი ერთიანობის დადასტურებაც.
ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად.
კონგრესის ყოველი სესია უნდა იყოს შესაძლებობათა დათვალიერება… მსოფლიომ კიდევ ერთხელ უნდა აღიდგინოს მეხსიერებაში,თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოს საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს.
როგორც რეალობა ადასტურებს, კონგრესის ჩატარების აუცილებლობა არის ევროკავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, მექსიკაში, თურქეთში, ირანში, ბრაზილიაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ავსტრალიაში. (დაზუსტებული სია თან ერთვის პროგრამას). ამ ქვეყნების უმეტესობაში უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფები, ჩატარების თარიღის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ სამ თვეში, შესაძლებელია ორგანიზაცია გაუკეთდეს 500-დან 1000-მდე თანამემამულის და 150-200 ჩვენი ქვეყნის მეგობრის შეკრებას. კონკრეტულ რეგიონებში.
პრაქტიკული ორგანიზაციის მიზნით, მაისში უნდა გამოქვეყნდეს განრიგი ამ ორი წლის განმავლობაში, რომელ ქვეყანაში როდის ტარდება კონგრესის სესია. შესაბამისად, ცხადდება ტურისტული განრიგი, რომ საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა კონგრესის სესიის მუშაობაშიმისთვის საინტერესო ქვეყანაში, ტურისტულ ტურში მონაწილეობის მეშვეობით. პრაქტიკულად, ამ სისტემის დეტალები გავლილია ცნობილ ტურისტულ ფირმებთან და მათი ამორჩევით შეიძლება გაუკეთდეს ორგანიზაცია. არ არის გამორიცხული, ტურისტული ორგანიზაციების გარეშეც, საინფორმაციო საშუალებების დიდი მხარდაჭერით, თვით „ქართული ერთობის დარბაზმა“ გაუკეთოს ორგანიზაცია.
ვაკონკრეტებთ, რას ნიშნავს კონგრესი ადგილზე. ეს არის კონგრესის ქვეყნებსა და ქალაქებში:
თემატური გამოფენების მოწყობა. „ქართული ღვინო“, „ტურიზმი საქართველოში“, „მედიცინა საქართველოში“, „ბიზნესი საქართველოში“, „განათლება საქართველოში“, „კულტურა საქართველოში“, სპორტი საქართველოში“,„სასტუმრო ბიზნესი“, საქართველოში ბოლო პერიოდში გამოცემული მნიშვნელოვანი წიგნების გამოფენა. (ყველაფერი ეს კეთდება დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან და კონკრეტულ ორგანიზაციებთან ერთად);
ქართველი მედიკოსების მიერ ადგილებზეჩატარდება უფასო კონსულტაციები;
სხვადასხვა ენაზე იკითხება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველის საზოგადოებისა და სამწერლო ორგანიზაციის წინადადება, რომ კონგრესის სესიები აქტიურად დავაკავშიროთ შოთა რუსთაველის-850, ნიკოლოზ ბარათაშვილის-200, ილია ჭავჭავაძის-180 იუბილეებთან და საერთოდ, ქართველი მწერლების წარმოჩენასთან.
მისასალმებელია ცნობილ მხატვართა ინიციატივა, მხარდაჭერილი მხატვართა კავშირის გამგეობისა და თავმჯდომარის მიერ, რომ ყველა ქვეყანასა და ქალაქში მოეწყოს საქართველოს მხატვართა გამოფენები როგორც საერთო, ასევე პერსონალური გამოფენები, სადაც ეს შესაძლებლობა იქნება.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. არის მოსაზრება, რომ მსოფლიო ჩემპიონებმა და დიდოსტატებმა (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი და სხვები) გამართონ ერთდროული სეანსები. ასევე შესაძლებელია მასტერკლასების ჩატარება ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების მიერ ჭიდაობაში, კრივში და სპორტის სხვა სახეობებში.
შესაძლებლობის მიხედვით, ტურისტულ ტურებში მონაწილეობას მიიღებენ კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები.
კონგრესი არის, როგორც ჩვენი შესაძლებლობების დათვალიერება, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი მხარდაჭერა, ასევე ძიება მეგობრებისდა ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობების. ამ კუთხით ბევრი რჩევის მოცემა შეუძლიათ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნილია უცხოეთში.
არის მოსაზრება, რომ კონგრესი გაიხსნას მიმდინარე წლის 26 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში. მისი პირველი სესია ჩატარდეს საფრანგეთში, ქართველთა მამულ ლევილში.
საფრანგეთის შემდგომ, საბერძნეთის სამ ქალაქში: ოლიმპოს მთაზე (ქ.სალონიკთან),ნიკეაში(ქუთაისის დაძმობილებული ქალაქი), ათენში.საბერძნეთში ქართველ მოღვაწეებს დიდი ავტორიტეტი აქვთ. არის მხარდაჭერა სახელისუფლო დონეზეც, დიდმა მომღერალმა ქალბატონმა, იოვანამაც გამოთქვა სურვილი არათუ მინაწილეობა მიიღოს, არამედ შეასრულოს ცნობილი სიმღერა „თბილისო“. ნიკეას ყოფილ მერს ლაგოფეტისს, რომელიც დღესაც საქმიანობს სახელიწუფლებო წრეებში, გადაწყვეტილი აქვს, სწორედ ქუთაისის ქუჩაზე ჩაატაროს კონგრესი და ბერძენთა და ქართველთა დიდ დღესასწაულად აქციოს. ცნობისთვის: ამ ქალაქში 5 000 -ზე მეტი ადამიანი საქმიანობს საქართველოდან.
მიზანშეწონილად არის მიჩნეული, რომ კონგრესის უცხოური სესიები დასრულდეს უკრაინასა და ისრაელში და ეს იყოს არა მარტო ჩვენი ქვეყნებს ისტორიული მეგობრობის აღიარება, არამედ ორი ბუმბერაზის – შოთა რუსთაველისა და დავით გურამიშვილისადმი ქართველთა განსაკუთრებული დამოკიდებულების ხაზგასმაც.
კონგრესის დამამთავრებელი ეტაპი – ეს არის ეროვნული ყრილობა, რომელიც მომდევნო წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში ტარდება თბილისში და რომელსაც ესწრებიან ეკლესიის, ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოეთისა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებულ კონგრესის სესიებზე შერჩეული დელეგატები.
ეროვნული ყრილობა განიხილავს „საქართველოს მომავლის პროგრამას“, ირჩევს “სახელმწიფო კაცების საკრებულოს“



