მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

„მეცნიერთა კონგრესის“ სპიკერის ბესიკ ბოგველის ბრიფინგი.

პრესრელიზი

ხვალ, 6 თებერვალს, 15:00 საათზე, ცოტნე დადიანის N26-ში მეცნიერთა კონგრესის სპიკერი ბესიკ ბოგველი გამართავს ბრიფინგს
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თარიღის აღსანიშანავად გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში ჩატარდება „მეცნიერთა კონგრესის“ გასვლითი სხდომა „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ განსახილველად.

ღონისძიებაზე დოქტრინის განსახილველად ოფიციალურად მოწვეული არიან საქართველოს მთავრობა, მმართველი და ოპოზიციური პარტიის, სამეცნიერო აკადემიების, უნივერსიტეტების, ინსტიტუტების, სამეცნიერო საზოგადოებების ხელმძღვანელები.

უმძიმესი პოლიტიკური და სოციალური კრიზისის დასაძლევად, მსოფლიოში ქართული სახელმწიფოს ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად და ქართველი ერის მისის აზია-ევროპის დამაკავშირებელი უძველესი დერეფნის ღირსეულად და ხარისხიანად მმართვისათვის დღის წესრიგში დგება სამეცნიერო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების მიერ ქართული სახელმწიფოს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ ერთობლივად განხილვის საკითხი.
გელათის აკადემიაში წარმოდგენილი იქნება „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ შემუშავებული დოქტრინა და დამსწრე საზოგადოების მიერ ერთობლივად მოხდება მისი განხილვა.
ღონისძიების ბოლოს საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია „ერთობის თანხმობის პარლამენტის“ შესახებ.

გელათის კონგრესი გაიმართება 8 თებერვალს, დავითობას, 14 საათზე, გელათში, გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში.

„მეცნიერთა კონგრესის“ პრეს-ცენტრი
5.02.2025
საკონტ. 595 01 65 66

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *