"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის შეხვედრები მოსახლეობასთან. (ჭიათურა, 3.07.2021)

მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლები ქუთაისის შემდეგ ზესტაფონს,ჭიათურას,საჩხერეს და ქარელს ესტუმრნენ,ხალხთან შეხვედრები და 21 პუნქტიანი პროგრამული დოკუმენტი დაარიგეს როგორც ხალხში,ასევე ადმინისტრაციულ ობიექტებში.
მთავარი რაც არის ამ მოძრაობაში გახლავთ ხალხის დიდი სიყვარული და თანადგომა,რამდენადაც ეს მოძრაობა არავისგან არ ფინანსდება ,ყველაფერი ხალხის დიდი მხარდაჭერით და თანადგომით ხორციელდება.ვიღაც გულშემატკივარი ორდღიან მოგზაურობისთვის მანქანას სთავაზობს აქტივის წევრებს,ვიღაცა ოჯახში პატიჟებს და მასპინძლობს,ვიღაც გზაზე ხვდება და მეგზურობას უწევს,ვიღაც შემოწირულობას შემოსწირავს და ასე დგება დიდი ერთობა.ორი კვირაა რაც მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლები რეგიონებში ხალხში დადიან ფეხდაფეხ,და რაც კეთდება ყველაფერი ხალხის და უფრო მეტად კუდევ ემიგრანტების დახმარებით კეთდება, იმ ხალხისა ვისაც გათვითცნობიერებული აქვს რომ ქვეყანაში სისტემური ცვლილებები თუ არ მოხდა,Იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ვიდრე დღეს ვართ. მეცნიერთა კონგრესი მხარს უჭერს პარტია თეთრების ლიდერს ბ.ნ თეიმურაზ შაშიაშვილს ,რომელიც ითვალისწინებს მეცნიერულ პროგრამებს და იზიარებს მეცნიერების მიერ შეთავაზებულ სისტემური ცვლილებების პროგრამას.ქართველი ერის გენოციდია და ერის ბოლომდე დაცემაა გამიზნული.საქართველოს სახელმწიფიებრიობის საბოლოო ჩამოშლაა მავანთა მიზანი.
ერი და ბერი წინ უნდა აღვუდგეთ შინაურ თუ გარეულ მტერს,გავერთიანდეთ უნდა ერი და ბერი 18 სექტემბერს პროგრამის ირგვლივ და მოვთხოვოთ ხელისუფლებას მისი შესრულება.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ლუარა ნიჟარაძე
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *