მეცნიერთა კონგრესი
„ვიღუპებთ და გვიხარია“
თემურ შაშიაშვილი გამოხატავს მეცნიერთა კონგრესის პოზიციას ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით

ქართული პოლიტიკაში ზნედაცემულობის პიკია
თემურ შაშიაშვილი გამოხატავს „მეცნიერთა კონგრესის“ ერთი ჯგუფის პოზიციას ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით!
სამწუხაროდ, პალიტიკოსებიც და ხალხის დიდი ნაწილიც, მსხვერპლს უფრო მოჰყავს აღტაცებაში, ვიდრე ამ აბსურდული პოლიტიკის ავტორებს. კვლავ ვებრძვით შედეგებს და არა მიზეზს.
ასე იყო სააკაშვილის დროს და კიდევ უფრო გაძლიერდა ივანიშვილთან.
ეს არის განდიდების მანიით შეპყრობილთა პოლიტიკური არჩევანი.მაღალი თანამდებობის ნებისმიერი პირი, რომელიც ციხეში ზის, გაქცეულია ქვეყნიდან, გადადგა თუ მომავალში გადადგება თანამდებობიდან, წავიდა თუ მომავალში წავა პოლიტიკიდან, არის მმართველობის ავადმყოფური სისტემის მსხვერპლი. ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად დამანგრეველი გახდება ქვეყნისთვის, თუ მართვის სისტემა სრულად, საფუძვლიანად არ შეიცვალა.
მეცნიერთა დიდი ჯგუფი წლებია ამბობს: ქვეყანაში მართვის სისტემაა
ავადმყოფი და კორუმპირებული: ეძებს ავადმყოფური აზროვნების ადამიანებს, ახდენს კორუმპირებულთა ტირაჟირებას. ხალხს კი ახარებს ამა თუ იმ პიროვნების კორუფციაში მხილება… როგორც ერთი პოეტი იტყოდა: „ვიღუპებით და გვიხარია“ .
არც შევარდნაძემ, არც სააკაშვილმა, არც ივანიშვილმა არათუ იფიქრეს ამ კურსის შეცვლაზე, არამედ მეცნიერებისა და მოაზროვნე ადამიანების იგნორირებით, ეს კურსი ფულის შოვნის და გამდიდრების მექანიზმად აქციეს.
დღეს, როცა ხალხის თვალში პოლიტიკოსი პრაქტიკულად გაკოტრებულია მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაშია თუ ხელისუფლების გარეთ; დღეს როცა პოლიტიკა იქცა გამდიდრების საშუალებად, დღეს, როცა პოლიტიკოსებს თავიანთი ბინძური მიზნების მისაღწევად მშიერი და დაუძლურებული მოსახლეობა აწყობთ, აწყობთ კომპრომეტირებულნი ხელისუფლებაში, აწყობთ მდიდარი მონები და მაშინ, როცა პრაქტიკულად დემორალიზებულია, უიმედობაშია და ხელებჩამოშვებულია ხალხის დიდი ნაწილი – უდიდესი მნიშვნელობა აქვს „თვალებახილებულ“ ინტელიგენციას, რამეთუ „თვალებახილებული“ ხალხის გარეშე ქვეყანა დაღუპვის გზაზეა და ისევე, როგორც ვაჟა-ფშაველა ითხოვდა მომავლის საქართველოს საყრდენად „თვალებახილებულ“ ხალხს, ეს ვერ მოხდება ინტელგენციის – მეცნიერების, ხელოვნებისა და მოღვაწეთა გაბედული ჯგუფის ფორმირებისა და ამ გუნდის გაბედული მოქმედების გარეშე.
ეს პროცესი დაწყებული აქვს „მეცნიერთა კონგრესს“, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგი ვერ დადგება უპირველესად, მეცნიერების და მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ უკვე ვთქვით და ეხლა უფრო გამოკვეთილად ვამბობთ, რომ ასეთი ხალხის მონაწილეობით უნდა შედგეს დიდი შეკრება ოქტომბრის ბოლომდე, რომელმაც დიდი ანლიზის საფუძველზე სწორად უნდა გაიაზროს საქვეყნო ნაბიჯები.
კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად: დღეს პარტიების დრო არ არის, პოლიტიკოსები დისკრედიტირებულნი არიან, დღეს პიროვნებათა ხელისუფლების დროა და სწორედ ამ განწყობით შევთავაზებთ ამ დიდ შეკრებას კონცეფციას „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ თაობაზე, ანუ იმ ხელისუფლების თაობაზე, რომლის შექმნა დაიწყება ხალხით, გაგრძელდება პარტიებში და დასრულდება ხალხის გადაწყვეტილებით. მთავარია, პარტიებმა შევძლოთ ხელისუფლების შექმნა პროცესში ჩვენი მონაწილეობით, მაგრამ ხელისუფლებაში ჩვენი მონაწილეობის გარეშე.
ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ დღეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი და ინტელექტუალური პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა, ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ გადარჩენა ქვეყნის გარეთაა;, ცდება ყველა ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის გადარჩენა მდიდრებსა და ბელადებშია… ვიყავით და ვრჩებით იმ აზრზე, რომ ქვეყნის მომავალი განათლებულ და რწმენით სავსე ხელისუფლებაშია. იმ ხელისუფლებაში, რომელიც შედგება პიროვნებებისგან და არ იმართება ქვეყნის გარედან.
ესაა „მეცნიერთა კონგრესის“ ხედვა, რომელსაც სრულ იგნორირებას უკეთებდნენ დღემდე ხელისუფლებებიც და ოპოზიციებიც და რომელსაც დღემდე სრული იგნორირება გაუკეთეს საინფორმაციო საშუალებებმა.. მათ შორის, იმ ტელევიზიებმა, რომლებიც საკუთარ თავს „თავისუფალს“ უწოდებენ, მხარდაჭერილნი და დაფინანსებულნი არიან დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთიდან.
ჩვენ ამ მასალას ვუგზავნით ყველა საინფორმაციო საშუალებას. ხალხი ნახავს, როგორი იქნება ჯერ მათი და შემდგომ ხელისუფლების, ოპოზიციის და პოლიტიკოსების რეაქცია. ხალხი ნახავს, როგორ მიიღებენ ამ წინადადებას ინტელიგენციაში, უპირველესად სამეცნიერო წრეებში.
ვაგრძელებთ კონსულტაციებს პირველ შედეგებს 1 სექტემბერს, მომდევნო კვირის სამშაბათს „მეცნიერთა კონგრესის“ დროში ვნახავთ ტელეკომპანია „ქართულ TV“ -ზე

