მეცნიერთა კონგრესი

თემურ შაშიაშვილი: ორი ხაზგასმა დაფიქრებისთვის!

ვიცი ამის გამო,როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის,რაც მთაცარია,მათი მხარდამჭერების მიერ კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩნდები,მაგრამ, რა გაეწყობა, სათქმელი მაინც უდა ვთქვა!
მწამს და მჯერა,არაერთი სწორად გამიგებს ნათქვამს…განსხვავებით პოლიტიკოსთა უმრავლესობისგან,მირჩევნია რამდენიმე პროგრესული ადამიანი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს!
ახლა კი ორი ხაზგასმა:

პირველი –საქართველოს პოლიტიკური სივრცე გაივსო გაბოროტებულებით. პოლიტიკოსებში, ნაცვლად აუცილებელზე აუცილებელი თავისუფლებისა, სწორედ მისი დამთრგუნველი პოლიტიკური სიძულვილი, ან პოლიტიკური სიყვარული ჩასახლდა…
აბა რა შეიძლება ეწოდოს იმას,რომ ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმა,მიხეილ სააკაშვილის სიყვარულამდე მიგიყვანოს,ან,პირიქით,სააკაშვილის სიძულვილმა -ბიძინა ივანიშვილის სიყვარულამდე…

ისტორია ადასტურებს,რომ როგორც ასეთი სიყვარულის,ასევე,ასეთი სიძულვილი უკან ფინანსურ-მონური ანგარება დგას… რაც მთავარია,არამარტო დაკარგეს ობიექტურობა ,როგორც ბატონმა ივანიშვილმა და ბატონმა სააკაშვილმა, არამედ წაახალისეს ქვეყნის დამანგრეველი ეს პროცესი

● ერთსაც და მეორესაც უყვარს მაქებრები, ქამელეონები, ტაშის მკვრელები…
● ერთსაც და მეორესაც უყვარს ცოცხალი უნიჭოები და მკვდარი ნიჭიერები!
აქვე ერთიც, მონური ფსიქოლოგიისა და ანგარების განწყობის ადამიანებმა ეს კარგად გააცნობიერეს და პრესით, ტელევიზიით მიდის შეჯიბრი,თუ ვინ ვის როგორ მოაწონებს თავს!

მეორე – ისტორია ადასტურებს ოპოზიცია ისეთივეა,როგორიც არის ხელისუფლება!

● ძლიერი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს,რომ ოპოზიციაც ძლიერი იყოს, რამეთუ ასეთი ოპოზიციას სრულად მოჰყავს მოქმედებაში ხელისუფლების შესაძლებლობები და ასეთ პოზიცია – ოპოზიციას კი,ქვეყნის პოტენციალი… სწორედ ეს არის ქვეყნის გამარჯვების უტყუარი საფუძველი…

● სუსტი ხელისუფლება ფიქრობს არა ხალხსა და ქვეყანაზე,არამედ ოპოზიციის დასუსტებასა და დამარცხებაზე…ეს კი ქვეყნის დასუსტებისა და ნგრევის გზაა!

ყველაზე მეტად იმ ხალხის მაკვირვებს,რომლებიც “ხბოს აღტაცებით” საუბრობენ, მათივე ენით რომ ვთქვათ, “ოპოზიციის გაფარჩაკებაზე ! რა გიხარიათ,ხალხო, ქვეყანა თავზე გვენგრევა ამის გამო!

თემურ შაშიაშვილი

30.06.2026

მეტი

მსგავსი სიახლეები