"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
უმრავლოს საქართველოს ბ.ნი ზურაბისდარი მშვიდობიანი ,მშრომელი და კეთილი ადამიანები

იყო წარმატებული მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა, იყო ადამიანი და გქონდეს მოსიყვარულე გული ეს უფლის მადლთან ერთად კარგი აღზრდის ბრალიც უნდა იყოს,იყო ერთგული მეგობარი ეს უკვე ნიჭია ,რადგან უღალატო მეგობრობას ნიჭი უნდა ,ხელგეწიფებოდეს მეორე ხელით მუდმივად ვიღაცას დაეხმარო და ამით შენ თვითონ იყო კმაყოფილი, ესეც ხომ მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს შეუძლიათ.
არ გაგიკვირდეთ მეორედ ვწერ,რადგან ასე მინდა გამოვხატო მადლიერება ბ.ნ ზურაბ ფილიპიასადმი,რადგან დღეს საქართველოში გვაკლია ასეთი ადამიანების დანახვა და დაფასება.
ბ.ნმა ზურაბმა ბევრი იშრომა და დღემდე მუხლჩაუხრელად შრომობს იმისთვის,რომ დაეხმაროს სხვას,მისცეს სამუშაო სხვას,შეიფაროს ადამიანები და აკეთოს სიკეთე,სიკეთე რომელიც არ იზომება.
ამ ადამიანიდან მართლაც უცნაური სიკეთის მადლი მოდის,მიუხედავად იმისა ,რომ ის უსამართლო რეჟიმის მსხვერპლიც იყო ,მას და მის მეუღლეს,რომელიც საუკეთესო სკოლის წარმატებული დირექტორი იყო,უსამართლო ხელისუფლების მავანებმა არ აპატიეს რომ წარმატებული ადამიანები იყვნენ,და საკუთარი უნარით,შრომითა და უანგარობით ჰქონდათ მოპოვებული წარმატება.
ამქვეყანაში ხომ საუკეთესო ადამიანებს ვებრძვით და სწორედ ასე გახდნენ ეს მშრომელი და ძვირფასი ადამიანებიც უსამართლობის მსხვერპლი.თუმცა შეძლეს ისევ ფეხზე წამოდგომა და კვლავ კეთილი საქმის სამსახური.
ზურაბ ფილიპიას საქმიანობაზე ,მის ცხოვრებაზე და იმაზეც ,თუ როგორ იქცა უსამართლობის მსხვერპლად ,მალე ქართული TV ფილმს გადაიღებს ,რათა საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ ადამიანი, რომელმაც უამრავი კეთილი საქმე აკეთა ქვეყნისთვის და ემსახურა პატიოსნად სამშობლოს.სწორედ თავისი პატიოსანი შრომით იქცა ის წარმატებულ მოღვაწედ.
ფოტოებზე თქვენ ხედავთ იმ უამრავ შინაურ თუ უცხო ჯიშის ფრინველს რომელსაც ბ.ნი ზურაბის “რანჩოში”  ნახავთ,ზღვისპირას პატარა სამოთხისმაგვარი სამფლობელო საკუთარი ხელით აქვს შექმნილი,მისხალ მისხალ შეკოწიწებული, იგი ისე სათუთად ეფერება თითოეულ ფრინველს მისი შემხედვარე იფიქრებ,სამყაროში მხოლოდ უწყინარი და მშვიდობის მტრედების მოსიყვარულე ადამიანები არსებობენ მხოლოდ,და არ არსებობს ბოროტება ,რომელმაც შეიძლება ადამიანური იდილია დაანგრიოს.
ნახავთ,ზღვისპირას პატარა სამოთხისმაგვარი სამფლობელო საკუთარი ხელით აქვს შექმნილი,მისხალ მისხალ შეკოწიწებული, იგი ისე სათუთად ეფერება თითოეულ ფრინველს მისი შემხედვარე იფიქრებ,სამყაროში მხოლოდ უწყინარი და მშვიდობის მტრედების მოსიყვარულე ადამიანები არსებობენ მხოლოდ,და არ არსებობს ბოროტება ,რომელმაც შეიძლება ადამიანური იდილია დაანგრიოს.
უმრავლოს საქართველოს ბ.ნი ზურაბისდარი მშვიდობიანი ,მშრომელი და კეთილი ადამიანები,სიცოცხლე ხომ სიყვარულით,შრომით და სიკეთით არის მშვენიერი!!!
ლუარა ნიჟარაძე
ისტორიის მეციერებათა დოქტორი
 
			 
					
