"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: თუ მივიღებ პასუხს ამ ყველაფერზე დავიჯერებ რომ თქვენც ჩემსავით გტკივათ საქართველო!

კომენტარი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე

ბ.ნო ბიძინა, ეს თქვენი გულწრფელი მიმართვა რომ დავიჯერო მე როგორც რიგითმა ქართველმა, დაბრუნებულმა ემიგრაციიდან, რომელიც კიდევ უფრო გულგატეხილი ვარ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონით; უმუშევრობა,დასაქმების პრობლემა,მცირე ხელფასები და პენსიები,ჯანდაცვაში არსებული ქაოსი და უპასუხისმგებლობა,განათლების რეფორმის სრული ქაოსი და არსებული უსამართლო სამართალი,პიროვნებებზე მორგებული კანონები,ეკონომიკის სრული დეგრადაცია და ლარის გაუფასურება,სიღატაკის ზღვარს მისული მოსახლეობა და ა.შ.თქვენ თვითონაც ხომ აღნიშნავთ ამ ყველაფერს,ხოდა რამ შეგიშალათ ხელი?რატომ ვერ შესძელით ქვეყნის განვითარება და კრიზისიდან გამოყვანა?გეტყვით თუ მომისმენთ და ვინმე მოგაწვდით:არაპროფესიონალიზმი სახელნწიფო სტრუქტურებში,დაუსჯელობის სინდრომი,არაპოლიტიკოსების პოლიტიკომანია,პარტიების მიერ მითვისებული ხალხის ფული,საპრეზიდენტო ინსტიტუტის დასუსტება და სუსტი პრეზიდენტი.კიდევ..? არ ღირს გაგრძელება.

ვაბრალოთ ვის რაც გვჭირს? ისევ და ისევ სუსტი მმართველობის სისტემას ,რამაც ოცდაათი წელი დაანგრია ქართული სახელმწიფო.იმის ძახილი რომ მოაშორეთ ქვეყანას ნაციონალების დანაშაულებრივი რეჟიმი, არ გაძლევთ უფლებას თავი იმართლოთ.ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო მაღალია,ვიდრე პიროვნული ინტერესები.

და თუ მართლა გტკივათ გული სამშობლოზე,ვიტოვებ იმედს რომ ეს ასეა,დაუთმეთ პოლიტიკა ისეთ ღირსეულ პოლიტიკოსს ,როგორიც თეიმურაზ შაშიაშვილია და სხვა უამრავ ღირსეულ, პატიოსან ,გონიერ ადამიანებს ,ვისაც მართლა ხელეწიფებათ ქვეყნის მართვა.

თუ მივიღებ პასუხს ამ ყველაფერზე დავიჯერებ რომ თქვენც ჩემსავით გტკივათ საქართველო!

იხ. ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიმართა საქართველოს მოსახლეობას! “მინდა მივმართო ჩემს ხალხს”

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *