"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

თამარ მეფის სიტყვა, მეფედ კურთხევისას წარმოთქმული

აი, პროგრამა!

 

„… ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს (ილია ჭავჭავაძე)

შეგახსენებთ თამარ მეფის სიტყვას, წარმოთქმულს მისი მეფედ კურთხევისას, რომელიც გამორჩეულია არა მარტო იმ ეპოქისთვის, არამედ საპროგრამო დოკუმენტია დღევანდელი სამყაროსთვის, უპირველესად კი მომავლის საქართველოსთვის.

 შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება, არ არის აქ ჩემი სასაკუთრო და სამეფო ჩემი, კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით. პირველათ თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილო, მხედართმთავარო მეომარნო. მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა, გავიმაგრო სამეფოს საზღვრები, გარეშე მტრების მოსაგერიებლათ. მერმე მივყობთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ, წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორ სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალეობახორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა: აქ მეფის და იქზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ, დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას, და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედათ უნდა დაიდვას საერო სიყვარული

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *