მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
მეცნიერთა კონგრესის წევრები აგრძელებენ შეხვედრებს გელათის კონგრესის განწყობით

მეცნიერთა კონგრესის წევრები აგრძელებენ შეხვედრებს გელათის კონგრესის განწყობით. გუშინ გელათის კონგრესის მიმართვა წარდგენილ იქნა მეცნიერებათა აკადემიაში. მიმართვის დეტალური განხილვა შედგა ინდივიდუალური შეხვედრების დროს, აკადემიკოსებთან :როინ მეტრეველთან , მინდია უგრეხელიძესთან და რამაზ გახოკიძესთან. ამ უკანასკნელთან, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, მისსავე ლაბორატორიაში, შედგა საუბარი სოფლის მეურნეობასთან, იმუნური სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით ახალ ტექოლოგიების შესახებ. განხილული იქნა ზვიად გამსახურიას ინიციატივით გამოცემული რამაზ გახოკიძის წიგნის: „გზა ხსნისა“ უცხო ენებზე თარგმნის და შემდგომ მისი გამოცემის წინადადებები.
საღამოს, მეცნიერთა კონგრესის წევრები : ერეკლე შონია, ვახში ჟვანია, გოჩა ცოფურაშვილი, ალექსანდრე კასრაძე, თემურ შაშიაშვილი სახელოსნოში ეწვიენ ცნობილ არქიტექტორს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს მეცნიერების დოქტორს, პროფესორ ვახტანგ დავითაიას. განხილული იქნა დავით აღმაშენებლის ძეგლის მის პირვანდელ გარემოში დაბრუნების, საქართველოში ქალაქ ბაგრატიონის დაარსების და გელათის მიმართვის სხვა წინადადებები, ასევე შედგა საუბარი დედაქალაქის ურბანულ პრობლემებთან და თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით.
ნიშანდობლივია, რომ ყოველი შეხვედრის დროს, სრული მხარდაჭერა გამოიხატა გელათის კონგრესის მიმართვაში ჩამოყალიბებულკონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით.
დღეს , კონგრესის წევრთა ერთი ჯგუფი შეხვედრებს გამართავს სამეგრელოში. ეს გადაწყვეტილებაც მრავლისმთქმელია იმის გათვალისწინებით, რომ დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი გელათის კონგრესის შემდგომ, სწორედ გიორგი ჭყონდიდელის მხარეში ხდება პირველი გასვლა.
დღეს, მიმართვის ტექსტი გადაეცემა შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს, სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციას. შეხვედრა შედგება საზოგადოება „ზუგდიდელში“. კონგრესის წევრები შეხვედრას გამართავენ ქალბატონ ციური გარუჩავას მამულში და გაეცნობიან, თუ როგორ ახერხებს ქალბატონი ციური ვლადიმერ მეგრეს უნიკალურ წიგნზე „ანასტასია“ დაყრდნობით, მეურნეობის მოწყობას.
ხვალ, კონგრესის წევრები გელათის მიმართვას გადასცემენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს, იმერეთისა და ქუთაისის ხელმძღვანელობას. პროექტი წარედინება სამეგრელოსა და იმერეთის საჯარო ბიბლიოთეკებს, რათა ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება გაეცნოს მეცნიერთა კონგრესის მიმართვას და ქვეყნის ხსნის 21-პუნქტიან პროგრამას „მთავარია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“
კონგრესის წევრები რამდენიმე პირდაპირ ჩართვას გააკეთებენ როგორც სამეგრელოდან, ასევე იმერეთიდან.
კონგრესის წევრებს მიაჩნიათ, რომ 14 მარტამდე, დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი გელათის კონგრესის მიმართვა წარუდგინონ ცენტრალური ხელისუფლების ყველა პირველ პირს, რეგიონებს, საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, მეცნიერებათა დარგობრივ აკადემიებს, უნივერსიტეტებს, სასწავლო სამეცნიერო მიმართულების ინსტიტუტებს, შემოქმედებით კავშირებს. 14 მარტს მეცნიერთა კონგრესის წევრები გეგმავენ წარმომადგენლობით კონფერენციას: 8 თებერვლის შემდგომ გაწეული საქმიანობის შეჯამებას და პროგრამის განსაზღვრას სამ ეტაპად: 26 მაისამდე, 21 სექტემბრამდე – როცა უნდა შედგეს ემიგრანტტა ყრილობა და 2024 წლის 26 მაისამდე, როცა უნდა შედგეს ყოველტა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს დიდი პროცესია და მისი წარმატება დამოკიდებულია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე. ისინი გამოთქვამენ რწმენას , რომ მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება ქვეყნის შიგნით დაპირისპირებისა და აგრესიული ტონის შემცირება და ხელიდან არ გავუშვებთ შესაძლებლობას, მსოფლიოს ვაჩვენოთ დღემდე მისთვის უცნობი, დავით აღმაშენებლის მეურნეობრიობის (დღეს რომ ახალ ეკონომიკას ვუწოდებთ) დღეს ჰაერივით საჭირო პრინციპები. დავით აღმაშენებლის წელი ვაქციოთ ეროვნული თანხმობის წლად, და ქვეყანამ შეძლოს მისი პოტენციალის მაქსიმუმზე მუშაობისკენ სვლა. ეს, მართლაც, დიდი შანსია და არც დრო , არც ხალხი, არც მომავალი არ გვაპატიებს მის გამოუყენებლობას.
მეცნიერთა კონგრესი იმედოვნებს, რომ ამ საქმეში მას ექნება სინფორმაციო საშუალებების დიდი მხარდაჭერა.
 
			