მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის წერილი ხელისუფლების წარმომადგენლებს

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს,  ფლორენციაში გაიხსნება „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის პირველი სესია, რომელიც გაგრძელდება 25 ნოემბრამდე იტალიის, საბერძნეთის და თურქეთის 20 ქალაქში..

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, მეცნიერთა კონგრესმა წერილით მომართა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას,  საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს  პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს. წერილთან ერთად, მიმართვის ავტორებმა ადრესტებს დაუგზავნეს კონგრესის პროგრამა  „მადლიერების ბარათის“ სახით.

მიმართვაში,რომელსაც ხელს კონგრესის სპიკერი ერეკლე შონია აწერს,.ნათქვამია:

“პირველი ასეთი კონგრესი ჩატარდა გასული ათასწლეულის ბოლოს. მისი ინიციატორები იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეები. კონგრესის თავმჯდომარე გახლდათ ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე,

ცნობილმა მამულიშვილებმა, ბატონებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, რომან რურუამ, ტარიელ ხარხელაურმა, თემურ გუგუშვილმა და რამაზ ყურაშვილმა ამ იდეის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა-კურთევით, დააარსეს „ქართული ერთობის დარბაზი“ (ქედ-ი) და დაიწყო  მსოფლიო კონგრესის ახალი პრინციპით ჩატარებისათვის მზადება. ის ითვალისწინებს მსოფლიოს 40 ქვეყნის 87-ზე მეტ ქალაქში, სადაც თითოეულში 1000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და საქმიანობს, კონგრესის სესიების ჩატარებას,  დელეგატების არჩევას ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისათვის.

მიგვაჩნია, რომ მომავლის საქართველოსთვის აუცილებელია ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობა. სწორედ ამას ემსახურება ეს კონგრესიც და ვთვლით, რომ პოლიტიკური დაპირისპირებით დამძიმებულ ქვეყანაში, როცა მის გარეთ უამრავი ჩვენი თანამემამულეა, ამ პროცესის დაწყებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მით უფრო, რომ იგი ეფუძნება ბიბლიურ პრინციპს: „მთავარში-ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“.

ამ კონგრესის ჩატარებაზე ვსაუბრობთ 15 წელზე მეტია, პროექტი წარმოდგენილი იყო ქვეყნის განვითარების კონცეფციაში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. რამდენიმე წლის წინ ის გადაეცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ყველა პირველ პირს და ყველა შესაბამის უწყებას.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ განიხილავთ ჩვენ მიერ წარმოდგენილ პროგრამას და უახლოეს პერიოდში შეძლებთ ჩვენთან შეხვედრას.”

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *