მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში: უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით… (9-12. 10. 2022 )

“უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით…ამაზე უარის თქმას არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს.”

მეცნიერთა 15 წლისწინდელ პოზიციას, ხელისუფლების ყრუ კედელი დაახცედრა გარღვევა უნდა .მოხდეს.

მეცნიერთა კონგრესს მიაჩნია,რომ ეს უნდა იყოს არა მიტინგებისა და დაპირისპირების გზა,როგორც ეს პარტიებს მიაჩნიათ,არამედ საუბრები იმ ადამიანებთან,რომლებიც ხალხის განწყობას გამოხატავენ.

ამ გადაწყვეტილების სისწორეში გვარწმუნებს დიალოგი ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან ტარიელ ხარხელაურთან,რომელიც თიანეთის სოფელ სიმონიანთხევში შედგა (იხ. სრულად) !ბევრ რამეზე მიგვანიშნებს მისი შეფასებები:

● “თვითონ ეს გზაა სწორი – ჩვენ ერთმანეთთან საუბარი უნდა შევძლოთ”

● “…პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა. ისინი გამაღიზიანებელი არიან ეროვნული აზრონების. მათ შეუძლიათ შეურაცხყოფა მოგაყენონ, შენ ამას არ იკადრებ” შეხვედრებს ვაგრძელებთ შიდა ქართლში,იმერეთში,სამეგრელოში, აჭარაში!

9 ოქტომბერს მეცნიერთა კონგრესის წევრები შეხვდნენ 13 ასურელ მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა სერაფიმეს,რომელმაც არამეულ ენაზე შეასრულა გალობა..და იმავე სოფელში, კეთილ საქმეთა მკეთებელ მოღვაწესა და მამულიშვილს,ნუვზარ წიმლაურს !

● 9 ოქტომბერს,20.30 საათზე გაიმართა შეხვედრა 20 წლის შემდეგ, საბერძნეთიდან და 18 წლის შემდეგ იტალიიდან დაბრუნებულ ემიგრანტ ქალბატონებთან,ჯულია ბობოხიძესთან და ქეთევან ქებულაძესთან. (იხ.მეცნიერთა კონგრესის შეხვედრა ემიგრანტებთან (ქუთაისი, 9.10.2022)

)● 9 ოქტომბერს 23.30 წუთზე პირდაპირ ეთერში გაიმართა შეხვედრა ბუნების მესაიდუმლე გელა ხუნწარიძესთან, ქალაქ წყალტუბოში..

● ორშაბათს,10 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, შედგა შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან კლასიკურ ჭიდაობაში, მეურნე,ენდი გოგლიჩიძესთან და პირველი მრავალპარტიული უზენასი საბჭოს წევრ “მრგვალი მაგიდიდან” ,ბატონ ალეკო ახვლედიანთან

● 10 ოქტომბერს 1240 საათზე,სენაკის სოფელ ნოსირში გაიმართა შეხვედრა თანამედროვეობის ერთერთ უგამორჩეულეს პოეტ, ვასილ ბესელიასთან იხ. სრულად

● 10 ოქტომბერს,15 საათზე, გაიმართება შეხვედრა ზუგდიდის სოფელ კოლხიდაში მეცნიერთა კონგრესის წევრთან მწერალ,მთარგმნელ,მუსიკოს, ციური გარუჩავასთან,რომელმაც წლები მიუძღვნა,ვლადიმირ მეგრეს “ანასტასიას” თარგმნას,,გადაწყვიტა ამ ცხოვრების წიგნის შესაბამისად შექმმნას სოფელი .(იხ. მეცნიერთა კონგრესი სტუმრად ციური გარუჩავასთან)

● 10 ოქტომბერს, საზოგადოება “ზუგდიდელის”წევრებთან შედგება სოკონსულტაციო შეხვედრა, სოფლისთვის საჭირო, აკადემიკოს რამაზ გახოკიძის სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებით

● 10 ოქტომბერს,23 საათზე,აჭარიდან, ქობულეთიდან შედგა,კონგრესის წევრის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, თეიმურაზ შაშიაშვილის ტრადიციული ფბ-კონფერენცია

● 11 ოქტომბერს,შეხვედრები გაიმართა აჭარაში:

შედგა დიდი ქართული საუბარი სარფში ლაზების  მუზეუმის დირექტორ იაშა თანდილავასთან...

ბათუმში.. საუბარი,აკადემიკოს ვანო პაპუნიძესთან (იხ. მეცნიერთა კონგრესის შეხვედრა აკად.ვანო პაპუნიძესთან (ბათუმი, 11.10.2022)..

შეხვედრა მეუფე დიმიტრის რეხიდენციაში

რეგიონებში შეხვედრა დასრულდა 12 ოქტომბერს,  გორში, მეცნიერთა კონგრესის ტრადიციული ოთხშაბათის სხდომით. (იხ მეცნიერთა კონგრესის შეხვედრა გორში )

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *