სლაიდერი
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი საქართველო – თაფლის ცივილიზაციის ქვეყანა!

7 ივლისს, 17 საათზე ბიზნეს-ცენტრში „მეფე დავითი“ (King david, მერაბ ალექსიძის 12) მეცნიერთა კონგრესის და მეფუტკრეთა გილდიის პატრონაჟით, ბიზნეს-ცენტრის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით, მედიცინის, კულტურის, ხელოვნების, სპორტის მოღვაწეთა მონაწილეობით ახალი შინაარსით გრძელდება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი: საქართველო – თაფლის ცივილიზაციის ქვეყანა!
გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, წარმოდგენილი პროდუქციის დეგუსტაცია და ამავე პროექტის ფარგლებში გაიხსნება სპეციალიზებული მაღაზია „ბრეტი -22“.
საკონტაქტო პირი: გიორგი კეპაშვილი (ტელ.: 597 74 52 25)



