"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიპროგრამული

ეროვნული თანხმობის პარლამენტი

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ანალიტიკური მასალა, რომელმაც ყველა უნდა დაგვაფიქროს და სამოქმედოდ განგვაწყოს

რას ფიქრობენ მეცნიერები?

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და პოლიტიკური სიძულვილით სავსე, პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ ქვეყანაში საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევთ და ამასვე ვუსურვებდით ქვეყნის ხელისუფლებას, ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია – მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ. პოზიცია

ეროვნული თანხმობის პარლამენტისშექმნის აუცილებლობის შესახებ და მისი შექმნის კონცეფცია

 

I . ზოგადი დასკვნები

ჩვენ – მეცნიერები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ 2006 წელს ვიდექით ეროვნული ყრილობის მოწვევის აუცილებლობის სათავეებთან, შევიკრიბეთ და მეცნიერთა ფართო წრეების, საზოგადო მოღვაწეების წარმომადგენელთა მონაწილეობით დავიწყეთ ქვეყნის პოტენციალის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და იმ კონკრეტული პროგრამის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქვეყნის უდიდესი პოტენციალი.


ორწლიანი მუშაობის შედეგად:

დავასკვენით – ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის 25-მა წელმა არ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ყველასთვის სასურველი იყო. ნათელია, რომ საქართველო კატასტროფულად აგვიანებს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო – დღემდე არსებულმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის პოტენციალის 10 პროცენტზე მეტის ამოქმედება, ჩვენ გამუდმებით ან საომარ, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის შიგნით – ხელისუფლების განდევნისთვის მუდმივ ბრძოლაში, რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე ეტაპზე შევქმენით.

ჩვენ – მივაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ უმმძიმეს გარემოებას: ერთი მხრივ, ერი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუვერენია, ვერაფრით გახდა ქვეყნის პატრონი, მეორე მხრივ, საზოგადოებამ დღემდე ვერ შეიძინა სამოქალაქო ღირსებისა და შესაბამისად, სამოქალაქო პროტესტის გრძნობა.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება, ქვეყნის ბედს ერთპიროვნულად განსაზღვრავდნენ პარტიული ლიდერები, რომლებმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ამაღლებულიყვნენ ვიწროპარტიულ და ვიწროჯგუფურ ინტერესებზე.

ჩვენ ვაღიარეთ ისიც, რომ ამ ყველაფერში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება, პოლიტიკაში გაქცეულიყო.

 

ჩვენ – არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა უკვე 25-ე წელია განმავლობაში მიდის. დარწმუნებული ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, ვინაიდან უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც შედის არამხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა. ჩვენ სერიოზულად გვაფიქრებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, თანდათან ვკარგავთ ეროვნულ დამოუკიდებლობას.

ჩვენ – შევთანხმდით, რომ ყველას მივესალმებით, ვინც კანონიერების საფუძველზე აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, ვადიანი თუ ვადამდელი არჩევნების გზით. ამასთან, ერთსულოვანნი ვართ იმაშიც, რომ არჩევნებს არ შეიძლება წარმართავდეს ქვეყანაში ამჟამად მოქმედი კანონი, რომელსაც ყოველი ახალი ხელისუფლება თითქოს აუმჯობესებს, მაგრამ როგორც დრო ადასტურებს – ირგებს საკუთარ თავზე და ეს ყოველივე უაზროს ხდის არჩევნებში მონაწილეობას.

სწორედ ამის შედეგია ამომრჩეველთა უკვე კატასტროფულად დაბალი აქტივობა. საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია, რათა წარმატებით დაგვირგვინდეს ახალი საქართველოსნამდვილად დემოკრატიული, ეროვნული, ქრისტიანული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი.

ჩვენ ვხედავთ იმასა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანების განხორციელებას მხოლოდ ხელისუფლება ან მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ. დღეს პოლიტიკურ ავანსცენაზე ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ, ვინც მიიჩნევს, რომ აუცილებელია მეცნიერული, სისტემური მიდგომა, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ 25 წლის მანძილზე ხელისუფლებისთვის ბრძოლის ქუჩის პოლიტიკამ დაანაგვიანა პოლიტიკური პარტიებიც და ხელისუფლებაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიღმა, საქართველოს დღევანდელი რთული მდგომარეობისთვის, სწორად მოაზროვნე გაცილებით მეტი პოლიტიკოსია, ვინემ არენაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებში.

ჩვენარასწორად მივიჩნევთ არჩევნების წინ პარტიების გაერთიანების 25-წლიან პრაქტიკას და მიგვაჩნია, რომ პარტიები უნდა ერთიანდებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შედეგების მიხედვით – პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ მსოფლიოში.

ჩვენ გვინდ ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყო სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ეს მით უმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც არნახულად გაიზარდა გარე ძალების ზემოქმედება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როცა გარედან (როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური), არნახული მხარდაჭერა აქვს იმ ძალებს, რომლებიც გამოირჩევიან ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატობანა თამაშით, სოციალური დემაგოგიით, პოლიტიკური კორუფციით.

მომავლის საქართველოსათვის აუცილებლად მიგვაჩნია, დაინერგოს პრინციპიქვეყანას მართავს ხელისუფლებახელისუფლებას მართავს საზოგადოებასაზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

  1. IIდღევანდელობის კონკრეტული შეფასებები:

(ჩვენ სრულად ვეთანხმებითქართული ერთობის დარბაზისანალიტიკურ კვლევას და შეფასებებს)

  • გრძელდება ქვეყნის პარტიულ სამთავროებად დაყოფა, გრძელდება მეგობრობით და პირადი ერთგულებით ხალხის შერჩევა, გრძელდება დაპირისპირება პოლიტიკაშიც და პოლიტიკის გარეთაც, წარმოუდგენელი ტემპებითმიმდინარეობს ინტელიგენციის გაპარტიულება; განათლების, მედიცინის, სპორტის პოლიტიზირება; პოლიტიკით გამდიდრებულთა და ბიზნესინტერესების მქონე ფულიანთა გაპოლიტიკოსება; ჯარის და, საერთოდ, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა, ასევე არაქართული მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ამომრჩეველთა ერთ პოლიტიკურ ხმად გადაქცევა.
  • დამანგრეველია პოლიტიკურიმანიით შეპყრობილთა სურვილი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. 
  • ჩვენვცხოვრობთ ქვეყანაშისადაც როგორც ჩანსმეცენატობა პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენება.


დამაფიქრებელია, რომ:

ვსაუბრობთ ერთობაზე, როდესაც გამოუყენებელია უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი, არსებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ვსაუბრობთ ერთობაზე და ამ დროს, პრაქტიკულად იგნორირებულია ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ადამიანთა პოლიტიკური პოზიცია. არადა, ისინი ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს შეადგენენ. სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული ჩვენი პოზიცია, დემოკრატიული ევროპის მსგავსად, პარლამენტში წევრები აერჩია ქვეყნის გარეთ მაცხოვრებლებსაც.

 

ვსაუბრობთ ერთობაზე და ამ დროს, პრაქტიკულად იგნორირებულია, როგორც დიდი ილია იტყოდა, სახელმწიფო კაცების, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების მოღვაწეთა პოზიცია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში… ისინი წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან არათუ შეხვედრას, არამედ მათთვის ხმის მიწვდენას.

ვსაუბრობთ ერთობაზე და ხალხს ვეძებთ მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში და ვეძებთ არა ქვეყნისადმი ერთგულების, არამედ პირადი ერთგულების პრინციპით.

ვსაუბრობთ ერთობაზე და პარტიები დავყავით კვალიფიციურებად და არაკვალიფიციურებად… 25- წლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ხელისუფლებას ვინც აწყობს, ეხმარება ყველაფრით: ხალხის ფულით დაწყებული, სახელისუფლებო რესურსით დამთავრებული. ვინც არ მოსწონს, ებრძვის ყველა ფორმით და ცდილობს მათ გამარგინალებას.

დამაფიქრებელია „ქართული ოცნების“ ცალკეულ ლიდერთა მხარდამჭერი განცხადებები კოალიციაში შემავალი პარტიების და თქვენ წარმოიდგინეთ, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა და განსაკუთრებით, საინფორმაციო საშუალებების მიერ მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალების“ წარმოჩენა, დანარჩენების, განსაკუთრებით კი ეროვნული განწყობის პოლიტიკური ძალების იგნორირებით.

ვსაუბრობთ ერთობაზე და ვებრძვით პრესისა და ტელევიზიის თავისუფლებას. ჩვენ ეროვნულ სირცხვილად მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ძირითადი ტელევიზიებისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების უკან დგანან პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, პოლიტიკით გამდიდრებულნი. რეალობა ადასტურებს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი რეგიონული ტელევიზია თუ მედიასაშუალება.ვსაუბრობთ ერთობაზე და მთელი საინფორმაციო სივრცე, მეტიც, საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა სფერო გაჯერებულია სიძულვილის ენით, აგრესიით, ურთიერთზიზღით, განსხვავებული პოზიციის პოლიტიკოსებისა და მათი გუნდების მიმართ.

ვსაუბრობთ ერთობაზე და პოლიტიკური ლიდერები ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ გაცილებით მეტად აფასებენ პარტიიდან პარტიაში მორბენალთ, პირდაპირ ვთქვათ, მოღალატეებს. დღეს ღალატი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად იქცა. მრავალპარტიული პარლამენტის ნაცვლად, უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე ჩვენ არა მრავალპარტიულ პარლამენტ, არამედ მრავალპარტიულ პარლამენტარები მივიღეთ.

ასეთია რეალობა – რეალობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდისგან. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ წინა ხელისუფლებაზე ოდნავ უკეთესი არ ნიშნავს იმ ხელისუფლებას, რომელსაც იმსახურებს საქართველო და ქვეყნის მოსახლეობა. არც ხელისუფალთა ის დაჟინებული ხაზგასმა გვაიმედებს – რაც შეგვიძლია, ვაკეთებთო. ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობთ: საჭიროა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმზე იმუშავებს.

III. კოჰაბიტაცია თუ ეროვნული ერთობა


ეროვნული თანხმობა ეს არის სრულიად საპირისპირო, ვიდრე დღეს არსებული პარლამენტის მიერ დაკანონებული კოჰაბიტაცია. ეროვნული თანხმობის უპირველესი მიზანი სამართლიანობაა.

 ხაზს ვუსვამთ, სამართლიანობა და არა სამართალი. სამართლიანობა ზნეობრივისა და სამართლებრივის ერთობლიობაა, ზნეობის პრიმატით. კოჰაბიტაციაეს არის ზნეობრივის უგულებელყოფა და სამართლებრივი კომპრომისი.

როცა ჩვენ ვფიქრობთეროვნული თანხმობის პარლამენტზესამართლიანობის გზით, ეს უპირველესად ნიშნავს:

  • ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ მისთვის წართმეული ქვეყანა.
  • დანაშაულად შეფასდეს 1991 წლის შეიარაღებული დაპირისპირება.
  • გასამართლდეს დღემდე არსებული ყველა ანტიქართული რეჟიმი, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით.
  • ქვეყანაში იყოს არა ე.წ. ბელადებისა და ფულიანთა ძალაუფლება, არამედ ნიჭის ძალაუფლება.
  • ქვეყანაში გარანტირებულ იქნას: სიცოცხლის უფლება, განათლების უფლება, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მისწრაფება უკეთესი ცხოვრებისკენ.
  • დღეს არსებული ბრძოლა არსებობისთვის, შეიცვალოს საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციით.

ეს ფუნდამენტური საკითხები დასტურია იმისა, რომ ეროვნული თანხმობა და კოჰაბიტაცია თვისობრივად არსებითად განსხვავებული მოვლენებია. პირველიაღმშენებელი, მეორედამანგრეველი.

 აქვე ვამბობთ:

სამართლიანობა ვერ იქნება, თუ ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკურ პარტიას არ ექნება ერთნაირი სასტარტო მოედანი.

არც სამართლიანობა და არც ერთობა იქნება, თუ ძველმოდურად გავაგრძელებთ სახელმწიფო კაცების, მოღვაწეების, წარმატებული ბიზნესმენების ნებით, ხათრით თუ იძულებით პარლამენტში შეყვანას. ეს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება და მათი შეურაცხყოფა უფროა, ვინემ დაფასება. დავაკვირდეთ, პარლამენტში შესული ხელოვნებისა და სპორტის ცნობილი მოღვაწეები ღირებულ პარლამენტარებად ვერ ჩამოყალიბდნენ, ხელოვნებამ და სპორტმა კი ამით ბევრი დაკარგა. ვხედავთ, როგორ ძლიერდება ხალხში ნეგატიური დამოკიდებულება პარლამენტში შესულ ბიზნესმენთა მიმართაც.

ერთობა არის იმ ქვეყანაში, სადაც არის ნიჭის ძალაუფლება, სადაც პატივს მიაგებენ ძლიერს და იცავენ სუსტს, სადაც მასწავლებელი, ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები და მეწარმე ჰყავთ ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგებიან, უვლიან და ეფერებიან ბავშვს, ახალგაზრდობას.

ერთობა არის იქ, სადაც გაცნობიერებული აქვთ ბიბლიური სიბრძნე: მთავარშიერთობა, სადავოშითავისუფლება, მაგრამ ყველაფერშისიყვარული.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვამბობთ:

ჩვენ შეიძლება ბევრი რამით განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან: ასაკით, მსოფლმხედველობით, მრწამსით, ეროვნული კუთვნილებით, სოციალური მდგომარეობით,პოლიტიკური პოზიციით… მაგრამ მთავარში სამშობლოში, გვაქვს რთობა და ერთნი ვართ იმაშირომ ჩვენი მოქმედების საფუძველი სიყვარულია.

 

IV სამომავლოდრა გვინდა ჩვენ და რას ვითხოვთ ხელისუფლებისა და მომავალი პარლამენტისგან

უპირველესი და უმთავრესი: 

დასაძლევია დღევანდელობის რამდენიმე, განსაკუთრებით ოთხი უმძიმესი პრობლემა: პირველი – მმართველი პოლიტიკური ძალის თვითკმაყოფილება; მეორე – ოპოზიციის უკვე გამარგინალებასთან მიახლოებული გაბოროტება.; მესამე – საზოგადოების ინდიფერენტულობა, ანუ საზოგადოებაში თითქმის ყველა უბედურების “მერე რა” – თი გამართლების განწყობა და მეოთხე – საზოგადოების ერთი ნაწილის არჩევნებზე არმისვლით ტრაბახი (დემოკრატიული სამყაროს გამოცდილება ადასტურებს, რომ სწორედ მათ მოჰყავთ ცუდი მთავრობა, ვინც არჩევნებზე საკუთარი ხმის უფლებას არ იყენებს).

 

განსაკუთრებული მომავლის საქართველოსთვის :

რამდენიმე თვის წინ, ქართული ინტელექტუალური განძთსაცავის უპირველეს ციტადელში – მეცნიერებათა აკადემიაში, ჩვენ დავადასტურეთ სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვა: – „შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად“ და შემდგომი განვითარება მივეცით „ქართული ერთობის დარბაზის“ მიერ 2015 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ ზოგადქართულ დოკუმენტს, მოქმედების მანიფესტს“ – „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, რაც პრაქტიკულად არის ქართველთა და საქართველოს შვილთა, ჩვენს ნამდვილ უცხოელ მეგობართა საუკუნეობრივი ოცნება, ქართული ნაციონალური იდეა – გაერთიანებული საქართველო და სამშობლოსათვის ერთსულოვნებით შეკრული ხალხი.

 

 მომავლის საქართველოსვის გვესახება ოთხი პრიორიტეტული მიმართულება:

პირველი – განათლება და მეცნიერებაა სახელმწიფოს საძირკვლის უპირველესი ქვაკუთხედი. ჩვენი წევრი და მეგობარი მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ ამ პრობლემაზე;

მეორე – მეწარმეობის დაცვის გარეშე, არ არსებობს ეკონომიკის მდგრადი განვითარების ელემენტარული იმედიც კი. დაცული მეწარმეა ქვეყნის ძლიერების ქვაკუთხედი. მეწარმე კი დაცული უნდა იყოს ინსტიტუციონალურად და არა ხელისუფალის პირადი შეხედულებებისა და ახლობლობის მიხედვით. ხელისუფლებამ მეწარმე უნდა დაიცვას თავისუფალი და პატიოსანი კონკურენტული გარემოს შექმნისა და შენარჩუნების უზრუნველყოფით;

მესამე – კულტურა და მეცნიერება, ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი. სწორედ ოპტიმიზმი სჭირდება ნიჰილიზმით, პესიმიზმითა და სიძულვილით გაჯერებულ ქართულ სივრცეს.

მეოთხე ქართული სოფელი, როგორც ქვეყნის უძველესი კულტურული ფენომენი.

საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ზემოთ აღნიშნული ოთხი პრიორიტეტული მიმართულების საერთოსახალხო განხილვის საფუძველზე შეიმუშავებს გარე სამყაროსთან ურთიერთობის პროგრამასქართული ინტელექტითა და ქართული ბიზნესით, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი, ფილოსოფიური გაგებით.

მომავლის საქართველოსთვის

  • ჩვენ გვინდა – არა მსოფლიო გლობალურ პროცესებთან დაპირისპირება, არამედ მისი ანალიზი, ამ პროცესებში გააზრებულად მონაწილეობა და არა სხვისი კარნახით, რაც მთავარია – თვითმყოფადობის შენარჩუნება
  • ჩვენ გვინდა – არა უბრალოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა – დაკარგული ეროვნული თვითმყოფადობით, როგორც ამას სხვადასხვა სექტანტური ჯგუფები და ქვეყანაში მათი მხარდამჭერები გვკარნახობენ, არამედ რეალურად ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა
  • ჩვენ გვინდა – ფიქრი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მოქმედება და ცხოვრება პრინციპით: „მშვიდობა და სიძლიერე შინ და გარეთ“
  • ჩვენ გვინდა – რომ საქართველოს პარლამენტში, ზოგადად ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავდეს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ, საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობით, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად გადახვეწილ საქართველოს მოქალაქე თანამემამულეებს – ისე, როგორც ეს ხდება ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში.
  • ჩვენ გვინდა სამყაროსთან ურთიერთობა ინტელექტითა და ბიზნესით, მაგრამ შენარჩუნებული თვითმყოფადობით.
  • ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ვაქციოთ პოლიტიკად, როგორც ეს დიდმა დავით აღმაშენებელმა შეძლო და შევცვალოთ პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ ხელისუფლებისათვის ბრძოლის მთავარ პრინციპად დამკვიდრებული, პრაქტიკულად, ქვეყნის დამანგრეველი მოდელი – საქართველო ზესახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირების ადგილი (სწორედ ადგილად გვთვლიან, რაც ძალიან სამწუხაროა). ჩვენი ამოცანაა, საქართველო გადავაქციოთ ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესზე სხვა სახელმწიფოთა, მათ შორის, ზესახელმწიფოთა ინტერესების ზედდების ქვეყნად.

 

ყველაფერი ეს რთულია და ძნელზე ძნელი, მაგრამ შესაძლებელი.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და პოლიტიკური სიძულვილით სავსე, პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ ქვეყანაში საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მივიჩნევთ. ამასვე ვუსურვებდით ქვეყნის ხელისუფლებას, ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია – მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.

ჩვენი პოზიცია უცვლელია: დაპირისპირებით და ზიზღით სავსე პოლიტიკური სივრცე სათნოებითდა სიყვარულით უნდა შეიცვალოს, კონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს… ჩვენ ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთ.

ჩვენ ასე ვხედავთ ქვეყნის მომავალს და ამისთვის მთავარია არა პარტიათა საარჩევნო კოალიციები, არამედ მათი თანამშრომლობა „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“, პიროვნებათა პარლამენტისთვის, განსხვავებულთა ერთობის პარლამენტისთვის.

 

მიგვაჩნია, რომ პარტიებს მიღმა გაცილებით მეტია ქვეყნისთვის საჭირო პროფესიონალი პოლიტიკოსი, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეინარჩუნა წესიერება და პატიოსნება, კორუფციის ეპოქაშიც კი გაუძლო ყოველგვარ ცდუნებას და, რაც მთავარია, ოპოზიციაში ყოფნის დროს არ გაბოროტდა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, სწამს და სჯერა, რომ არ შეიძლება პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, ხელისუფლებაში ბიზნესინტერესებით ყოფნა.

ჩვენ, გვჭირდება თანამშრომლობა არა პოლიტიკური ფრაქციების შექმნისათვის, არამედ პოლიტიკური პარტიების შეკრება მრგვალ მაგიდასთან, აღიარება იმისა, რომ ქვეყნის დღევანდელი და ხალხის გაუსაძლისი მდგომარეობა სწორედ, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ბრალია; აღიარება იმისა, რომ ამ წლებმა ჩვენში სერიოზულად გააჩინა ზნეობის დეფიციტი და არაერთი ზნეობრივი პროფესიონალი პოლიტიკოსი გარიყა. აღიარება იმისა, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია ქვეყნისთვის მომართული, ძლიერი პოლიტიკოსი, ვინემ პარტიებში… ჩვენი ამოცანაა, ვიფიქროთ ასეთი ადამიანებისგან შემდგარ პარლამენტზე…

ჩვენ მივმართავთ პოლიტიკური პარტიებს თანამშრომლობის თაობაზე. ასეთი პოზიცით ჩვენ ვერთვებით საარჩევნო პროცესში. ჩვენი მთავარი დოკუმენტი იქნება ერთი მხრივ, ქვეყნის პოტენციალის ანალიზი, მეორეს მხრივ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მეცნიერული ანალიზი და რაც მთავარია, პროგრამა – ასეთ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში როგორ ავამოქმედოთ მისი პოტენციალი.

 

 

V კონკრეტული წინადადებები მოქმედებისთვის

 

  1. ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები – ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ მთავრობაშიც.

ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა

  1. ჩვენ ვსწავლობთ და ვაანალიზებთ ცნობილი მოღვაწეებისმეცნიერთა, ხელოვანთა, პედაგოგთა, ექიმთა, სპორტსმენთა მოსაზრებებ, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომელსაც ეტაპობრივად წარვუდგენთ საზოგადოებას, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ მათი მოსაზრებები, თუ ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვის გარეშე მათ ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს პარლამენტი.
  2. ჩვენი პოზიცია პრინციპულია: იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნის გარეთ და ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ, რომ თუნდაც უარეს მდგომარეობაში არ ვართ – მიგვაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები. დიდი მუშაობა გავწიეთ, მოვიძი ისეთი ადამიანები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ იმ ქვეყნების მოსახლეობასთანაც, ხელისუფლებასთანაც და დიასპორაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს პროცესი გრძელდება. მასში ჩართვა ყველას შეუძლია.
  3. კონგრესის მთავარი დოკუმენტები გავუგზავნეთ პოლიტიკურ პარტიებს. ვინაიდან, მიგვაჩნდა და დღესაც ამ აზრზე ვართ: ურთიერთკომპრომისებით შევძლებთ ეროვნული თანხმობის, ხალხის ნდობით აღჭურვილი პარლამენტის ფორმირებას. ეს დიდი ქართული გამარჯვება იქნებოდა. ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა მკვდარია. იმედს არ ვკარგავთ. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ თანამშრომლობისთვის და აქვე ვაქვეყნებთ იმ წერილის ტექსტს, რომელიც თვენახევრის წინ ერთხელ უკვე გავუგზავნეთ პოლიტიკურ პარტიებს. 

 

  1. ჩვენ გამოვაქვეყნეთ მიმართვა განსაკუთრებული პოზიციით, რომლის მიზანია არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება. აქაც უყურადღებობას და იგნორირებას წავაწყდით. ჩვენ ამ წერილს კვლავ ვაქვეყნებთ, ხალხმა უნდა იცოდეს ჩვენი პოზიცია და თავად განსაჯოს, ვის ეშინია არჩევნების სამართლიანად ჩატარების.

 

 

დასკვნ

 

იმედი გვაქვს რომ დიდგორობის დღეს გამოქვეყნებული ეს დოკუმენტები ხალხსაც და ხელისუფლებასაც ბევრ რამეზე დააფიქრებს, ჩვენც სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს გამოქვეყნების შემდგომი პერიოდი. მოსაზრებებს ყოველ პარასკევს ვამცნობთ საზოგადოებას.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის პოზიცია ურყევია: ჩვენ ამ საკითხებს არ მოვეშვებით და არც იმას ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ სიმართლის საბოლოო ინსტანცია, მაგრამ თანამშრომლობა საჭიროა, დისკუსია აუცილებელია.

ფაქტი ერთია: რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ინტელექტუალური, გეოგრაფიული, ეკონომიკური პოტენციალის, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების მოქმედებაში მოყვანის კანონზომიერებას, ლოგიკას არ ექვემდებარება არც ხელისუფლების, არც პოლიტიკური ძალების, არც ამერიკის შეერთებული შტატების, არც რუსეთის , არც ევროკავშირის ქმედებები საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ქმედებები კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებზეა გათვლილი და არა საქართველოზე და მის მოსახლეობაზე, არა ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე.

მილიარდობით დოლარის დახმარება მივიღეთ გარედან, კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს აღებული სესხების მოცულობა – შესაბამისი შედეგი კი არ ჩანს.

მთელი მსოფლიოსთვის ინტელექტისა და მიწის ქვეყნად წოდებული საქართველო, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი საქართველო, მიდიოდეს მხოლოდ ტურიზმის გზით, როგორც ეს დღეს ხდება – დანაშაულია.

ფულის დარიგების პოლიტიკამ პროგრესი გააჩერა ქვეყანაში. ჩვენი ანალიზით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ქვეყნის პოტენციალის მეათედიც კი ვერ მოიყვანა მოქმედებაში. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ან ცუდად, ან შიმშილის ზღვარზე ცხოვრობს. ქვეყანაში შექმნილია არაპროგნოზირებადი სიტუაცია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მოქმედების დროა!

ქვეყანას სჭირდება განვითარების ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი მეცნიერული პროგრამა…. ქვეყანას სჭირდება განვითარების ბიუჯეტი, ყველა ხელისუფლების მიერ ხალხის სატყუარად შემოგდებული სოციალური ბიუჯეტის ნაცვლად.

დავიწყოთ პარლამენტით.

დღეს საქართველოს სჭირდება:

  • პიროვნებათა პარლამენტი;
  • არა მოლაპარაკეთა, არა სოციალურ დემაგოგთა, არამედ კანონშემოქმედთა პარლამენტი;
  • არა ურაპატრიოტთა და გლობალისტთა, არამედ ქართული ცნობიერების პლანეტარულად მოაზროვნე პოლიტიკოსთა პარლამენტი;
  • არა გარედან მართვად პარტიათა და პოლიტიკოსთა, არამედ ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის მოსახლეობის მსახური პარლამენტი;
  • არა ბელადებისა და ფულიან მაგნატთა პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული საარჩევნო სიები და პარლამენტი, არამედ ღონიერი აზროვნების პოლიტიკოსთა პარლამენტი (ღონიერი აზროვნების პოლიტიკოსები პარტიებს გარეთ უფრო არიან, ვიდრე პარტიებში).

დღეს საქართველოს სჭირდება ისეთ ხელისუფლება და ოპოზიცია, ისეთი მედია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჭკუას კი არ ასწავლის ხალხს (ეს მისგან უნდა ისწავლონ), არამედ ემსახურება მასხალხს, ქვეყნის ჭეშმარიტ პატრონს!

 ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა. .. გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს გარედან მართულ და გარედან ნაქებნადიდებ ხელისუფალთ!

დავიხსნათ თავი გარედან 25-წლიან მართვისგან. ავირჩიოთ განათლებულ და რწმენით სავსე ადამიანთა ხელისუფლება.

ჩვენ ვიწყებთ დიდ ქართულ პროცესს. მთავარია, მუდამ გვახსოვდეს, რომ დუმილი დღეს ქვეყნის ღალატის, საკუთარი ღირსების დაკარგვის ტოლფასია

გენიალურად თქვა მსოფლიოში აღიარებულმა მეცნიერმა, „განწყობის თეორიის“ ფუძემდებელმა, დიმიტრი უზნაძემ: “… გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ!“

მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ დიდი მომავლის საქართველოს შექმნა!

ნუ ვტირით და ნუ ვწუწუნებთ. საქართველო სავსეა ასეთი ადამიანებით, საქართველოს უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს დაადასტურა ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადებისთვის განვლილმა ეტაპმა. ამას ადასტურებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში – ქალაქებსა და რაიონებში.

სწორედ რომ ამ მოქმედების დაწყების დროა!

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *