მეცნიერთა კონგრესისლაიდერიფოტო
(გალერეა) ბიზნეს ფორუმი წიგნის “საქართველოს ინტეგრალური რესურსები” პრეზენტაცია “თბილისი – მერიოტში”
2025 წლის 17 ივნისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ჩატარდა მეცნიერების გივი თარგამაძისა და იოსებ არჩვაძის ნაშრომის “საქართველოს ინტეგრალური რესურსები” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, აკადემიების და უმაღლესი სკოლების წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, მეცნიერებისა და საზოგადოების წარმოჩინებული წევრები.
დამსწრეებმა მაღალი შეფასება მისცეს ნაშრომს. აღინიშნა, რომ მასში გამოქვეყნებულია ფუნდამენტური კვლევები და აღნიშნული წიგნი ყველა განათლებული პიროვნების, ქვეყნის პატრიოტის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს.
ეს პროფესორ გივი თალაკვაძისთვის მეორე ფუნდამენტური ნაშრომია. 2011 წელს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, თავისუფალი აზრის სახლის ორგანიზებით ჩატარდა მისი ფუნდამენტური კვლევის “საქართველო დღეს” პრეზენტაცია.