მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

კეთილი გზა -სიყვარულით სავსე ” ლიტერატურულ საქართველოს”!

გაგვახარა ჯუბა ღებელმა,გამორჩეულმა – პოეტმა, “მეცნიერთა კონგრესის”ერთმა დიდმა საყრდენმა, კაცმა,რომელიც იყო “ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის” იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის სესიების მონაწილე-20 დღე რომ ავტობუსში ვიცხოვრეთ, მეცნიერთ დიდ ჯგუფთან ერთად 15 000 -ზე მეტ ემიგრანტს შევხვდით… კიდევ ერთი და მთავარი, ჯუბა ღებელი არის ქვეყნისთვის ბეჭშემდგარი კაცი , მამულიშვილი!
გვჯერა, რომ  ჯუბა ღებელის რედაქტორობით ეს უპირველესი ლიტერატურული გაზეთი დაბრუნდება ჩვენში,ჩვენს ოჯახებში..დაბრუნდება და გაგვაკეთილშობილებს, სიკეთეს და სიყვარულს დააბრუნებს მოაზროვნე საზოგადოებაში და,რაც დღეს ჰაერივით გვჭირდება,სიყვარულით დაგვაბრუნებს მწერლებთან, მწერლობაში!
გაგვახარა გადაწყვეტილებამ,რომ ტელევიზია “ქართულ TV” ზე იქნება ბატონი ჯუბას საავტორო გადაცემა :
” “ლიტერატურული საქართველო ” –  “ქართულ TV” -ზე !
კეთილი გზა -სიყვარულით სავსე  ” ლიტერატურულ საქართველოს”!
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *