მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ჩვენი პოზიცია ურყევია, ხსნა ეროვნულ ერთობაშია და არა დაპირისპირებაში!

 

პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს დიდი ჯგუფი და „მეცნიერთა კონგრესი“ ვემიჯნებით პოლიტიკური პარტიების მიერ პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, დაკანონებულ დაპირისპირებისა და ძალადობის პოლიტიკას. რამეთუ გვწამს და გვჯერა, დრომაც დააასტურა, ეს პოლიტიკა პირველ რიგში ვნებს ხალხს და ქვეყანას და აკანონებს უზნეო უმცირესობის ბატონობას ზნეობრივ უმრავლესობაზე. ჩვენი პოზიცია ურყევია: ქვეყნის ბუნებრივი განვითარების მთავარ მიმართულებად მივიჩნევთ ეროვნული თანხმობის გზას ერის მამის, ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული პრინციპით „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად.

სწორედ ამიტომ, 31 მარტს, ეროვნული ერთობის დიდ დღეს, როცა 34 წლის წინ, შედგა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და პირველი მრავალპარტიული ადგილობრივი არჩევნები  ეროვნული ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით, ვიკრიბებით საგურამოში, ილიაჭავჭავაძის ეზო-გარემოში და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად,  ვაგრძელებთ მეცნიერთა მიერ, გელათში, 8 თებერვალს, დავითობას დაწყებულ შემუშავებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვას.  ამასთან ამ შეხვედრითა და ეროვნული განწყობის საუბრით, , ჩვენ პატივს მივაგებთ პირველ პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას რომლის დაბადებიის დღეც არის ხვალ.  

 გვინდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ეს პოზიცია უყურადღებოდ არ დარჩება საინფორმაციო საშუალებებისგან და სამომავლოდაც, მეტი დრო  და ადგილი დაეთმობა ეროვნულ თანხმობაზე საუბარს, ვიდრე დაპირისპირებისა და ძალადობის ჩვენებით, ხალხში უიმედობის განწყობის დამკვიდრებას.

შეკრება დაიწყება 31 მარტს, 14:00 საათიდან საგურამოში, ილიაჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში.  ერთობლივი კონგრესი მუშაობას დაიწყებს 15:00 საათზე და გადაცემული იქნება პირდაპირ ეთერში “ქართული TV”- სფეისბუქ  გვერდიდან. ( https://www.facebook.com/tvqartuli) 

ჩვენ მივესალმებით, თუ რომელიმე ტელევიზია შეძლებს და პირდაპირ ეთერში გადასცემს პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს წევრთა დიდი ჯგუფისა და მეცნიერთა კონგრესის მიერ ორგანიზებულ  ამ მიზნობრივ ეროვნულ შეკრებას.

მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი

30.03.2025

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *