მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მიმართვა ქართველ ბიზნესმენებს

 

ჩვენი გულითადი მიმართვა ქართველ ბიზნესმენებს, ქველმოქმედ ადამიანებს, დიდ მამულიშვილთა მიერ დაწყებულ და მომავლის საქართველოსთვის ჰაერივით საჭირო ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საქმესთან დაკავშირებით

მეგობრებო, თქვენი სახელი ბევრ კეთილ საქმესთანაა დაკავშირებული. თქვენს ერთობას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩვენ ვიზიარებთ „მეცნიერთა კონგრესის“ მოსაზრებას, რომ ბიზნესმენები უნდა აფინანსებდნენ არა პარტიებს, არამედ დემოკრატიას. მხოლოდ დემოკრატიულ გარემოში ვითარდება ქვეყანა, ოჯახი, ადამიანი, ბიზნესი; შეიქმნება მომავლის საქართველო.

სწორედ ამ განწყობით მოგმართავთ. ეს ჩვენი პირველი წერილია და მას ვაქვეყნებთ სწორედ იმავე გაზეთში, რომელშიც „ეროვნული დოქტრინის“ პროექტია გამოქვეყნებული. ვაქვეყნებთ 8 თებერვალს, დავითობას, როცა გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში „ეროვნული დოქტრინის“ განხილვის დიდი ქართული  პროცესი იწყება.  ტელევიზია „ქართული TV“ სწორედ ასეთი დიდი ქართული პროცესების საინფორმაციო მხარდამჭერია. დიდი სურვილი გვაქვს, თქვენი მხარდაჭერით გავაძლიეროთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობისავე, მართალი ტელევიზიის შექმნის პროცესი.

დღემდე, სულგრძელი და კეთილი ადამიანების მხარდაჭერით მოვედით. ჩვენ, ძირითადად მეცნიერებმა, კულტურის მოღვაწეებმა, რიგითმა ადამიანებმა ერთად შევძელით, რომ ეს  ტელევიზია დიდი ნავთსაყუდელი გამხდარიყო ქართული კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, ემიგრანტების, ახალგაზრდობის და ზოგადად, ქართულად მომართული ადამიანებისთვის. თვით ის ფაქტი, რომ მეცნიერებათა  ეროვნული და დარგობრივი აკადემიები არათუ თანამშრომლობენ, არამედ მათ თავისად მიაჩნიათ „ქართული TV“,  ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ტელევიზია, რომელიც სატელიტური თანამგზავრის საშუალებით მთელ მსოფლიოზე მაუწყებლობს, მიუახლოვდა განვითარების ახალ ეტაპს და გეგმავს, წლის დასაწყისიდანვე, განსაკუთრებით გაზაფხულიდან, საზოგადოების წინაშე წარსდგეს მასშტაბური პროგრამით, რის გამოც, დღის წესრიგში დადგა როგორც ფინანსური გაძლიერება, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში, ტექნიკური აღჭურვილობის განახლება.

მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მაინც არ ვღალატობთ იმ პრინციპებს, რის საფუძველზეც  ეს ტელევიზია შექმნეს დიდმა მამულიშვილებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, გივი თოიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, ომარ მხეიძემ, ტარიელ ხარხელაურმა, თემურ გუგუშვილმა, რომან რურუამ –  ტელეკომპანიის აქციების 4 პროცენტზე მეტს ვერავინ შეიძენს, რა თანხის მფლობელიც არ უნდა იყოს, 94 პროცენტის მფლობელი „ქართული ერთობის დარბაზია“.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ საეტაპო მომენტში ჩვენს გვერდით იქნებით და ჩვენ, ყველანი ერთად, შევძლებთ წარმატებით იაროს ამ ეროვნულმა, ჭეშმარიტად სახალხო  ტელევიზიამ.

პატიივისცემით,

ჯუმბერ კოპალიანი  –   მეცნიერების დოქტორი, დმანისის არქეოლოგიური  მუზეუმის ხელმძღვანელი, „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე

მანანა იმედაძე  – კომპოზიტორი, ტელეკომპანია „ქართული TV“  გენერალური დირექტორი

 

p.s. ტელევიზია “ქართული TV” იზიარებს “მეცნიერთა კონგრესის” პოზიციას , რომ 

  • ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება , მოსაზრება გამოთქვას ტელევიზიით;
  •  ქვეყნის მაღალი თანამდებობი პირებს (პრემიერ-ინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სასამართლოს თავმჯდომარეს, მინისტრებს, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს,  თბილისის მერს და გუბერნატორებს ჰქონდეთ თავისუფალი დრო, სურვილის შემთხვევაში, კვარტალში ერთხელ, , პირდაპირ ეთერში უპასუხოს მოქალაქეთა შეკითხვებს
  • თვის განმავლობაში გარკვეული დრო (30-40 წუთი) ჰქონდეთ

– პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,,,,
– ქალაქს, რაიონს, მხარეს, დიდ სოფლებს
– უნივერსიტეტებს , ინსტიტუტებს, შემოქმედებით კავშირებს;
– ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, პროფკავშირებს, დიასპორებს;
– ადვოკატთა საზოგადოებას, საბანკო სექტორს;
– ქართული ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც აწარმოებს სუფთა, ნატურალურ პროდუქციას

 

ინფორმაციისთვის:

შპს „ქართული ტვ“ საბანკო ანგარიში:

TBC ბანკი

საბანკო ანგარიში GE42TB7162736020100001

საიდენტიფიკაციო კოდი; 412676199

ბანკის კოდი TBCBG22

მიმღების დასახელება შპს ქართული ტვ

 

ქართული TV მაუწყებლობს:

თანამგზავრზე -აზერკოსმოსი
Azerspace-1(46 გრადუსი);

 მაგთი – 46 არხი;
სილქნეტი – 259;
ახალი ქსელები  – 292;

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *