სლაიდერიტელევიზია "ქართული TV"

ქართულ-იტალიური დუეტი “Lalimberti” – ქართული TV” – ს მხარდასაჭერად. ქუთაისი, 14 სექტემბერი

დავდგეთ ტელევიზია „ქართულ TV“-სთან და ვიბრძოლოთ, რომ ის ასეთად დარჩეს

დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოგვეხმაურება, ჩვენ მოვდივართ იტალიიდან, სპეციალურად, ტელევიზია „ქართული TV“-სთვის. შემოწირული თანხები სრულად გადაერიცხება ტელევიზიას. საქრთველოში მოგზაურობის თანხებს ჩვენი ოჯახი იღებს, მეტიც, ყოველ კონცერტზე ჩვენც გავაკეთებთ შეწირულობას. იკითხავთ, რატომ ვდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენი პასუხი მარტივია, ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება გაუკეთო შენთვის საყვარელ ხალხს, არის ის, რომ დაეხმარო მართალი ტელევიზიის შექმნაში. ჩვენ რომ გვკითხოს კაცმა, ქართველი მეწარმეები, ქვეყნის შეძლებული ადამიანები, საქა-რთველოს ნამდვილი მეგობრები, პოლიტიკას კი არ უნდა აფინანსებდნენ, არამედ შეუძლებელს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საინფორმაციო სივრცე სიმართლეს ემსახურებოდეს. იტალიაში ჩვენ, ძალიან კარგად ვიცით და ეს არის ევროპული გამოცდილება, რომ თავისუფლება სიმართლეშია! ჩვენ შეგვძრა მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკის, დიდი ქართველი მამულიშვილის, მერაბ ბერძენიშვილის სიტყვებმა: „მე არ ვიცი, რას ნიშნავს, სახელისუფლებო ტელევიზია, მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია, მე ვიცი მხოლოდ მართალი ტელევიზია!“ ეს არის ევროპა, ეს არის ზოგადკაცობრი-ულის და ეროვნულის ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენ მოგვხიბლა იმან, რომ ტელევიზიის სათავეებთან დიდი ქართველი მამულიშვილები დგანან. მარტო სახელების ჩამოთვლა რად ღირს: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი, ჯუმბერ კო-პალიანი, რამაზ გახოკიძე, რეზო ბალანჩივაძე, მეცნიერებათა აკადემია, შემოქმედებითი კავშირები და მეცნიერთა, შე-მოქმედთა მთელი კოჰორთა, რომ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ჩვენი ოლიმპიური სიამაყე, რომან რურუა, რომ ტელევიზიას სათავეში უდგას ჟურნალისტი და ეროვნული განწყობის კომპოზიტორი, მანანა იმედაძე…

მოგვხიბლა იმან, რომ ვერავინ ვერავითარი ფულით ვერ გახდება აქციების 4% მეტის მფლობელი. ეს მართლაც, სრულიად ახალი მოვლენა იქნება მსოფლიოს სატელევიზიო სივრცეში, როგორც ეს იუნესკოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს

თქვენი მეგობრები, დუჩო ლიმბერტი და ლალი ბურდული

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *