სლაიდერიტელევიზია "ქართული TV"

ემიგრანტ ელენა ხუციშვილის მიმართვა ქართველ ემიგრანტებს და “ქართული TV” – ს გენ.დირექტორის, მანანა იმედაძის სამადლობელო წერილი.

ემიგრანტ ელენა ხუციშვილის   მიმართვა ქართველ ემიგრანტებს

” მივმართავ ჩემს ქართველ ემიგრანტებს, ჩემს ფბ.მეგობრებს: 3_4 წელია რაც დაბლოკილი მაქვს ტელეფონში ყველა ქართული ტვ არხი. და ვისაც ჩემსავით მოგბეზრდათ და დაიღალეთ იმ აგრესიის, ცრუ ინფორმაციების, ცილისწამების, ცემა-ტყეპის, სიბინძურის და სიძულვილის პროპაგანდით,თურქული სერიალების ყურებით, შემოგთავაზებთ ნამდვილი “ქართული TV”-ს, სადაც მხოლოდ სიკეთეზე, მშვიდობაზე, ქართულ ტრადიციებზე, პატრიოტიზმზე, ნამდვილ მეცნიერებაზე, ნამდვილ ფაქტებზე, ისტორიასა და მომავლის მეცნიერულ პროგრამებზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ნამდვილ პოლიტიკაზე, ჭეშმარიტ ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, სპორტზე, დიდ კორიფეებზე, ღირსეულ მამულიშვილებზე, საუბრობენ.

და ვინ? თვითონ მეცნიერები და კორიფეები! უმაღლესი პროფესიონალები თავისი საქმის ! და რაც მთავარია და გულის ამაჩუყებელი, ეს ხალხი უანგაროდ ემსახურება ამ ტელევიზიას და უნდა ნახოთ, როგორ 24 საათიანი რეჟიმით ფუსფუსებენ ცარიელი ხელებითა და ჯიბით. გადამღები აპარატურისა და ტრანსპორტის გარეშე. რადგან როგორც სიმართლის მთქმელ ტელევიზიას, დაფინანსება არა აქვს!

ესაა ერდაერთი ტელევიზია, რომლის მიზანია ემსახუროს მხოლოდ საქართველოს!

მე , როგორც ყველა ემიგრანტს, ემგრაციაში უფრო გვიმწვავდება სამშობლოს სიყვარული, თავს ვალდებულად ვთვლი, მივეხმარო და ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ ტვ-ს გასაძლიერებლად. რადგან ყველაფერზე იმედგაცრუებულს, იმედის ნაპერწკალი გამიჩინა ამ სასწაულებრივად, რეჟიმს გადარჩენილმა სუფთა ქართული სულის ხალხმა. ესენი რომ მაგალითს გვიჩვენებენ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის და იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად, განა მე, ჩვენ, გვაქვს უფლება შორიდან ყურების? ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია. დავფიქრდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: გვინდა გადავრჩეთ, თუ არა?!

ყველამ, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავხდეთ ეროვნული განწყობის ტელევიზიის შექმნის პროცესის მონაწილე, 50€ რომ  გავიღოთ ყოველთვე,  მგონია, რომ დიდ საქმეს გავაკეთებთ. წესად გავიხადოთ, რომ ყოველი თვის ბოლოს ხელფასიდან, 50€ ვითომც არ გვქონია. გადავურიცხოთ. რამხელა მამულიშვილურ საქმეს გავაკეთებთ?! იქნებ და, მართლა ჩვენზეა დამოკიდებული ხვალინდელი დღე და მერე გვიან იქნება სინანული. არ დავკარგოთ ეს ჩვენი შეტანილი წვლილის მადლი.“

 

ტელეკომპანია “ქართული TV”ს გენერალური დირექტორის, მანანა იმედაძის სამადლობელო წერილი

ქალბატონო ელენა, უპირველესად, დიდი მადლობა ამ განწყობისთვის. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თავისთავად ასეთი წერილის არსებობა, გვაძლიერებს. მიჭირს მხარდაჭერაც, როგორ უნდა ვთხოვო დახმარება იმ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა გაჭირვებამ აიძულა, წასულიყო ქვეყნის გარეთ.  თქვენ სწორად წერთ,  რომ 10-მდე ემიგრანტი დიდი ხანია, გვიკეთებს ფინანსურ მხარდაჭერას. უკანასკნელ დღეებში, თითქმის ამდენივე შემოგვიერთდა. ჩვენი განწყობა ასეთია, რომ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ 500-მდე ადამიანმა რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, „ქართული TV“ გახდება ის ტელევიზია, რომლითაც  იამაყებს მთელი ქვეყანა და როგორც იუნესკოში გვითხრეს, ასეთ პრინციპებზე  აგებული ტელევიზია უნიკალური მოვლენა იქნება მსოფლიო  სატელევიზიო სივრცეში.

ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას ვრგძნობთ, რომ ამ ტელევიზიის სათავეებთან დიდი მამულიშვილები იდგნენ. თუნდაც იმის გააზრება რად ღირს, რომ ჩვენ ვემსახურებით და თქვენ ეხმარებით იმ ტელევიზიას, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნით მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ჩხეიძეს, ანზორ ერქომაიშვილს…  რომ „ქართული TV”არის ტელევიზია, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის დიდი სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე რომან რურუა. .. რომ დღეს მის მხარდამჭერთა რიგებში არიან მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, გელათისა და ფაზისის აკადემიები, შემოქმედებითი კავშირები, დედაუნივერსიტეტი და არაერთი სხვა სამეცნიერო და შემოქმედებითი დაწესებულება და ორგანიზაცია.

ჩვენ ყველას გასაგონად ვამბობთ, რომ  ჩვენ ვართ იმ ხალხის ტელევიზია, რომელთაც არ ესმით, რას ნიშნავს სახელისუფლებო ან ოპოზიციური ტელევიზია, რომელთაც ქვეყნის მომავლისთვის მხოლოდ მართალი ტელევიზია წარმოუდგენიათ. ეს სიტყვები ეკუთვნის  მერაბ ბერძენიშვილს.  ჩვენ მისი ერთგული ვართ და თქვენი მხარდაჭერით, ასეთებად დავრჩებით.”

ტელევიზიის საბანკო ანგარიშია:
TBC ბანკი
ბანკის კოდი TBCBG22
მიმღების დასახელება: შპს ქართული ტვ (ს/კ 412676199)
საბანკო ანგარიში GE42TB7162736020100001
„ქართული TV“ მაუწყებლობა ვრცელდება მთელ მსოფლიოზე:

  • თანამგზავრზე -აზერკოსმოსი Azerspace-1(46 გრადუსი)
    ● Youtube-ზე
    ● myvideo – ზე
    ● მაგთი – 46
    ● სილქნეტი – 259
    ● ახალი ქსელები 292
    ● www.civilizebuli.ge (პირდაპირი)

 

 

Facebook Comments
4 (80%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *