მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
დღეს არც ბრალდებების და არც თავის მართლების დრო არ არის, მაგრამ გასაანალიზებელი კი ბევრზე ბევრია…!

მეცნიერთა კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ულამაზეს კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს ქართველ ხალხს,საქართველოს მთელ მოსახლეობას , დაღუპულთა ოჯახებს.. ვლოცულობთ ,ცოცხლად ვიხილოთ დაკარგულები !
დღეს ბრალდებების დრო არ არის, არც თავის მართლების,მით,უფრო, თვითკმაყოფილების…
აშკარაა,რომ ცალკე ოპოზიცია და ცალკე ხელისუფლება,მათი მხარდამჭერი ტელევიზიები, საინტორმაციო საშუალებები , აგრძელებენ ამ ტრაგედიაშიც კი პოლიტიკური ავტორიტეტის შენარჩუნება-გაძლიერების ნიშნები ეძებონ და იპოვონ !
ეს არის პოლიტიკური კულტურის არასებობის და უზნეობის დასტური !
მეცნიერთა კონგრესი სიტყვას აძლევს საქართველოს მოსახლეობას,რომ პროფესიონალთა მონაწილეობით დეტალურად გაანალიზებს ამ ტრაგედიის მიზეზებს და საერთოდ ქვეყანაში მოსალოდნელ შემდგომ მოვლენებს და გამართავს საჯარო კონფერენციას,რომელიც წერტილს დაუსვამს სპკულაციებს,ხალხის ინფორმირებულობის ამაღლებით, გააძლიერებს საქმის კეთების განწყობას,დღეს დამკვიდრებული თავის მართლების სანაცვლოდ!
მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი
5.08.2023