მედიამეცნიერთა კონგრესისლაიდერი

(ინტერპრესნიუსი)„გელათის კონგრესი“ – 2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს – საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი

დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გელათის 8 თებერვლის მეცნიერთა კონგრესი ხელისუფლებას მოქმედებისთვის და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მიმართავს, რომ 2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

„გელათის კონგრესი, თანამემამულეებს საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერისთვის, სამეცნიერო საზოგადოებას, შემოქმედებით ინტელიგენციას განხილვისა და დისკუსიისთვის, ხელისუფლებას პოზიციის საჯაროდ გამოხატვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, საინფორმაციო საშუალებებს საჯარო განხილვისთვის და ბაგრატოვანთა სამეფო კარს ნებართვისთვის მიმართავს, რომ 2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს. მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტები საერთაშორისო ორგანიზაცია იუნესკოში წარსადგენად; წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდეს იმ მოედანზე, სადაც მისი აღმართვა საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა; ბაგრატოვანთა გვარი შეტანილ იქნას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში; გაიგზავნოს შესაბამისი თხოვნა იუნესკოსში ბაგრატოვანთა გვარის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი და მიზანშეწონილად ვთვლით, დაიწყოს დისკუსია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების მონაწილეობით, ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ მომავლის საქართველოსთვის განმსაზღვრელია ერთობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ჩატარებისთვის. ხელისუფლების ორგანიზებით, მეცნიერების და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით, შემუშავდეს „ქართული დოქტრინა“; სახელისუფლებო დონეზე, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში, მოხდეს მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული პროგრამის – “მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ განხილვა.

მეცნიერთა კონგრესი თვლის, რომ საკითხის განხილვა და დისკუსია უნდა დასრულდეს მოკლე პერიოდში და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ყველა დაინტერესებულ ორგანოს, თუ პირს ეწვიოს ამ საკითხების განხილვისა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით“, – აღნიშნულია მიმართვაში.

წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/744520-gelatis-kongresi-2023-celi-davit-agmasheneblis-clad-gamocxaddes-sakartveloshi-unda-arsebobdes-kalaki-bagrationi

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *